სამოქალაქო ავიაციის დარგში რეგულირების საფასურის შესახებ

  • Word
სამოქალაქო ავიაციის დარგში რეგულირების საფასურის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარე
მიღების თარიღი 25/07/2005
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 89, 01/08/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 01/06/2007
სარეგისტრაციო კოდი 040030000.27.019.007583
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
4
25/07/2005
სსმ, 89, 01/08/2005
040030000.27.019.007583
სამოქალაქო ავიაციის დარგში რეგულირების საფასურის შესახებ
სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარე
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (01/08/2005 - 23/03/2006)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.27.019.007.583

სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის

ბრძანება №4

2005 წლის 25 ივლისი

ქ. თბილისი

სამოქალაქო ავიაციის დარგში რეგულირების საფასურის შესახებ

,,რეგულირების საფასურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

1.   განისაზღვროს  რეგულირების საფასური:

ა) საჰაერო ხომალდით (სამოქალაქო საჰაერო ხომალდი, რომელიც გამოყენებულია მგზავრთა გადაყვანისა და ბარგის (ტვირთის) გადასაზიდად) საქართველოს აეროპორტებში საერთაშორისო რეგულარული და/ან არარეგულარული სამგზავრო გადაყვანა-გადაზიდვების განმხორციელებელი ავიაგადამზიდველები­სათ­ვის, საანგა­რი­შო პე­რი­ოდ­ში:

ა.ა) თბილისის აეროპორტიდან გაყვანილ ყოველ მგზავრზე – 5 აშშ დოლარის ეკვივალენტური თანხის ოდენობით ლარებში გადახდის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით;

ა.ბ) საქართველოს სხვა აეროპორტებიდან გაყვანილ ყოველ მგზავრზე – 4 აშშ დოლარის ეკვივალენტური თანხის ოდენობით ლარებში გადახდის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით;

ა.გ) საქართველოს აეროპორტებიდან რეგულარული და/ან არარეგულარული სამგზავრო (1000 კმ-მდე მანძილის საჰაერო მარშრუტი) გადაყვანა-გადაზიდვების განმახორციელებელი ავიაგადამზიდველებისათვის – ყოველ გაყვანილ მგზავრზე 3 აშშ დოლარის ეკვივალენტური თანხის ოდენობით ლარებში გადახდის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით;

ბ) საჰაერო ხომალდით (სამოქალაქო საჰაერო ხომალდი, რომელიც ძირითადად გამოყენებულია ტვირთის გადასაზიდად) საქართველოს აეროპორტებში რეგულარული და/ან არარეგულარული სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავიაგადამზიდველებისათვის – საჰაერო ხომალდის მაქსიმალური ასაფრენი მასის (საჰაერო ხომალდის სერტიფიცირებული მაქსიმალური ასაფრენი მასა) თითოეულ ტონაზე – 3 აშშ დოლარის ეკვივალენტური თანხის ოდენობით ლარებში გადახდის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით;

გ) საავიაციო საწვავ-საცხები მასალებით საჰაერო ხომალდის გამმართველი ავიასაწარმოებისათვის – საანგარიშო პერიოდში მათ მიერ სამოქალაქო საჰაერო ხომალდის გამართვით მიღებული შემოსავლის 0,5 პროცენტით.

დ)  ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირების გარდა, სხვა ნებისმიერი პირისათვის (სააერონავიგაციო მომსახურების საწარმოები, საქართველოს აეროპორტები და სხვა), რომელიც ახორციელებს შესაბამისი კანონით განსაზღვრულ რეგულირებად საქმიანობას, რეგულირების საფასური განისაზღვროს რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და  შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე)  1 პროცენტით.

2. ამ ბრძანების პირველი პუნქტის ,,ა”, ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რეგულირების საფასურის ოდენობა თუ აღემატება ,,რეგულირების საფასურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ზღვრულ ოდენობას,  ამ შემთხვევაში რეგულირების საფასურის გადამხდელი იხდის მომსახურების ღირებულების 1 პროცენტს.

3. რეგულირების საფასური ჩაირიცხება ადმინისტრაციის ანგარიშზე ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, რის შესახებაც შესაბამისი ფორმების (დანართები 1, 2) მიხედვით ინფორმაცია წარედგინება ადმინისტრაციას არა უგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 25 რიცხვისა.

4. რეგულირების საფასურის გადამხდელი და ადმინისტრაცია 6 თვეში ერთხელ ახორციელებენ ადმინისტრაციის ანგარიშზე ჩარიცხული რეგულირების საფასურის ოდენობის შედარებას გადასახდელი რეგულირების საფასურის ოდენობასთან. შეუსაბამობის შემთხვევაში კორექტირებას ექვემდებარება ფაქტობრივად გადახდილი რეგულირების საფასური.

5. დაშვებულია რეგულირების საფასურის წინასწარი გადახდა.

6. გადამხდელის მიერ რეგულირების საფასურის დადგენილი ოდენობით და დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევი პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აგრეთვე ,,რეგულირების საფასურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის  საფუძველზე, სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციას უფლება აქვს შეაჩეროს დამრღვევის მიმართ მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელება.

7. ამ ბრძანების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2004 წლის 16 აგვისტოს 03 ბრძანება ,,სამოქალაქო ავიაციის დარგში რეგულირების საფასურის შესახებ”.

8. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

გ. მჟავანაძე

დანართი 1

ყოველთვიურად წარედგინება საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციას საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 25 რიცხვამდე

 

ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა

“___________________________________”-ის მიერ

 

რეგულირების საფასურის ოდენობისა და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ანგარიშზე ჩარიცხვის შესახებ

200__ წლის __________ თვისათვის

 

                                  (გადახდის დღისათვის დადგენილი კურსით)

მაჩვენებლების დასახელება

საანგარიშო პერიოდში (კალენდარულ თვეში)

საანგარიშო წლის დასაწყისიდან

შენიშვნა

1

2

3

4

5

I.

გაყვანილი მგზავრების რ-ბა

 

 

 

II.

ექვემდებარება გადარიცხვას    

 

 

 

III.

ფაქტობრივად გადარიცხულია

 

 

 

IV.

გადასახდელი თანხა  (სტრ.II  _ სტრ.III)

 

 

 

 

შენიშვნა: ივსება  საჰაერო ხომალდით საქართველოს სამოქალაქო აეროპორტებში რეგულარული და/ან არარეგულარული სამგზავრო გადაყვანა-გადაზიდვების განმხორციელებელი ავიაგადამზიდველების მიერ.

 

ხელმძღვანელი _____________________                   

                                               (ხელმოწერა)                                            

 

შემსრულებელი _____________________                                                                             

                                                   (ხელმოწერა)                                         

 

დანართი 2

 

ყოველთვიურად წარედგინება საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციას საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 25 რიცხვამდე

 

ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა

 

“___________________________________”-ის მიერ

 

რეგულირების საფასურის ოდენობისა და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ანგარიშზე ჩარიცხვის შესახებ

200__ წლის __________ თვისათვის

 

                                                                                   (ლარი)

მაჩვენებლების დასახელება

საანგარიშო პერიოდში (კალენდარულ თვეში)

საანგარიშო წლის დასაწყისიდან

შენიშვნა

1

2

3

4

5

I.

შემოსავალი

 

 

 

II.

დადგენილი %

 

 

 

III.

ექვემდებარება გადარიცხვას (სტრ.I  X სტრ.II)

 

 

 

IV.

ფაქტობრივად გადარიცხულია

 

 

 

V.

გადასახდელი თანხა (სტრ.III  _ სტრ.IV)

 

 

 

 

შენიშვნა: ივსება ავიასაწარმოების მიერ, რომლებისთვისაც რეგულირების საფასური  განისაზღვრება საავიაციო საქმიანობით მიღებული შემოსავლიდან.

 

ხელმძღვანელი ______________________                 

                                                   (ხელმოწერა)                                                 

 

შემსრულებელი ______________________         

                                                  (ხელმოწერა)