აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1064
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 15/06/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 72, 15/06/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 31/12/2008
სარეგისტრაციო კოდი 010240040.22.07.007480
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1064
15/06/2005
სსმ, 72, 15/06/2005
010240040.22.07.007480
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (15/06/2005 - 21/07/2006)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.040.22.027.007.480

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №1064

2005 წლის 15 ივნისი

ქ. თბილისი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილების და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თანდართული დებულება.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 13 სექტემბრის №1108 ბრძანება (სსმ III, 2005 წ., №100, მუხ. 855).

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 კ. კემულარია

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტი (შემდგომში– დეპარტამენტი) წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ტერიტორიულ ორგანოს.

2. დეპარტამენტი თავის საქმიანობის განხორციელების პროცესში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ,,აჭარის ავტონომიური რესპულიკის სტატუსის შესახებ” საქართველოს კონსტიტუციური კანონით, ,,ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონით, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით, ,,სახელმწიფო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით, საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

3. დეპარტამენტს აქვს დასრულებული ბალანსი, ხარჯთა ნუსხა, სამინისტროს მიერ გაცემული ბეჭედი თავისი სახელწოდებით და საკორესპოდენტო ანგარიში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის აჭარის რეგიონალურ ხაზინაში.

4. დეპარტამენტის დაფინანსება ხდება საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან, ხოლო ხარჯთაღრიცხვა მტკიცდება სამინისტროს მიერ.

5. დეპარტამენტს გააჩნია იურიდიული მისამართი. ის ფლობს და სარგებლობს სახელმწიფო ქონებას უზუფრუქტის წესით, რომელიც სათანადოდ ასახულია მის ბალანსში.

    მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია

1. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების პროექტებზე სარეკომენდაციო ხასიათის დასკვნების მომზადება უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან მათი შესაბამისობის თაობაზე;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტების რეგისტრაცია ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში;

გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან მიმართებაში;

დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია;

ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო რეესტრის წარმოება.

2. დეპარტამენტი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:

ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების პროექტებზე სარეკომენდაციო ხასიათის სამართლებრივი დასკვნების მომზადებას უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან მათი შესაბამისობის თაობაზე;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტების ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციას და სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის მინიჭებას;

გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტების სამართლებრივ ექსპერტიზას და საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტებთან, აგრეთვე, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით სათანადო სამართლებრივი დასკვნის მომზადებას;

დ) ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოსა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონების შესაბამისად, ნორმატიული აქტების მოქმედების შეჩერების ან გაუქმებისათვის უფლებამოსილი ორგანოებისადმი (თანამდებობის პირებისადმი) მიმართვას ნორმატიული აქტების მოქმედების შეჩერების ან გაუქმების მოთხოვნით;

ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ადგილსამყოფლის (იურიდიული მისამართის) მქონე კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების – კავშირებისა და ფონდების, მათი ფილიალების (წარმომადგენლობების) რეგისტრაციას და დადგენილ ფარგლებში მათ საქმიანობაზე კონტროლის განხორციელებას;

ვ) ,,სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების (თანამდებობის) პირების მიერ გაცემული ნებართვების სახელმწიფო რეესტრში შეტანას;

ზ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად, მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;

თ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) გადაწყვეტილების შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერტორიაზე სამინისტროს სისტემის სტრუქტურულ ერთეულებში სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების დოკუმენტების, ინფორმაციისა და სხვა მასალების გავრცელებას;

ი) დეპარტამენტში შემოსული საჩივრების, განცხადებების, ინფორმაციების გაანალიზებას და შესაბამის რეაგირებას;

კ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე დეპარტამენტის კოორდინაციას დაქვემდებარებულ ორგანოებში არესებული პრობლემატური საკითხების ეფექტური გადაწყვეტისა და საზოგადოებრივი კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით შესაბამის არასამთავრობო ოგანიზაციებთან თანამშრომლობას;

ლ) აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ტერიტორიაზე სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაციას და გაწეული მუშაობის შესახებ სამინისტროს ხელმძღვანელობის ინფორმირებას;

მ) სამინისტროს პოლიტიკის გატარებას აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განთავსებულ სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში.

    მუხლი 3. დეპარტამენტის მოვალეობები

დეპარტამენტი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს მინისტრის სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა და მითითებების შესრულება;

ბ) ყოველთვიურად, არა უგვიანეს მომდევნო თვის 5 რიცხვისა, სამინისტროში წარმოადგინოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის მონაცემები, დეპარტამენტის მიერ რეგისტრირებული ნორმატიული აქტების თითო ეგზემპლარი დეპარტამენტის მიერ გაცემულ დასკვნასთან ერთად და ინფორმაცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის თაობაზე;

გ) ყოველთვიურად, არა უგვიანეს მომდევნო თვის 5 რიცხვისა, სამინისტროს სახელმწიფო რეგისტრაციისა და ლიცენზირების დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია დეპარტამენტის მიერ რეგისტრირებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების – კავშირებისა და ფონდების, მათი ფილიალების (წარმომადგენლობების) შესახებ, აგრეთვე რეგისტრირებული ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების (თანამდებობის) პირების მიერ გაცემული ნებართვების შესახებ, სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ერთ ეგზემპლართან ერთად;

დ) შესაბამისი მოთხოვნის არსებობისას, დაუყოვნებლივ მიაწოდოს სამინისტროს დამატებითი ინფორმაცია დეპარტამენტის საქმიანობის სხვა საკითხების თაობაზე.

    მუხლი 4. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, სტრუქტურა და პერსონალი

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და სამინისტროს მმართველობის სფეროს განაწილების მიხედვით – მინისტრის მოადგილის წინაშე.

3. დეპარტამენტის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და აკონტროლებს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას;

გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ხელმოწერით ადასტურებს და ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

დ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისას და დეპარტამენტის სახელით იძლევა დასკვნებს;

ე) მოქმედებს დეპარტამენტის სახელით და სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას უფლება აქვს სასამართლოში გამოვიდეს სათანადო მინდობილობის გარეშე ან/და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფროსს მისცეს მინდობილობა სასამართლოში საქმის წარმოების ყველა სტადიაზე;

ვ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის მოხელეების დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ზ) განკარგავს დეპარტამენტისათვის გამოყოფილ სახსრებს დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის ფარგლებში. პასუხისმგებელია ამ სახსრების ეფექტურად ხარჯვაზე და დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

თ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს;

ი) აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამინისტროს ფუნქციების სრულყოფილად განხორციელების ხელშეწყობისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაციის მიზნით მართავს შეხვედრებს;

კ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

ლ) შუამდგომლობს სამინისტროს წინაშე იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;

მ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის მოხელეთა მიერ შრომის შინაგანაწესის დაცვის კონტროლს;

ნ) სამინისტროს ფუნქციების განხორციელების მიზნით თანამშრომლობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელ და წარმომადგენლობით ორგანოებთან, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოქმედ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან;

ო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განთავსებული სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისაგან მოითხოვს მათ საქმიანობასთან დაკავშირებული სათანადო ინფორმაციას;

პ) ცალკეულ საკითხთა შესწავლის მიზნით, მინისტრთან შეთანხმებით, უფლება აქვს შექმნას სხვადასხვა სამუშაო ჯგუფი და მათი საქმიანობის შესახებ პერიოდულად ანგარიში წარუდგინოს მინისტრს;

ჟ) პასუხს აგებს დეპარტამენტისათვის დადგენილი წესით გადაცემული სახელმწიფო ქონების დაცვისა და გამოყენებისათვის;

რ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებით და სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ ცალკეულ ფუნქციებსა და დავალებებს.

4. დეპარტამენტის სტრუქტურაში შედის შემდეგი სტრუქტურული ერთეულები:

ა) ნორმატიული აქტების ექსპერტიზისა და რეგისტრაციის სამმართველო;

ბ) აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების კოორდინაციის განყოფილება;

გ) სახელმწიფო რეგისტრაციის განყოფილება.

5. ნორმატიული აქტების ექსპერტიზისა და რეგისტრაციის სამმართველო უზრუნველყოფს:

ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მინისტრების ნორმატიული აქტების პროექტებზე სარეკომენდაციო ხასიათის დასკვნების მომზადებას, უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან მათი შესაბამისობის თაობაზე;

ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად, მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;

გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების რეგისტრაციას ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში და ბეჭდვითი და ელექტრონული წესით ნორმატიული აქტების დარგობრივი კლასიფიკატორის მიხედვით სისტემატიზაციას;

დ) ნორმატიული აქტების ბეჭდვითი ეგზემპლარების საკონტროლო მდგომარეობაში მოყვანას;

ე) ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტების სამართლებრივ ექსპერტიზას უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან მიმართებაში და სათანადო შენიშვნების გაგზავნას არსებული კანონსაწინააღმდეგო გარემოებების აღმოფხვრის თაობაზე;

ვ) ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ მიღებულ (გამოცემულ) ნორმატიულ აქტებზე შენიშვნების გაუთვალისწინებელობის შემთხვევაში კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადებში სასამართლოსადმი მიმართვას;

ზ) აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ კანონდარღვევით მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტების გამოვლენას და თავისი კომპეტენციის ფარგლებში სათანადო რეაგირებას.

6. ნორმატიული აქტების ექსპერტიზისა და რეგისტრაციის სამმართველოს უფროსი იმავდროულად არის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში ამ მუხლით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მისი მოადგილე.

7. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების კოორდინაციის განყოფილება უზრუნველყოფს:

ა) აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ტერიტორიაზე სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაციას და მათი მუშაობის შესახებ სამინისტროს ხელმძღვანელობის ინფორმირებას;

ბ) ტერიტორიული ორგანოების გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობას; ანალიტიკურ და ორგანიზაციულ მხარდაჭერას;

გ) სამინისტროს პოლიტიკის გატარებას აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განთავსებულ სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში.

8. სახელმწიფო რეგისტრაციის განყოფილება უზრუნველყოფს:

ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ადგილსამყოფლის (იურიდიული მისამართის) მქონე კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების – კავშირებისა და ფონდების, მათი ფილიალების (წარმომადგენლობების) სარეგისტრაციო დოკუმენტაციის განხილვას, სამართლებრივ ექსპერტიზას, სარეგისტრაციოდ მომზადებას;

ბ) დეპარტამენტის მიერ რეგისტრირებულ ორგანიზაციათა მიერ მოქმედი კანონმდებლობის გამოყენების პრაქტიკის შესწავლასა და ანალიზს;

გ) განყოფილების კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე მოქალაქეთა მიღებას, კონსულტაციების გაწევას, წერილების, საჩივრების, განცხადებების, მომართვების განხილვას და გადაწყვეტილების მიღებას;

დ) დეპარტამენტის მიერ რეგისტრირებული ორგანიზაციისაგან მათ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების გამოთხოვას და მათთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებების მიღებას ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებული პირებისაგან;

ე) კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდული პირების – კავშირებისა და ფონდების, მათი ფილიალების (წარმომადგენლობების) საქმიანობაზე კანონით დადგენილ ფარგლებში კონტროლის განხორციელებას;

ვ) კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების – კავშირებისა და ფონდების რეესტრის წარმოებას;

ზ) ,,სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ” ,,საქართველოს კანონის შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ გამოცემული ნებართვების სახელმწიფო რეესტრში შეტანას.

9. დეპარტამენტის საშტატო შემადგენლობაში არიან:

ა) დეპარტამენტის უფროსი;

ბ) სამმართველოს უფროსი;

გ) განყოფილების უფროსები;

დ) დეპარტამენტის მრჩევლები;

ე) დეპარტამენტის სპეციალისტები.

10. დეპარტამენტის მოსამსახურეთა დანიშვნისა და გათავისუფლების საკითხს კანონმდებლობით დადგენილი წესით წყვეტს მინისტრი.

11. დეპარტამენტის საშტატო ნუსხას ამტკიცებს მინისტრი.

    მუხლი 6. დასკვითი დებულებანი

დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით.