დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის სისწორის კონტროლის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1768 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 106 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/01/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 19, 07/02/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/12/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.250.000.22.033.011.471 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.011.471
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №106
2008 წლის 30 იანვარი
ქ. თბილისი
,,საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის სისწორის კონტროლის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1768 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის სისწორის კონტროლის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1768 ბრძანებით (სსმ III, 22.12.2006 წ., №172, მუხ. 2334) დამტკიცებული ,,საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის სისწორის კონტროლის წესების შესახებ“ ინსტრუქციის პირველ მუხლს დაემატოს მე-6 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,6. ელექტროენერგიის იმპორტის დროს საბაჟო ღირებულების ერთეულის ფასის მიხედვით განსაზღვრის საფუძვლად გამოიყენება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი იმპორტირებული ელექტროენერგიის ზღვრული ტარიფი.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის
შემსრულებელი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები