დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ფინანსთა სამინისტროს საბაჟო ტერიტორიული ორგანოების შექმნისა და მათი სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ ცვლილებების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 768 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/11/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.220.010.22.033.006.885 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.220.010.22.033.006.886
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №768
2004 წლის 29 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების შექმნის და მათი სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ” ცვლილებების შეტანის თაობაზე
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის და „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის №39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების შექმნის და მათი სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის მინისტრის 2004 წლის 21 ივნისის №403 ბრძანებაში (სსმ III, 2004 წ., №64, მუხლი 567) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სისტემაში შეიქმნას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის შემდეგი ტერიტორიული ორგანოები (საბაჟო ორგანოები):
ა) რეგიონალური საბაჟო „აღმოსავლეთი”;
ბ) რეგიონალური საბაჟო „დასავლეთი”.
2. ბრძანების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდგი რედაქციით:
„მუხლი 2.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოები (საბაჟო ორგანოები) თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს შემდეგ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში:
ა) რეგიონალურ საბაჟოს „აღმოსავლეთი” – ქ. თბილისი, ქ. რუსთავი, გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისის, თეთრიწყაროს, დმანისის, წალკის, საგარეჯოს, გურჯაანის, თელავის, ახმეტის, ლაგოდეხის, ყვარლის, დედოფლისწყაროს, სიღნაღის, ყაზბეგის, დუშეთის, მცხეთის, თიანეთის, ახალგორის, ხაშურის, გორის, ქარელის, კასპის, თიანეთის, ყორნისის, ჯავის, ცხინვალის, ახალციხის, ბორჯომის, ადიგენის, ასპინძის, ნინოწმინდისა და ახალქალაქის რაიონები;
ბ) რეგიონალური საბაჟო „დასავლეთი” – ქ. ბათუმი, ქ. ფოთი, ქ. ქუთაისი, ბათუმის, ხელვაჩაურის, ქობულეთის, ხულოს, ქედის, ოზურგეთის, ჩოხატაურის, ლანჩხუთის, სენაკის, აბაშის, ხობის, მარტვილის, წყალტუბოს, ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხის, ტყიბულის, ხონის, თერჯოლის, ვანის, ბაღდათის, საჩხერის, ჭიათურის, ზესტაფონის, ხარაგაულის, სამტრედიის, ზუგდიდის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის და მესტიის რაიონები.”
3. ბრძანების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3.
საქართველოს და აზერბაიჯანის რესპუბლიკის, თურქეთის რესპუბლიკის, რუსეთის ფედერაციის, სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრებზე, საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ საქართველოს აეროპორტებსა (აეროდრომებსა) და ღია პორტებში არსებული საბაჟოგამშვები პუნქტები სტრუქტურულად დაექვემდებარებიან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის შემდეგ ტერიტორიულ ორგანოებს:
ა) საბაჟო საგუშაგო „თბილისის აეროპორტი”, საბაჟო გამშვები პუნქტები: „წითელი ხიდი”, „სადახლო”, „გარდაბანი”, „ახკერპი”, „გუგუთი”, „მტკვარი”, „ლაგოდეხი”, „სამთაწყარო”, „უდაბნო”, „საბათლო”, „ვაშლოვანი”, „ყაზბეგი”, „გორი”, „ვალე”, ნინოწმინდა” – რეგიონალურ საბაჟო „აღმოსავლეთს”;
ბ) საბაჟო საგუშაგოები: „ბათუმის პორტი”, „ფოთის პორტი”, საბაჟო გამშვები პუნქტები: „სარფი”, „ბათუმის აეროპორტი”, „ქუთაისის აეროპორტი”, „სენაკის აეროპორტი” – რეგიონალურ საბაჟო „დასავლეთს”.”.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2005 წლის 5 იანვრიდან.
ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები