ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

  • Word
ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსი
მიღების თარიღი 23/05/2007
დოკუმენტის ტიპი ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 77, 01/06/2007
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.47.052.010.399
  • Word
29
23/05/2007
სსმ, 77, 01/06/2007
010.240.030.47.052.010.399
ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.47.052.010.399

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის

უფროსის ბრძანება №29

2007 წლის 23 მაისი

ქ. თბილისი

ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

,,ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს შემდეგი ნორმატიული აქტები:

ა) დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2005 წლის 2 სექტემბრის №4 ბრძანება ,,საავტომობილო ტრანსპორტის დარგში რეგულირების საფასურის შესახებ“ (სსმ III, 2005 წ., №105, მუხ. 1761);

ბ) დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2005 წლის 25 ივლისის №04 ბრძანება ,,სამოქალაქო ავიაციის დარგში რეგულირების საფასურის შესახებ” (სსმ III, 2005 წ., №89, მუხ. 1021);

გ) დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2005 წლის 16 დეკემბრის №62/ა ბრძანება ,,საზღვაო ტრანსპორტის სფეროში რეგულირების საფასურის დადგენისა და გადახდის წესის შესახებ (სსმ III, 2005 წ., №148, მუხ. 1646).

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. თაქთაქიშვილი