დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 15 ივნისის №1064 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 671 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 21/07/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 98, 25/07/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/12/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.040.22.027.008.963 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.040.22.027.008.963
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №671
2006 წლის 21 ივლისი
ქ. თბილისი
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 15 ივნისის №1064 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 15 ივნისის №1064 ბრძანებაში (სსმ III, 15.06.2005 წ., №72, მუხ. 777) შევიდეს შემდეგი დამატებები:
1. დებულების მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები:
,,ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სანოტარო წესით დამოწმებული ან დადასტურებული, საზღვარგარეთ წარსადგენი დოკუმენტების ლეგალიზაციის უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი დოკუმენტების მიღება, სალეგალიზაციოდ მომზადება და სამინისტროს ნოტარიატის დეპარტამენტისათვის წარდგენა;
ზ) სამინისტროს ნოტარიატის დეპარტამენტის მიერ ლეგალიზებული დოკუმენტების კანონით განსაზღვრულ ვადაში დაინტერესებულ პირთათვის გადაცემა.“.
2. დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტები:
,,ნ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე გაცემულ და სანოტარო წესით დამოწმებულ ან დადასტურებულ საზღვარგარეთ წარსადგენ სალეგალიზაციო დოკუმენტთა მიღებას, მათ სალეგალიზაციოდ მომზადებას და სამინისტროს ნოტარიატის დეპარტამენტში ხელმოსაწერად წარდგენას;
ო) დადგენილი წესით ლეგალიზებული დოკუმენტების დაინტერესებულ პირთათვის გადაცემას.”.
3. დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს“ ქვეპუნქტი:
„ს) სამინისტროს ნოტარიატის დეპარტამენტს წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე გაცემულ და სანოტარო წესით დამოწმებულ ან დადასტურებულ საზღვარგარეთ წარსადგენ სალეგალიზაციო დოკუმენტებს.“.
4. დებულების მე-4 მუხლის მე-7 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები:
,,დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე გაცემულ და სანოტარო წესით დამოწმებულ ან დადასტურებულ, საზღვარგარეთ წარსადგენ სალეგალიზაციო დოკუმენტთა მიღებას და სალეგალიზაციოდ მათ მომზადებას;
ე) განცხადების წარდგენიდან 5-დღიან ვადაში დაინტერესებულ პირთათვის ლეგალიზებული დოკუმენტების გადაცემას.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ქავთარაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები