დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 15 ივნისის №1064 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 159 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 03/06/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 80, 04/06/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/12/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.040.22.027.011.878 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.040.22.027.011.878
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №159
2008 წლის 3 ივნისი
ქ. თბილისი
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 15 ივნისის №1064 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 15 ივნისის №1064 ბრძანებაში (სსმ III, 15.06.05 წ., №72, მუხ. 777) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. დეპარტამენტი თავის საქმიანობის განხორციელების პროცესში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონით, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით, ,,სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებით“, ამ დებულებით, საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.“.
2. დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“, ,,გ“, ,,ვ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ მიღებული ნორმატიული აქტების რეგისტრაცია ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში;
გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ მიღებული ნორმატიული აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა, უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან მიმართებაში;
ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სანოტარო წესით დამოწმებული ან დადასტურებული, საზღვარგარეთ წარსადგენი დოკუმენტების ლეგალიზაციის უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი დოკუმენტების მიღება, სალეგალიზაციოდ მომზადება და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო კერძო სამართლის დეპარტამენტისათვის წარდგენა;
ზ) სამინისტროს საერთაშორისო კერძო სამართლის დეპარტამენტის მიერ ლეგალიზებული დოკუმენტების კანონით განსაზღვრულ ვადაში დაინტერესებულ პირთათვის გადაცემა.“.
3. დებულების მე-2 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის ,,ბ“, ,,გ“, ,,დ“ და ,,ნ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ მიღებული ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციას და სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის მინიჭებას;
გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ მიღებული ნორმატიული აქტების სამართლებრივ ექსპერტიზას და საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და უპირატესი იურიდიული ძალის მქონე კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით სათანადო სამართლებრივი დასკვნის მომზადებას;
დ) ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის შესაბამისად, ნორმატიული აქტების მოქმედების შეჩერების ან გაუქმებისათვის უფლებამოსილ თანამდებობის პირებისადმი მიმართვას ნორმატიული აქტის მოქმედების შეჩერების ან გაუქმების მოთხოვნით;
ნ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე გაცემულ და სანოტარო წესით დამოწმებულ ან დადასტურებულ საზღვარგარეთ წარსადგენ სალეგალიზაციო დოკუმენტთა მიღებას, მათ სალეგალიზაციოდ მომზადებას და იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო კერძო სამართლის დეპარტამენტისათვის ხელმოსაწერად წარდგენას;“.
ბ) მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს ,,ე“ და ,,ვ“ ქვეპუნქტები.
4. დებულების მე-3 მუხლიდან ამოღებულ იქნეს ,,გ“ ქვეპუნქტი.
5. დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ს) სამინისტროს საერთაშორისო კერძო სამართლის დეპარტამენტს წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე გაცემულ და სანოტარო წესით დამოწმებულ ან დადასტურებულ საზღვარგარეთ წარსადგენ სალეგალიზაციო დოკუმენტებს.“.
6. დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტიდან ამოღებული იქნეს ,,გ“ ქვეპუნქტი.
7. დებულების მე-4 მუხლის:
ა) მე-5 პუნქტიდან ამოღებული იქნეს ,,ვ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტები;
ბ) მე-5 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ მიღებული ნორმატიული აქტების სამართლებრივ ექსპერტიზას უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან მიმართებაში;“.
8. დებულების მე-4 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-8 პუნქტი.
9. დებულების მე-4 მუხლის მე-9 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) განყოფილების უფროსი;“.
მუხლი 2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გვარამია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები