დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №403 „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების შექმნის და მათი სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 403 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 21/06/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 64, 25/06/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/11/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230210000.11.117.006530 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (25/06/2004 - 29/11/2004)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.11.117.006.530
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №403
2004 წლის 21 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების შექმნის და მათი სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სისტემაში შეიქმნას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის შემდეგი ტერიტორიული ორგანოები (საბაჟო ორგანოები):
ა) რეგიონალური საბაჟო „აღმოსავლეთი”;
ბ) რეგიონალური საბაჟო „ჩრდილოეთი”;
გ) რეგიონალური საბაჟო „დასავლეთი”;
დ) რეგიონალური საბაჟო „სამხრეთი”.
მუხლი 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოები (საბაჟო ორგანოები) თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს შემდეგ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში:
ა) რეგიონალურ საბაჟოს „აღმოსავლეთი„ – ქ. თბილისი, ქ. რუსთავი, გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისის, თეთრიწყაროს, დმანისის, წალკის, საგარეჯოს, გურჯაა-ნის, თელავის, ახმეტის, ლაგოდეხის, ყვარლის, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის რაიონები;
ბ) რეგიონალურ საბაჟოს „ჩრდილოეთი„ – ყაზბეგის, დუშეთის, მცხეთის, თიანეთის, ახალგორის, ხაშურის, გორის, ქარელის, კასპის, თიანეთის, ყორნისის, ჯავისა და ცხინვალის რაიონები;
გ) რეგიონალურ საბაჟოს „დასავლეთი„ – ქ. ბათუმი, ქ. ფოთი, ქ. ქუთაისი, ბათუმის, ხელვაჩაურის, ქობულეთის, ხულოს, ქედის, ოზურგეთის, ჩოხატაურის, ლანჩხუთის, სენაკის, აბაშის, ხობის, მარტვილის, წყალტუბოს, ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხის, ტყიბულის, ხონის, თერჯოლის, ვანის, ბაღდათის, საჩხერის, ჭიათურის, ზესტაფონის, ხარაგაულის, სამტრედიის, ზუგდიდის, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და მესტიის რაიონები;
დ) რეგიონალურ საბაჟოს „სამხრეთი„ – ახალციხის, ბორჯომის, ადიგენის, ასპინძის, ნინოწმინდისა და ახალქალაქის რაიონები.”
მუხლი 3. საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის, თურქეთის რესპუბლიკის, რუსეთის ფედერაციის, სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრებზე, საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ საქართველოს აეროპორტებსა (აეროდრომებსა) და ღია პორტებში არსებული საბაჟო-გამშვები პუნქტები სტრუქტურულად დაექვემდებარონ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის შემდეგ ტერიტორიულ ორგანოებს:
ა) საბაჟო საგუშაგო „თბილისის აეროპორტი”, საბაჟო-გამშვები პუნქტები: „წითელი ხიდი”, „სადახლო”, „გარდაბანი”, „ახკერპი”, „გუგუთი”, „მტკვარი”, „ლაგოდეხი”, „სამთაწყარო”, „უდაბნო”, „საბათლო”, „ვაშლოვანი” – რეგიონალურ საბაჟო „აღმოსავლეთს”;
ბ) საბაჟო-გამშვები პუნქტები: „ყაზბეგი”, „გორი” – რეგიონალურ საბაჟო „ჩრდილოეთს”;
გ) საბაჟო საგუშაგოები: „ბათუმის პორტი”, „ფოთის პორტი”, საბაჟო-გამშვები პუნქტები: „სარფი”, „ბათუმის აეროპორტი,” „ქუთაისის აეროპორტი”, „სენაკის აეროპორტი”, „მამისონი” – რეგიონალურ საბაჟო „დასავლეთს”;
დ) საბაჟო-გამშვები პუნქტები: „ვალე”, „ნინოწმინდა” – რეგიონალურ საბაჟო „სამხრეთს”;
მუხლი 4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 35-ე დღეს.
ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები