დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 9 ივნისის №1-1/883 ბრძნებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/1675 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 21/08/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/08/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310150000.22.024.016202 |
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/1675
2012 წლის 21 აგვისტო
ქ. თბილისი
„ ტრანს პორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 9 ივნისის №1-1/883 ბრძნებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. შეტანილ იქნეს ცვლილება „ ტრანს პორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 9 ივნისის №1-1/883 ბრძანებაში (სსმ, 33, 09/11/2009), კერძოდ. ამავე ბრძანებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ მუხლი 2. სამოქალაქო ავიაციის დარგის ტექნიკური რეგლამენტები
სამოქალაქო ავიაციის დარგის ტექნიკური რეგლამენტებია:
ა) „საჰაერო მოძრაობის სამსახურების და საშუალებების სერტიფიცირების წესები“;
ბ) „ საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესი”;
გ) „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესი“;
დ) „გაფრენის წინა შემოწმების წესი“;
ე) „სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის შერჩევის, მიღების, მომზადების და სერტიფიცირების წესი“;
ვ) „საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების განსაზღვრისა და ამ ზონებში დაშვების წესი“;
ზ) „სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოების სერტიფიცირების წესი“;
თ) „სამოქალაქო საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი მოწყობილობების შერჩევის, შეძენის, ტექნიკური მომსახურების და შემოწმების წესი“;
ი) „სამოქალაქო ავიაციის აეროდრომების/ვერტოდრომების პროექტირებისა და ექსპლუატაციის სახელმწიფო ნორმები“;
კ) „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესი“.
ლ) „ საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექპლუატაციის წესები”.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ვ. ქობალია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები