,,საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის სისწორის კონტროლის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1768 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ“

  • Word
,,საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის სისწორის კონტროლის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1768 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 521
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 19/06/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 89, 24/06/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 31/12/2008
სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.011.938
  • Word
521
19/06/2008
სსმ, 89, 24/06/2008
200.250.000.22.033.011.938
,,საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის სისწორის კონტროლის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1768 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.011.938

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

 ბრძანება №521

2008 წლის 19 ივნისი

ქ. თბილისი

,,საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის სისწორის კონტროლის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის   2006 წლის 20 დეკემბრის №1768 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის სისწორის კონტროლის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1768 ბრძანებით (სსმ III, 22.12.2006 წ., №172, მუხ. 2334) დამტკიცებული ,,საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის სისწორის კონტროლის წესების შესახებ“ ინსტრუქციის პირველ მუხლს დაემატოს მე-7 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,7. საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული გადამუშავების პროდუქტების და ნარჩენების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას, როცა საჭირო ხდება საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით დადგენა, საქართველოს საბაჟო კოდექსის 37-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, ღირებულება განისაზღვრება – საქონლის ერთეულის ფასის და შედგენილი ღირებულების მეთოდების მოქნილად გამოყენებით, რაც გულისხმობს:

ა) საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული იმ გადამუშავების პროდუქტების ან/და ნარჩენების საბაჟო ღირებულებას, რომელიც მოქცეულია თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში, ტოლია გადაუმუშავებელი საქონლის ფაქტობრივად გადამუშავებული ნაწილის საბაჟო ღირებულებისა, გამოსავლიანობის ნორმების პროპორციულად;

ბ) თუ ცნობილია, როგორ გადანაწილდა გადამუშავების პროდუქტებსა და ნარჩენებში საწყისი პროდუქტი ნედლეული, მაშინ თითოეული პროდუქტის და ყველა სახის ნარჩენების საბაჟო ღირებულება გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

პროდუქტის ან ნარჩენის საბაჟო ღირებულება  = A/N xVxM, სადაც:

A არის ნედლეულის ერთეულის გადამუშავებისას ამ პროდუქტის ან ნარჩენის გადასული (ჩართული) ნედლეულის რაოდენობა;

N – ნედლეულის ერთეულის გადამუშავებისას ყველა პროდუქტისა და ნარჩენის გამოსავლიანობის ნორმების ჯამი;

V – გადაუმუშავებული პროდუქტის ერთეულის საბაჟო ღირებულება;

M – გადამუშავებული ნედლეულის მასა.

მაგალითი:

შემოტანილი იყო გადაუმუშავებელი ნედლეული 100 კგ (ლითონის მადანი), მადანი შეიცავდა 30% ლითონს. 100 კგ ნედლეულის გადამუშავების შედეგად მიღებული იყო ორი დასახელების პროდუქტი და ნარჩენი:

მაღალი 50% ლითონის შემცველობის კონცენტრატი – 20 კგ;

საშუალო 40% ლითონის შემცველობის კონცენტრატი – 40 კგ;

ნარჩენი წიდის სახით ლითონის შემცველობა 12%-ია – 30კგ.

100 კგ გადაუმუშავებელი ნედლეულის საბაჟო ღირებულება შეადგენს 1000 ლარს. განვიხილოთ, როგორ გამოითვლება თითოეული პროდუქტისა და ნარჩენის საბაჟო ღირებულება აღწერილ შემთხვევაში.

პირველი პროდუქტის მაღალი 50% ლითონის შემცველობის კონცენტრატისთვის:

კოეფიციეტი A ნედლეულის ერთეულის გადამუშავებისას მასში ჩართული ნედლეულის რაოდენობა ტოლია 0.1 კგ. A=0.1კგ (მთლიანად 100 კგ ნედლეუ-ლის გადამუშავებით მიღებულ 20კგ 50% პროდუქტში ლითონის შემცველობა იქნება 10კგ, შესაბამისად, 1 კგ ნედლეულის გადამუშავებით მასში გადავა 10/100=0.1კგ);

კოეფიციენტი N ტოლია 0.3კგ. N=0.3კგ (მთლიანად 100 კგ ნედლეულის გადამუშავებით მიიღება 30 კგ. ლითონი – პირველ პროდუქტში 10კგ (20კგ 50%)+მეორე პროდუქტში 16კგ (40კგ 40%)+ნარჩენში 4კგ (30კგ 12%)=30კგ. შესაბამისად, 1 კგ ნედლეულის გადამუშავებით გამოსავლიანობა იქნება 30/100=  0.3 კგ);

კოფიციენტი V=10 ლარი (100 კგ გადაუმუშავებელი ნედლეულის საბაჟო ღირებულება 1000 ლარია, შესაბამისად 1 კგ ნედლეულის ფასი 1000/100=  10 ლარი);

კოეფიციენტი M=100კგ (გადამუშავდა 100კგ ნედლეული)

თუ ჩავსვამთ ფორმულაში, მივიღებთ A/NxVx M=0.1/0.3x10x100=1000/3 333.3 (ლარი).

მეორე პროდუქტის საშუალო 40% ლითონის შემცველობის კონცენტრატისთვის:

კოეფიციეტი A ნედლეულის ერთეულის გადამუშავებისას მასში ჩართული ნედლეულის რაოდენობა ტოლია 0.16 კგ. A=0.16კგ. (მთლიანად 100 კგ ნედლეულის გადამუშავებით მიღებულ 40კგ 40% პროდუქტში ლითონის შემცველობა იქნება 16კგ, შესაბამისად, 1 კგ ნედლეულის გადამუშავებით მასში გადავა 16/100=0.16კგ);

კოეფიციენტი N ტოლია 0.3კგ N=0.3კგ. (მთლიანად 100 კგ ნედლეულის გადამუშავებით მიიღება 30კგ. ლითონი – პირველ პროდუქტში 10კგ (20კგ 50%)+მეორე პროდუქტში 16კგ (40კგ 40%)+ნარჩენში 4კგ (30კგ 12%)=30კგ. შესაბამისად, 1 კგ ნედლეულის გადამუშავებით გამოსავლიანობა იქნება 30/100=  0.3 კგ);

კოფიციენტი V=10 ლარი (100 კგ გადაუმუშავებელი ნედლეულის საბაჟო ღირებულება 1000 ლარია, შესაბამისად, 1 კგ ნედლეულის ფასი 1000/100= 10 ლარი);

კოეფიციენტი M=100კგ (გადამუშავდა 100კგ ნედლეული);

თუ ჩავსვამთ ფორმულაში, მივიღებთ A/NxV xM=0.16/0.3x10x100=1600/3 533.3 (ლარი).

ნარჩენისათვის (წიდისთვის):

კოეფიციეტი A ნედლეულის ერთეულის გადამუშავებისას მასში ჩართული ნედლეულის რაოდენობა ტოლია 0.04 კგ. A=0.04კგ. (მთლიანად 100 კგ ნედლეულის გადამუშავებით მიღებულ 30კგ 512% ნარჩენში ლითონის შემცველობა იქნება 4კგ, შესაბამისად, 1 კგ ნედლეულის გადამუშავებით მასში გადავა 4/100=0.04კგ);

კოეფიციენტი N ტოლია 0.3კგ N=0.3კგ. (მთლია-ნად 100 კგ ნედლეულის გადამუშავებით მიიღება 30კგ. ლითონი – პირველ პროდუქტში 10კგ (20კგ 50%)+მეორე პროდუქტში 16კგ (40კგ 40%)+ნარჩენში 4კგ. (30კგ 12%)=30კგ. შესაბამისად, 1 კგ ნედლეულის გადამუშავებით გამოსავლიანობა იქნება 30/100=0.3 კგ);

კოფიციენტი V=10 ლარი (100 კგ გადაუმუშავებელი ნედლეულის საბაჟო ღირებულება 1000 ლარია, შესაბამისად 1 კგ ნედლეულის ფასი 1000/100= 10 ლარი);

კოეფიციენტი M=100კგ (გადამუშავდა 100კგ ნედლეული);

თუ ჩავსვამთ ფორმულაში, მივიღებთ A/NxVxM= 0.04/0.3x10x100=400/3 133.3 (ლარი);

გ) სხვა შემთხვევაში გადამუშავების შედეგად მიღებული თითოეული პროდუქტის და ყველა სახის ნარჩენების საბაჟო ღირებულება გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

პროდუქტის ან ნარჩენის საბაჟო ღირებულება=A/NxVxM, სადაც:

A – ნედლეულის ერთეულის გადამუშავებისას ამ პროდუქტის ან ნარჩენის გამოსავლიანობის ნორმა;

N – ნედლეულის ერთეულის გადამუშავებისას ყველა პროდუქტისა და ნარჩენის გამოსავლიანობის ნორმების ჯამი;

V – გადაუმუშავებული პროდუქტის ერთეულის საბაჟო ღირებულება;

M – გადამუშავებული ნედლეულის მასა.

მაგალითი:

შემოტანილი იყო გადაუმუშავებელი ნედლეული 100 კგ (ლითონის მადანი). 100 კგ ნედლეულის გადამუშავების შედეგად მიღებული იყო ორი დასახელების პროდუქტი და ნარჩენი:

მაღალი ლითონის შემცველობის კონცენტრატი – 20 კგ;

საშუალო ლითონის შემცველობის კონცენტრატი – 40 კგ;

ნარჩენი წიდის სახით ლითონის შემცველობა – 30კგ.

100 კგ გადაუმუშავებელი ნედლეულის საბაჟო ღირებულება შეადგენს 1000 ლარს. განვიხილოთ, როგორ გამოითვლება თითოეული პროდუქტისა და ნარჩენის საბაჟო ღირებულება აღწერილ შემთხვევაში.

პირველი პროდუქტის მაღალი ლითონის შემცველობის კონცენტრატისთვის:

კოეფიციეტი A ნედლეულის ერთეულის გადამუშავებისას პროდუქტის გამოსავლიანობის ნორმა ტოლია 0.2 კგ. A=0.2კგ (მთლიანად 100 კგ ნედლეულის გადამუშავებით მიღებულია 20კგ პროდუქტი, შესაბამისად, 1 კგ ნედლეულის გადამუშავებით მიიღება 20/100=0.2კგ);

კოეფიციენტი N ტოლია 0.9კგ. N=0.9კგ (მთლიანად 100 კგ ნედლეულის გადამუშავებით მიიღება 20კგ პირველი პროდუქტი+40კგ მეორე პროდუქ-ტი+30კგ ნარჩენი=90კგ. შესაბამისად 1 კგ ნედლეულის გადამუშავებით გამოსავლიანობა იქნება 90/100=0.9 კგ);

კოფიციენტი V=10 ლარი (100 კგ გადაუმუშავებელი ნედლეულის საბაჟო ღირებულება 1000 ლარია, შესაბამისად, 1 კგ ნედლეულის ფასი 1000/100=10 ლარი);

კოეფიციენტი M=100კგ (გადამუშავდა 100კგ ნედლეული);

თუ ჩავსვამთ ფორმულაში, მივიღებთ A/NxVxM= 0.2/0.9x10x100=2000/9 222.2 (ლარი).

მეორე პროდუქტის ლითონის საშუალო შემცველობის კონცენტრატისათვის:

კოეფიციეტი A ნედლეულის ერთეულის გადამუშავებისას პროდუქტის გამოსავლიანობის ნორმა ტოლია 0.4 კგ A=0.4კგ. (მთლიანად 100 კგ ნედლეულის გადამუშავებით მიღებულია 40კგ პროდუქტი, შესაბამისად, 1, კგ ნედლეულის გადამუშავებით მიიღება 40/100=0.4კგ);

 კოეფიციენტი N ტოლია 0.9კგ. N=0.9კგ. (მთლიანად 100 კგ ნედლეულის გადამუშავებით მიიღება 20კგ პირველი პროდუქტი+40კგ მეორე პროდუქტი+30კგ ნარჩენი=90კგ. შესაბამისად 1 კგ ნედლეულის გადამუშავებით გამოსავლიანობა იქნება 90/100=0.9 კგ);

კოფიციენტი V=10 ლარი (100 კგ გადაუმუშავებელი ნედლეულის საბაჟო ღირებულება 1000 ლარია, შესაბამისად, 1 კგ ნედლეულის ფასი 1000/100= 10 ლარი)

კოეფიციენტი M=100კგ (გადამუშავდა 100კგ ნედლეული).

თუ ჩავსვამთ ფორმულაში, მივიღებთ A/NxVxM= 0.4/0.9x10x100=4000/9 444.4 (ლარი).

ნარჩენისათვის (წიდისთვის):

კოეფიციეტი A ნედლეულის ერთეულის გადამუშავებისას პროდუქტის გამოსავლიანობის ნორმა ტოლია 0.3 კგ A=0.3კგ. (მთლიანად 100 კგ ნედლეულის გადამუშავებით მიღებულია 30კგ ნაშთი, შესაბამისად, 1 კგ ნედლეულის გადამუშავებით მასში გადავა 30/100=0.3კგ);

კოეფიციენტი N ტოლია 0.9კგ. N=0.9კგ (მთლიანად 100 კგ ნედლეულის გადამუშავებით მიიღება 20კგ პირველი პროდუქტი+40კგ მეორე პროდუქტი+30კგ ნარჩენი=90კგ. შესაბამისად, 1 კგ ნედლეულის გადამუშავებით გამოსავლიანობა იქნება 90/100=0.9 კგ);

კოფიციენტი V=10 ლარი (100 კგ გადაუმუშავებელი ნედლეულის საბაჟო ღირებულება 1000 ლარია, შესაბამისად, 1 კგ ნედლეულის ფასი 1000/100= 10 ლარი);

კოეფიციენტი M=100კგ (გადამუშავდა 100კგ ნედლეული);

თუ ჩავსვამთ ფორმულაში, მივიღებთ A/NxVxM =0.3/0.9x10x100=3000/9 333.3 (ლარი).“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გილაური