დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის ბრძანება №58 „განსაკუთრებული მნიშვნელობისა და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 58 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრი |
მიღების თარიღი | 17/10/2003 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 122, 23/10/2003 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 09/07/2004 |
სარეგისტრაციო კოდი | 330130000.11.116.006149 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (23/10/2003 - 25/06/2004)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 330.130.000.111.116.006.149
საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის
ბრძანება №58
2003 წლის 17 ოქტომბერი
ქ. თბილისი
განსაკუთრებული მნიშვნელობისა და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ
„არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ” პუნქტის შესაბამისად და საქართველოს კანონის „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული „განსაკუთრებული მნიშვნელობისა და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების ჩამონათვალი”;
2. ამ ბრძანების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2002 წლის 9 იანვრის №1 ბრძანება.
3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
თ. ჩარკვიანი
განსაკუთრებული მნიშვნელობისა და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტები
განსაკუთრებული მნიშვნელობისა და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებია:
ა) მაგისტრალური ნავთობსადენი, გაზსადენი და წყალსადენი;
ბ) ნავთობისა და ბუნებრივი აირის საცავის ტერმინალი;
გ) მაგისტრალური საავტომობილო გზა;
დ) მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი (35 კვტ და მეტი) და ქვესადგური (110 კვტ და მეტი);
ე) ჰიდრო, თბო და ატომური ელექტროსადგური;
ვ) ხიდები, გვირაბები და გზაგამტარები;
ზ) მეტროპოლიტენის მშენებლობა;
თ) ტელეცენტრის შენობა-ნაგებობა, ტელე და კავშირგაბმულობის ყველა სახის ანძა;
ი) წყალსაცავი და სამელიორაციო სისტემა;
კ) რეგიონალური და საქალაქო გამწმენდი ნაგებობა;
ლ) საწარმო, რომელიც იყენებს რადიოაქტიურ ან/და ტოქსიკურ ნივთიერებას;
მ) აეროვაგზლის, აეროპორტის, რკინიგზის ვაგზლის, რკინიგზის სადგურის, ავტოსადგურის, საზღვაო ვაგზლისა და საზღვაო პორტის შენობა-ნაგებობა (ობიექტი);
ნ) ქვეყნის უშიშროების უზრუნველყოფისათვის საჭირო სამრეწველო, სამეცნიერო-საკონსტრუქტორო, სამხედრო, საბაჟო და სასაზღვრო დანიშნულების შენობა-ნაგებობა (ობიექტი);
ო) სასჯელაღსრულებითი დაწესებულების შენობა-ნაგებობა (ობიექტი);
პ) სპორტული შენობა-ნაგებობა (ობიექტი) 10 ათას და მეტ მაყურებელზე;
ჟ) საზღვარგარეთის ქვეყნების წარმომადგენლობათა შენობა-ნაგებობა და მისი კომპლექსი (საელჩო, საკონსულო, მისია, წარმომადგენლობა, კულტურის ცენტრი);
რ) ცენტრალური და ავტონომიური რესპუბლიკების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების შენობა-ნაგებობა;
ს) ყველა სახის თეატრის, საკონცერტო და სამაყურებლო დანიშნულების შენობა-ნაგებობა;
ტ) სახელმწიფო ბიბლიოთეკის, არქივისა და მუზეუმის შენობა-ნაგებობა;
უ) უმაღლესი სასწავლებელისა და უნივერსიტეტის შენობა-ნაგებობა ან/და მათი კომპლექსი 300 და მეტ სტუდენტზე;
ფ) სასტუმროს, სანატორიუმისა და სამედიცინო დაწესებულების შენობა-ნაგებობა ან/და მათი კომპლექსი 300 და მეტ ადგილზე;
დოკუმენტის კომენტარები