დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 12 მარტის №63 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 84 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 30/03/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 32, 05/04/2002 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/10/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220030000.10.008.005225 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.030.000.10.008.005.225
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №84
2002 წლის 30 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 12 მარტის №63 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
,,საქართველოს ეროვნული ბანკის სისტემაში ნაღდი ფულის მიღება-გაცემის რეჟიმის განსაზღვრისა და შესაბამის ანგარიშებზე დაუთვლელად ჩარიცხული ფულადი სახსრების კონტროლის მექანიზმის შემოღების შესახებ’’ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 12 მარტის №63 ბრძანების მე-2 პუნქტის მოთხოვნის, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და კომერციულ ბანკებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით (საკორესპოდენტო ანგარიშის მომსახურების შესახებ (ხელშეკრულებით) გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობაში მოყვანისა და საანგარიშსწორებო სისტემის სრულყოფის მიზნით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-2 და 73-ე მუხლების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 12 მარტის №63 ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2.ეროვნული ბანკის მომსახურებაში მყოფი კლიენტურის მიერ შემოტანილი და გადაუთვლელი სახსრების 90 (ოთმოცდაათი) პროცენტი დაუყოვნებლივ ჩაირიცხოს შესაბამის ანგარიშებზე,ხოლო დარჩენილი10 (ათი) პროცენტის ჩარიცხვა მოხდეს ფულის ნიშნების სრულად გადათვლის შემდეგ”.
2. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 12 მარტის №63 ბრძანების მე-6 პუნქტის შესრულებისა და ქვეყანაში ანგარიშსწორების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის 73-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ეს ბრძანება ამოქმედდეს 2002 წლის 1 აპრილიდან.
ი. მანაგაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები