"ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 9 ივნისის №1-1/883 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

"ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 9 ივნისის №1-1/883 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი №1-1/307
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 30/10/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/11/2013
სარეგისტრაციო კოდი 310150000.22.024.016297
№1-1/307
30/10/2013
ვებგვერდი, 04/11/2013
310150000.22.024.016297
"ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 9 ივნისის №1-1/883 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/307

2013 წლის 30 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 9 ივნისის №1-1/883 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
 „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 9 ივნისის №1-1/883 ბრძანებით (სსმ, ვებპორტალი, 310150000.22.024.016082, 13.06.2011) დამტკიცებულ „ტრანსპორტის სფეროს ტექნიკური რეგლამენტების ნუსხაში“ შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. სამოქალაქო ავიაციის დარგის ტექნიკური რეგლამენტები

სამოქალაქო ავიაციის დარგის ტექნიკური რეგლამენტებია:

ა) „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესი“;

ბ) „სამოქალაქო ავიაციის აეროდრომების/ვერტოდრომების პროექტირებისა და ექსპლუატაციის სახელმწიფო ნორმები“;

გ) „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესი“.“

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი