ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების შექმნის და მათი სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ ცვლილების შეტანის თაობაზე"

  • Word
ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების შექმნის და მათი სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ ცვლილების შეტანის თაობაზე"
დოკუმენტის ნომერი 791
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 06/12/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 143, 07/12/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 04/11/2008
სარეგისტრაციო კოდი 200.220.010.22.033.006.903
  • Word
791
06/12/2004
სსმ, 143, 07/12/2004
200.220.010.22.033.006.903
ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების შექმნის და მათი სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ ცვლილების შეტანის თაობაზე"
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.220.010.22.033.006.903

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

 ბრძანება №791

2004 წლის 6 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების შექმნის და მათი სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 21 ივნისის №403 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის და ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის №39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების შექმნის და მათი სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 21 ივნისის №403 ბრძანების (სსმ III, 2004 წ., №64, მუხლი 567) მე-3 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს საბაჟო საგუშაგო გორი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) საბაჟო საგუშაგო ,,თბილისის აეროპორტი”, საბაჟო გამშვები პუნქტები: ,,წითელი ხიდი”, ,,სადახლო”, ,,გარდაბანი”, ,,ახკერპი”, ,,გუგუთი”, ,,მტკვარი”, ,,ლაგოდეხი”, ,,სამთაწყარო”, ,,უდაბნო”, ,,საბათლო”, ,,ვაშლოვანი”, ,,ყაზბეგი”, ,,ვალე”, ,,ნინოწმინდა” – რეგიონალურ საბაჟო ,,აღმოსავლეთს”.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2005 წლის 5 იანვრიდან.

ზ. ნოღაიდელი