დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს ეროვნული ბანკის სისტემაში ნაღდი ფულის მიღება-გაცემის რეჟიმის განსაზღვრისა და შესაბამის ანგარიშებზე დაუთვლელად ჩარიცხული ფულადი სახსრების კონტროლის მექანიზმის შემოღების შესახებ” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 12 მარტის №63 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 249 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 09/11/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 133, 18/11/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/10/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220010040.18.011.006836 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.010.040.18.011.006.836
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №249
2004 წლის 9 ნოემბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს ეროვნული ბანკის სისტემაში ნაღდი ფულის მიღება-გაცემის რეჟიმის განსაზღვრისა და შესაბამის ანგარიშებზე დაუთვლელად ჩარიცხული ფულადი სახსრების კონტროლის მექანიზმის შემოღების შესახებ” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 12 მარტის №63 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის სისტემაში კლიენ-ტურის მიერ შემოტანილი თანხებიდან მის გადათვლამდე 10%-ის დარეზერვების კორექტირების საკითხთან დაკავშირებით გარეაუდიტორული კომპანიის ,,Ernst & Young“-ის მიერ მოცემული რეკომენდაციის შეს-რულების მიზნით, ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-2 და 73-ე მუხლების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 12 მარტის №63 ბრძანების (სსმ. III, 2002 წ., №26, მუხ. 220) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ეროვნული ბანკის მომსახურებაში მყოფი კლიენტურის მიერ შემოტანილი და გადაუთვლელი სახსრების 99 (ოთხმოცდაცხრამეტი) პროცენტი დაუყოვნებლივ ჩაირიცხოს შესაბამის ანგარიშებზე, ხოლო დარჩენილი 1 (ერთი) პროცენტის ჩარიცხვა მოხდეს ფულის ნიშნების სრულად გადათვლის შემდეგ.”.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მანაგაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები