დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის სისწორის კონტროლის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1768 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/12/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 172, 25/12/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/12/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200120000.22.033.009683 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (25/12/2006 - 23/04/2007)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.120.000.22.033.009.683
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №1768
2006 წლის 20 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის სისწორის კონტროლის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საბაჟო კოდექსის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილისა და ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს:
ა) ,,საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის სისწორის კონტროლის წესების შესახებ“ ინსტრუქცია (დანართი №1);
ბ) ,,საქონლის საბაჟო ღირებულების კორექტირების აქტი“ (დანართი №2);
გ) ,,შეტყობინება საქონლის საბაჟო ღირებულების კორექტირების შესახებ“ (დანართი №3).
2. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 9 ნოემბრის №736 ბრძანება.
3. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.
ა. ალექსიშვილი
დანართი №1
ინსტრუქცია
საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის სისწორის კონტროლის წესების შესახებ
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საქონლის საბაჟო ღირებულებას განსაზღვრავს დეკლარანტი და შეაქვს იგი საბაჟო დეკლარაციაში.
2. დეკლარანტის მიერ განსაზღვრული საბაჟო ღირებულების სისწორეს აკონტროლებს ის საბაჟო ორგანო, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილავს და ამოწმებს წარდგენილ საბაჟო დეკლარაციას.
3. გარიგების ფასის განსაზღვრის საფუძვლად მიიღება ხელშეკრულებაში ან ანგარიშ-ფაქტურაში ან ნებისმიერ სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტში დაფიქსირებული ფასი.
4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ,,საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის კონტროლის დროს გამოსაყენებელ ფასების მონაცემთა სისტემა“ წარმოადგენს საინფორმაციო სახის მონაცემებს და გამოიყენება სარეზერვო მეთოდით საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მხოლოდ სისწორის დადგენის მიზნით და არ შეიძლება უშუალოდ იქნეს გამოყენებული საბაჟო გადასახდელების დარიცხვის საფუძვლად. ფასების მონაცემთა სისტემაში საქონელი იდენტიფიცირებული უნდა იქნეს საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) მიხედვით საქონლის დასახელების, სეს ესნ-ის კოდის, ზომის ერთეულის, ერთეულის ფასის, საქონლის წარმოშობის ქვეყნის და ექსპორტიორი ქვეყნის მიხედვით.
5. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ,,საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის კონტროლის დროს გამოსაყენებელ ფასების მონაცემთა სისტემა“ მაქსიმალურად უნდა ეფუძნებოდეს ადრე უკვე განსაზღვრულ საბაჟო ღირებულებებს და ჩამოყალიბდეს საბაჟო დეპარტამენტში არსებული მონაცემთა ბაზის სტატისტიკური დამუშავების მედიანას პრინციპის გამოყენებით, ამ მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნების დაცვით და შესაძლო კორექტირების შესახებ კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე.
მუხლი 2. საბაჟო ღირებულების კორექტირება
1. საბაჟო ორგანოს უფლება აქვს ეჭვი შეიტანოს დეკლარანტის მიერ გაცხადებული საბაჟო ღირებულების სისწორეში და მოახდინოს მისი კორექტირება.
2. საბაჟო ღირებულების კორექტირება ფორმდება საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით ,,საქონლის საბაჟო კორეტირების აქტით“ დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3. დოკუმენტების ნუსხა, რომელიც შეიძლება მოითხოვოს საბაჟო ორგანომ
საბაჟო ღირებულების სისწორეში ეჭვის შეტანის შემთხვევაში, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად, მოსთხოვოს დეკლარანტს დამატებითი მტკიცებულებებისა და დოკუმენტების წარმოდგენა მის მიერ დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულების უტყუარობის დასამტკიცებლად. ეს დოკუმენტები და მტკიცებულებები შეიძლება იყოს:
ა) ანგარიშ-ფაქტურის (ინვოისის) ორიგინალი;
ბ) სატრანსპორტო და სადაზღვევო დოკუმენტები მიწოდების პირობების შესაბამისად;
გ) საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულება და მისი დანართები;
დ) მყიდველის მიერ მესამე პირებთან დადებული ხელშეკრულება, რომელიც გავლენას ახდენს გარიგების ფასზე (შუამდგომლობა, საავტორო, ლიცენზიების, პატენტების, მომსახურების, ნედლეულის და სხვა გადასახდელები);
ე) საბანკო გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტები (თუ ანგარიში განაღდებულია);
ვ) დოკუმენტები გამყიდველის სასარგებლოდ მესამე პირებისათვის გადახდის შესახებ;
ზ) დოკუმენტები საქონლის დასაწყობებისა და შეფუთვის გადახდის შესახებ;
თ) სააღრიცხვო დოკუმენტები (სალაროს წიგნი, სალაროს შემოსავლისა და გასავლის ორდერები, ანგარიშგება მოგება-ზარალის შესახებ და სხვა);
ი) საქონლის შესყიდვის შეკვეთა და მისი დამადასტურებელი დოკუმენტი;
კ) საქონლის გამყიდველის პრეისკურანტი, სადაც მითითებულია ექსპორტის დროს საქონლის გასაყიდი ფასები და მიცემული ფასდაკლებები;
ლ) საქონლის კატალოგი;
მ) უცხო ქვეყნის ექსპორტის დეკლარაცია (თუ იმპორტიორს შეუძლია მისი წარმოდგენა);
ნ) ქონების შეფასების ანგარიში, რომელიც შედგენილია დამოუკიდებელი აუდიტორების მიერ (თუ იმპორტიორს შეუძლია წარმოადგინოს);
ო) სხვა ინფორმაცია და დოკუმენტები, რომლებიც წარმოადგენს დეკლარირებული საბაჟო ღირებულებისა და მისი ელემენტების დასაბუთების საფუძველს.
მუხლი 4. საბაჟო ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღება
საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საბაჟო ორგანო (საბაჟო დამუშავების ოპერაციების განყოფილების უფროსი, ჯგუფის უფროსი ან საბაჟო ღირებულების კორექტირების განმახორციელებელი საბაჟო მოხელე) უგზავნის დეკლარანტს წერილობით შეტყობინებას დადგენილი ფორმით დანართი №3-ის შესაბამისად, რომელსაც თან ახლავს ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ,,საქონლის საბაჟო ღირებულების კორექტირების აქტი“.
|
|
|
|
|
|
|
|
| დანართი №2 | |||||||
|
| |||||||||||||||
| 1. ექსპორტიორი | |||||||||||||||
| 2. იმპორტიორი | |||||||||||||||
| 3. დეკლარანტი | |||||||||||||||
| 4. სსდ-ის ნომერი და თარიღი | |||||||||||||||
| 5. საბაჟო გაფორმების ორგანო | |||||||||||||||
| 6. თანმხლები დოკუმენტების რეკვიზიტები და | |||||||||||||||
| მიწოდების პირობა ,,ინკოტერმსი"-ს შესაბამისად | |||||||||||||||
| 7. დეკლარირებული საბაჟო ღირებულება | |||||||||||||||
| 8. საბაჟო ღირებულების დეკლარირებული ელემენტები | |||||||||||||||
| 9. დეკლარირებული საბაჟო ღირებულების დასამატებელი ხარჯები საქართველოს საბაჟო კოდექსის 38-ე მუხლის შემდეგი ნაწილების ქვეპუნქტების შესაბამისად: | თანხა |
|
| ||||||||||||
| 1-ლი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტი |
| მე-9 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტი |
| ||||||||||||
| ,,ბ" ქვეპუნქტი |
| ,,ბ" ქვეპუნქტი |
| ||||||||||||
| ,,გ" ქვეპუნქტი |
| ,,გ" ქვეპუნქტი |
| ||||||||||||
| მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტი |
| ,,დ" ქვეპუნქტი |
| ||||||||||||
| ,,ბ" ქვეპუნქტი |
| ,,ე" ქვეპუნქტი |
| ||||||||||||
| ,,გ" ქვეპუნქტი |
|
|
| ||||||||||||
| მე-4 ნაწილი |
|
|
| ||||||||||||
| მე-5 ნაწილი |
|
|
| ||||||||||||
| მე-6 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტი |
|
|
| ||||||||||||
| ,,ბ" ქვეპუნქტი |
|
|
|
|
|
|
| ||||||||
| სულ |
| სულ |
| ||||||||||||
| 11. ხარჯების დამატების (გამოკლების) საფუძველი | |||||||||||||||
|
| |||||||||||||||
| 13. კორექტირების განმახორციელებელი საბაჟო მოხელე ----------------------------------------------------- | |||||||||||||||
| 14. კორექტირებას ვეთანხმები ---------------------------------------------------------------------------------------- დეკლარანტის ხელმოწერა (არსებობისას – ბეჭედი), თარიღი | |||||||||||||||
| 15. კორექტირებას არ ვეთანხმები ------------------------------------------------------------------------------------- დეკლარანტის ხელმოწერა (არსებობისას – ბეჭედი), თარიღი | |||||||||||||||
| |||||||||||||||
დანართი №3
შეტყობინება
საქონლის საბაჟო ღირებულების კორექტირების შესახებ
———————————— გეგზავნებათ შეტყობინება
(დეკლარანტის დასახელება)
საქონლის საბაჟო ღირებულების კორექტირების შესახებ და გაცნობებთ, რომ საბაჟო ორგანოს მიაჩნია თქვენ მიერ ,,№“ სსდ-ით დეკლარირებული საბაჟო ღირებულების კორექტირება უნდა განხორციელდეს თანდართული ,,საქონლის საბაჟო ღირებულების კორექტირების აქტში“ დაფიქსირებული მონაცემების შესაბამისად.
იმ შემთხვევაში, თუ:
1. ეთანხმებით თანდართული აქტის მონაცემებს, შეავსეთ აქტის მე-14 გრაფა და გამოაგზავნეთ გაფორმების საბაჟო ორგანოში;
2. არ ეთანხმებით თანდართული აქტის მონაცემებს:
2.1 შეავსეთ აქტის მე-15 გრაფა და გამოაგზავნეთ გაფორმების საბაჟო ორგანოში. ამასთან, შეგიძლიათ ერთი თვის ვადაში წარმოადგინოთ ,,U”-ით მონიშნული შემდეგი დამატებითი დოკუმენტები თქვენ მიერ დეკლარირებული საბაჟო ღირებულების უტყუარობის დასამტკიცებლად:
|
|
ა) ანგარიშ-ფაქტურის (ინვოისის) ან ნებისმიერი სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტის ორიგინალი;
|
|
ბ) სატრანსპორტო და სადაზღვევო დოკუმენტები მიწოდების პირობების შესაბამისად;
|
|
გ) საქონლის შეძენის ხელშეკრულება და მისი დანართები;
|
|
დ) მყიდველის მიერ მესამე პირებთან დადებული ხელშეკრულება, რომელიც გავლენას ახდენს გარიგების ფასზე (შუამდგომლობა, საავტორო, ლიცენზიების, პატენტების, მომსახურების, ნედლეულის და სხვა გადასახდელები);
|
|
ე) საბანკო გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტები(თუ ანგარიში განაღდებულია);
|
|
ვ) დოკუმენტები გამყიდველის სასარგებლოდ მესამე პირებისათვის გადახდის შესახებ;
|
|
ზ) დოკუმენტები საქონლის დასაწყობებისა და შეფუთვის გადახდის შესახებ;
თ) სააღრიცხვო დოკუმენტები (სალაროს წიგნი, სალაროს შემოსავლისა და გასავლის ორდერები, ანგარიშგება მოგება-ზარალის შესახებ და სხვა);
|
|
|
|
ი) საქონლის შესყიდვის შეკვეთა და მისი დამადასტურებელი დოკუმენტი;
|
|
კ) საქონლის გამყიდველის პრეისკურანტი, სადაც მითითებულია ექსპორტის დროს საქონლის გასაყიდი ფასები და მიცემული ფასდაკლებები;
|
|
ლ) საქონლის კატალოგი;
|
|
მ) უცხო ქვეყნის ექსპორტის დეკლარაცია (თუ, იმპორტიორს შეუძლია მისი წარმოდგენა);
|
|
ნ) ქონების შეფასების ანგარიში, რომელიც შედგენილია დამოუკიდებელი აუდიტორების მიერ(თუ, იმპორტიორს შეუძლია წარმოადგინოს);
ო) სხვა ინფორმაცია და დოკუმენტები, რომლებიც წარმოადგენს დეკლარირებული საბაჟო ღირებულებისა და მისი ელემენტების დასაბუთების საფუძველს.
2.2 შეავსეთ აქტის მე-15 გრაფა და გამოაგზავნეთ საბაჟო ორგანოში. ამასთან, თუ გსურთ საქონლის საბაჟო ორგანოდან გატანა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეგიძლიათ გადაიხადოთ თქვენ მიერ განსაზღვრული საბაჟო ღირებულების საფუძველზე გაანგარიშებული საბაჟო გადასახდელები და დამატებით წარმოადგინოთ საკმარისი გარანტია საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად, რომელიც მოიცავს საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ საქონლის საბაჟო ღირებულების საფუძველზე გაანგარიშებულ საბაჟო გადასახდელებისა და თქვენ მიერ განსაზღვრულ საბაჟო ღირებულების საფუძველზე გაანგარიშებულ საბაჟო გადასახდელებს შორის სხვაობას და, ამასთან ერთი თვის ვადაში წარმოადგინოთ 2.1 ქვეპუნქტში მითითებული, მონიშნული დამატებითი დოკუმენტები თქვენ მიერ დეკლარირებული საბაჟო ღირებულების უტყუარობის დასამტკიცებლად.
საბაჟო ორგანოს
პასუხისმგებელი პირი ხელმოწერა, ბეჭედი,
თარიღი
შენიშვნა:
1. 1-8 გრაფები ივსება სსდ-ის მიხედვით.
2. მე-11 გრაფაში მიეთითება ინფორმაცია იმ წყაროს შესახებ, რომლის საფუძველზე განხორციელდა კორექტირება (მაგ. საბაჟო დეპარტამენტის საინფორმაციო ბაზიდან სსდ-ს ნომერი, გაფორმების საბაჟოს კოდი; სადაზღვევო და სატრანსპორტო ფასების მონაცემები და სხვა).
3. მე-12 გრაფაში ,,საბაჟო ორგანოს მიერ კორექტირებული საბოლოო საბაჟო ღირებულება“ – ჩაიწერება კორექტირების შედეგად მიღებული თანხა ან სხვა მეთოდით განსაზღვრული თანხა, აგრეთვე გამოყენებული მეთოდის ნომერი.
4. მე-13 გრაფაში ,,საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირი: ხელმოწერა, ბეჭედი, თარიღი“ – აღინიშნება იმ თანამდებობის პირის სახელი და გვარი, კორექტირების თარიღი და პირადნომრიანი ბეჭედი, რომელმაც განახორციელა დეკლარირებული საბაჟო ღირებულების კორექტირება.
5. მე-14-15 გრაფაში ,,დეკლარანტის ხელმოწერა და ბეჭედი“ აღინიშნება დეკლარანტის სახელი და გვარი (არსებობისას ბეჭედიც), იმ შემთხვევაში, როდესაც დეკლარანტი შესაბამისად, ეთანხმება ან არ ეთანხმება კორექტირების მონაცემებს.
6. აქტი ივსება ორ ეგზემპლარად. ერთი რჩება საბაჟო ორგანოში, მეორე გადაეცემა (გადაეგზავნება) დეკლარანტს დადგენილი წესით. დეკლარანტის ეგზემპლარი შესაბამისი გადაწყვეტილებით (გრაფა მე-14 ან მე-15) უბრუნდება საბაჟო ორგანოს.
საქართველოს საბაჟო კოდექსი
მუხლი 38. საბაჟო ღირებულების ელემენტები
1. იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულების ამ კოდექსის 32-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრისას გარიგების ფასს უნდა დაემატოს შემდეგი ხარჯები, იმ პირობით, რომ ეს ხარჯები მყიდველმა რეალურად გასწია, მაგრამ ისინი არ არის ჩართული გარიგების ფასში:
ა) საკომისიო და საბროკერო ხარჯები, გარდა შესყიდვაზე გაწეული საკომისიო ხარჯებისა;
ბ) იმ კონტეინერების ღირებულება, რომლებიც საბაჟო მიზნებისათვის განიხილება იმპორტირებულ საქონელთან ერთობლიობაში;
გ) შეფუთვის ღირებულება, გაწეული შრომისა და შესაფუთი მასალების ჩათვლით.
2. თუ მყიდველის მიერ საქონელი ან მომსახურება გამყიდველს უფასოდ ან ფასდაკლებით, პირდაპირ ან არაპირდაპირ მიეწოდება და გამოიყენება იმპორტირებული საქონლის წარმოებასთან და საექსპორტოდ გაყიდვასთან დაკავშირებით, საქონლის საბაჟო ღირებულების ამ კოდექსის 32-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრისას გარიგების ფასს უნდა დაემატოს შემდეგი საქონლისა და მომსახურების პროპორციულად განაწილებული ღირებულება იმ ოდენობით, რომლითაც ეს ღირებულება ჩართული არ არის გადახდილ ან გადასახდელ ფასში:
ა) საქონლის შემადგენლობაში შემავალი მასალები, ნაწილები (დეტალები) და სხვა ანალოგიური კომპონენტები;
ბ) საქონლის წარმოების დროს გამოყენებული სამუშაო ინსტრუმენტები, შტამპები, ჩამოსასხმელი ფორმები და შრომის სხვა საშუალებები;
გ) საქართველოს ფარგლებს გარეთ წარმოებული ინჟინერია, დამუშავება, საკონსტრუქტორო და სამხატვრო-დიზაინერული საქმიანობა, მხაზველობითი სამუშაოები, პროექტები, სქემები, ესკიზები და სხვა სამუშაოები.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილის მიზნებისათვის საქონლისა და მომსახურების ღირებულება, რომელიც უნდა შევიდეს საბაჟო ღირებულებაში, უნდა განისაზღვროს იმ ფასით, რომლითაც იგი შეიძინა მყიდველმა. თუ ეს საქონელი ნაწარმოებია თვით მყიდველის მიერ, მისი ფასი განისაზღვრება მყიდველის საბუღალტრო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით. იმ შემთხვევაში, როცა მოცემული საქონელი ამორტიზებულია, მისი ღირებულება განისაზღვრება ამორტიზაციის ნორმების გათვალისწინებით.
4. საქონლის საბაჟო ღირებულების ამ კოდექსის 32-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრისას გარიგების ფასს უნდა დაემატოს იმპორტირებულ საქონელთან დაკავშირებული საავტორო ჰონორარი ან სალიცენზიო გადასახდელები იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ჩართული არ არის გადახდილ ან გადასახდელ ფასში და პირდაპირ ან არაპირდაპირ უნდა გადაიხადოს მყიდველმა, როგორც ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იმპორტირებული საქონლის პირობა. მასში შედის გადასახდელები პატენტებზე, სასაქონლო მარკებზე, საავტორო უფლებებზე, „ნოუ-ჰაუზე“. ამასთანავე, სალიცენზიო და ინტელექტუალური საკუთრების გადასახდელები ჩაირთვება საბაჟო ღირებულებაში, თუ ინტელექტუალური საკუთრების ნიმუშებს განუყრელი კავშირი აქვს იმპორტირებულ საქონელთან და ეს პირობები დაფიქსირებულია კონტრაქტში. თუ მყიდველი სალიცენზიო გადასახდელებს უხდის მესამე პირს, ეს შეთანხმებული უნდა იყოს გამყიდველთან.
5. საქონლის საბაჟო ღირებულების ამ კოდექსის 32-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრისას გარიგების ფასს უნდა დაემატოს იმ მოგების ნაწილის ღირებულება, რომელიც საქონლის ყოველი შემდგომი გადაყიდვის, განკარგვის და გამოყენების შედეგად პირდაპირ ან არაპირდაპირ ეკუთვნის გამყიდველს.
6. საქონლის საბაჟო ღირებულებაში ჩაირთვება იმპორტირებული საქონლის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვრის გადმოკვეთამდე გაწეული შემდეგი ხარჯები:
ა) ტრანსპორტირების ღირებულება, დატვირთვა-გადმოტვირთვისა და დამუშავების (მათ შორის, საწყობში შენახვის) ხარჯები. თუ სხვადასხვა საქონლის პარტია ერთი და იმავე ტრანსპორტით არის იმპორტირებული, ტრანსპორტირების ხარჯები პროპორციულად გადანაწილდება;
ბ) დაზღვევასთან დაკავშირებული ხარჯები.
7. ამ მუხლის დებულებების შესაბამისად გარიგების ფასს ემატება საიმედო მონაცემების საფუძველზე განსაზღვრული ხარჯები, რომლებიც გაწეულ იქნა საქონლის მკაცრად განსაზღვრულ რაოდენობაზე.
8. საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრისას დაუშვებელია გარიგების ფასისათვის იმ ხარჯების მიკუთვნება, რომლებიც ამ მუხლით არ არის გათვალისწინებული.
9. საქონლის საბაჟო ღირებულებაში არ უნდა იყოს ჩართული შემდეგი გადასახდელები და ხარჯები, თუ ისინი გამოყოფილია საქონლის ფაქტობრივი ფასიდან:
ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადები და მოსაკრებლები;
ბ) ექსპორტიორი ქვეყნის არაპირდაპირი გადასახადები, რომლებიც გამოყოფილია გარიგების ფასიდან;
გ) საქართველოს საბაჟო საზღვრის გადმოკვეთის შემდგომი ტრანსპორტირების ხარჯები;
დ) სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების, საწყობის, მომსახურების ან გაწეული ტექნიკური დახმარების ხარჯები, რომლებიც გაწეულ იქნა საქონლის შემოტანის შემდეგ;
ე) საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებული ხარჯები და სხვა ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტირებული საქონლის გადაადგილებასთან.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები