დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს ეროვნული ბანკის სისტემაში ნაღდი ფულის მიღება-გაცემის რეჟიმის განსაზღვრისა და შესაბამის ანგარიშებზე დაუთვლელად ჩარიცხული ფულადი სახსრების კონტროლის მექანიზმის შემოღების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 63 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 12/03/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 26, 19/03/2002 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/10/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220190000.10.008.005190 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (19/03/2002 - 30/03/2002)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.10.008.005.190
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №63
2002 წლის 12 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს ეროვნული ბანკის სისტემაში ნაღდი ფულის მიღება-გაცემის რეჟიმის განსაზღვრისა და შესაბამის ანგარიშებზე დაუთვლელად ჩარიცხული ფულადი სახსრების კონტროლის მექანიზმის შემოღების შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის სისტემაში კომერციული ბანკებისა და სხვა კლიენტურის ნაღდი ფულით შეუფერხებელი უზრუნველყოფის, მათ მიერ შემოტანილი თანხების გადათვლა-დახარისხების სამუშაოების სრულყოფის, დაუთვლელად ჩარიცხული ფულადი სახსრების კონტროლის მექანიზმის დანერგვისა და ამ სფეროში სათანადო წესრიგის დამყარების მიზნით, ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2, 63-ე, 73-ე მუხლებისა და ,,კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ´´ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ეროვნული ბანკის სისტემაში კომერციული ბანკებისა და სხვა კლიენტურისაგან შესაბამის ანგარიშებზე ჩასარიცხად ნაღდი ფულადი შემოსავლებისა და მათი ანგარიშებიდან თანხების გასაცემად საფულე ჩეკების მიღების დრო განისაზღვროს 9.30-საათიდან 12.30 საათამდე, სალაროდან ფულის ნიშნების გაცემა კი მოხდეს 14.30 საათამდე.
2. ეროვნული ბანკის სისტემაში კომერციული ბანკების მიერ შემოტანილი ფულადი სახსრების შესაბამის ანგარიშებზე ჩარიცხვა მოხდეს დაუყოვნებლივ, ამჟამად მოქმედი წესის შესაბამისად, ხოლო ფულის ნიშნების სრულ გადათვლამდე მათ მიეცეთ მთლიანი თანხის არა უმეტეს 90%-ის გამოყენების უფლება. დარჩენილი თანხის (10%) გამოყენება დადგენილი წესის მიხედვით შეიძლება მხოლოდ ფულის ნიშნების სრული ოდენობის გადათვლის შემდეგ ეროვნული ბანკის საკასო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის მიმოქცევის სამმართველოს საკასო ცენტრის (ეროვნული ბანკის ფილიალში – სალაროს) შესაბამისი შეტყობინების საფუძველზე.
3. სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკის სისტემაში ფულადი სახსრების მიღება-გაცემასთან დაკავშირებით დადგენილი რეჟიმის შეცვლა განხორციელდეს მხოლოდ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით.
4. დაევალოს ეროვნული ბანკის უშიშროებისა და ინფორმაციის დაცვის სამმართველოს (ა. პასიკაშვილი) უზრუნველყოს ეროვნული ბანკის სისტემაში კლიენტურის სასაშვო რეჟიმის სალაროს მუშაობის დადგენილ რეჟიმთან შესაბამისობა.
5. ამ ბრძანების შესრულების კონტროლი დაევალოთ ეროვნული ბანკის შიდააუდიტორულ სამსახურს (გ. კაპანაძეს), საკასო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის მიმოქცევის სამმართველოს (ჯ. ბერიკაული) და უშიშროებისა და ინფორმაციის დაცვის სამმართველოს (ა. პასიკაშვილი).
6. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2002 წლის 1 აპრილიდან და აღნიშნული ინფორმაცია ეცნობოთ კომერციულ ბანკებს და საბიუჯეტო და სახაზინო ორგანიზაციებს.
ი. მანაგაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები