“სამოქალაქო ავიაციის დარგში რეგულირების საფასურის შესახებ" სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2005 წლის 25 ივლისის №04 ბრძანებაში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე"

  • Word
“სამოქალაქო ავიაციის დარგში რეგულირების საფასურის შესახებ" სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2005 წლის 25 ივლისის №04 ბრძანებაში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე"
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარე
მიღების თარიღი 23/03/2006
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 44, 01/04/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 01/06/2007
სარეგისტრაციო კოდი 310.120.000.27.019.008.313
  • Word
2
23/03/2006
სსმ, 44, 01/04/2006
310.120.000.27.019.008.313
“სამოქალაქო ავიაციის დარგში რეგულირების საფასურის შესახებ" სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2005 წლის 25 ივლისის №04 ბრძანებაში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე"
სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.120.000.27.019.008.313

სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის

 ბრძანება 2

2006 წლის 23 მარტი

ქ. თბილისი

,,სამოქალაქო ავიაციის დარგში რეგულირების საფასურის შესახებ“ სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2005 წლის 25 ივლისის №04 ბრძანებაში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანო – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2005 წლის 25 ივლისის №04 ,,სამოქალაქო ავიაციის დარგში რეგულირების საფასურის შესახებ“ ბრძანებაში (სსმ III, 01.08.2005 წ., №89, მუხ. 1021) შევიდეს ცვლილება და პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) საჰაერო ხომალდით (სამოქალაქო საჰაერო ხომალდი, რომელიც ძირითადად გამოყენებულია ტვირთის გადასაზიდად) საქართველოს აეროპორტებში რეგულარული (სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებული განრიგის შესაბამისად რეისის შესრულება) სატვირთო გადაზიდვების განმხორციელებელი ავიაგადამზიდველებისათვის – საჰაერო ხომალდის მაქსიმალური ასაფრენი მასის (საჰაერო ხომალდის სერტიფიცირებული მაქსიმალური ასაფრენი მასა) თითოეულ ტონაზე – 1 აშშ დოლარის ეკვივალენტური თანხის ოდენობით ლარებში, გადახდის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით, ხოლო არარეგულარული სატვირთო გადაზიდვების განმხორციელებელი ავიაგადამზიდველებისათვის – საჰაერო ხომალდის მაქსიმალური ასაფრენი მასის (საჰაერო ხომალდის სერტიფიცირებული მაქსიმალური ასაფრენი მასა) თითოეულ ტონაზე – 3 აშშ დოლარის ეკვივალენტური თანხის ოდენობით ლარებში, გადახდის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით.“

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

გ. მჟავანაძე