სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სატრანსპორტო განყოფილებასთან არსებულ ავტოფარეხის ბაზაზე იუსტიციის სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა შრომითი რეაბილიტაციის სამმართველოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების საწარმოო უბნის შექმნის შესახებ

  • Word
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სატრანსპორტო განყოფილებასთან არსებულ ავტოფარეხის ბაზაზე იუსტიციის სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა შრომითი რეაბილიტაციის სამმართველოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების საწარმოო უბნის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 315
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 24/08/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 92, 31/08/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 08/05/2006
სარეგისტრაციო კოდი 100110000.11.106.004941
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
315
24/08/2001
სსმ, 92, 31/08/2001
100110000.11.106.004941
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სატრანსპორტო განყოფილებასთან არსებულ ავტოფარეხის ბაზაზე იუსტიციის სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა შრომითი რეაბილიტაციის სამმართველოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების საწარმოო უბნის შექმნის შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (31/08/2001 - 18/09/2001)

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სატრანსპორტო განყოფილებასთან არსებულ ავტოფარეხის ბაზაზე იუსტიციის სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა შრომითი რეაბილიტაციის სამმართველოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების საწარმოო უბნის შექმნის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.110.000.11.106.004.941

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №315

2001 წლის 24 აგვისტო

ქ. თბილისი

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სატრანსპორტო განყოფილებასთან არსებულ ავტოფარეხის ბაზაზე იუსტიციის სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა შრომითი რეაბილიტაციის სამმართველოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების  ტექნიკური მომსახურების საწარმოო უბნის შექმნის შესახებ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2001 წლის 18 იანვრის №25 ბრძანებით დამტკიცებული "საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის, მსჯავრდებულთა და პატიმართა შრომითი რეაბილიტაციის სამმართველოს დებულებებისა  და საწარმოო უბნის სანიმუშო წესდების მოთხოვნათა შესაბამისად ვბრძანებ:

1. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სატრანსპორტო განყოფილებასთან არსებული (ქ.თბილისი, გორგასალის ქ. №89) ავტოფარეხის ბაზაზე შეიქმნას იუსტიციის სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა შრომითი რეაბილიტაციის სამმართველოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების  ტექნიკური მომსახურების საწარმოო უბანი და დამტკიცდეს მისი თანდართული წესდება (დანართი №1).

2. ავტოსატრანსპორტო საშუალებების  ტექნიკური მომსახურების  საწარმოო უბანს სარგებლობის უფლებით გადეცეს იუსტიციის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებები, შენობა-ნაგებობები, საბრუნავი საშუალებებისა და მატერიალური ფასეულებების არსებული ნაშთები თანდართული სიის მიხედვით (დანართი №2).

3. დამტკიცდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების  ტექნიკური მომსახურების  საწარმოო უბნის საშტატო განრიგი (დანართი№3).

4. დაევალოს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტს (ბ-ნ ლ. ქოჩქიანს) არსებული წესის შესაბამისად უზრუნველყოს ძირითადი საშუალებების, შენობა-ნაგებობების, საბრუნავი საშუალებებისა და მატერიალური ფასეულობების ნაშთების გადაცემა ავტოსატრანსპორტო საშუალებების  ტექნიკური მომსახურების საწარმოო უბნისათვის.

მ. სააკაშვილი

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა შრომითი რეაბილიტაციის სამმართველოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების საწარმოო უბნის წესდება

    მუხლი I.   ზოგადი დებულებები

1. ავტოტექმომსახურების საწარმოო უბანი წარმოადგენს საქართველოს იუსტიციიის სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა შრომითი რეაბილიტაციის სამმართველოს სტრუქტურულ ერთეულს.

2. ავტოტექმომსახურების საწარმოო უბნის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, გორგასალის ქ. №89.

3. ავტოტექმომსახურების საწარმოო უბანი იქმნება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

    მუხლი 2. ავტოტექმომსახურების საწარმოო უბნის იურიდიული სტატუსი

1. ავტოტექმომსახურების საწარმოო უბანს, როგორც საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა შრომითი რაბილიტაციის სამმართველოს სტრუქტურულ ერთეულს აქვს განცალკევებული ქონება, რომელიც მას გადაეცემა იუსტიციის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ქონებიდან მინისტრის ბრძანებით სარგებლობის უფლებით.

2. ავტოტექმომსახურების საწარმოო უბანს გააჩნია: დამოუკიდებელი ბალანსი, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ხარჯთაღრიცხვის ნაწილია, ბეჭედი და შტამბი.

    მუხლი 3. ავტოტექმომსახურების საქმიანობის საგანი და მიზნები

 ავტოტექმომსახურების საწარმოო უბნის შექმნის მიზანია:

ა)სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო  საშუალებების ტექნიკური მომსახურება;

 ბ)ავტოსატრანსპორტო  საშუალებების შეკეთებითი სამუშაოების დროულად ჩატარება და მომსახურებისათვის გათვალისწინებული ფინანსური სახსრების ეკონომიურად ხარჯვა ;

გ) გარეშე ორგანიზაციებისა და პირად მფლობელობაში მყოფი სატრანსპორტო საშუალებების შეკეთებითი სამუშაოების წარმოება, რომელიც ნებადართულია კანონმდებლობით ;

დ)ფართო მოხმარების საქონლის წარმოება და რეალიზაცია.  ყველა სახის საქმიანობა, რომელიც ნებადართულია კანონმდებლობით.

    მუხლი 4. ავტოტექმომსახურების საწარმოო უბნის ხელმძღვანელობა

1. ავტოტექმომსახურების საწარმოო უბნის ხელმძღვანელობას ახორციელებს ავტოტექმომსახურების საწარმოო უბნის უფროსი, რომელსაც საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის წარდგენით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.

2. ავტოტექმომსახურების საწარმოო უბნის უფროსი ვალდებულია საწარმოოს საქმიანობა წარმართოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. საშტატო განრიგს შეიმუშავებს ავტოტექმომსახურების საწარმოო უბნის უფროსი, ათანხმებს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტთან და ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი.

4. ავტოტექმომსახურების საწარმოო უბნის მთავარ მექანიკოსს და  თანამდებობის პირებს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა შრომითი რეაბილიტაციის სამმართველოსთან და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სატრანსპორტო განყოფილებასთან  შეთანხმებით ნიშნავს და ათავისუფლებს საწამოო უბნის უფროსი.

    მუხლი 5. წარმომადგენლობა

1. ავტოტექმომსახურების საწარმოო უბნის წარმომადგენლობა ეკისრება მის უფროსს. იგი წარმოადგენს ავტოტექმომსახურების საწარმოო უბანს მესამე პირებთან ურთიერთობაში. მსჯავრდებულთა და პატიმართა შრომითი რეაბილიტაციის სამმართველოსთან შეთანხმებით აწარმოებს მოლაპარაკებებს, ამზადებს და დებს გარიგებებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ავტოტექმომსახურების საწარმოო უბნის უფროსი საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა შრომითი რეაბილიტაციის სამმართველოსთან და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სატრანსპორტო განყოფილებასთან შეთანხმებით ამუშავებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალებების საპროგნოზო შეკეთებითი სამუშაოების მოცულობებს.

3. ავტოტექმომსახურების საწარმოო უბნის უფროსის თანამდებობიდან  გათავისუფლების შემთხვევაში უბნის წარმომადგენლობა დაეკისრება ავტოტექმომსახურების საწარმოო უბნის მთავარ მექანიკოსს, ვიდრე დანიშნული იქნება ავტოტექმომსახურების საწარმოო უბნის ახალი უფროსი.

   

    მუხლი 6. იუსტიციის სამინისტროს უფლებმოსილებანი ავტოტექმომსახურების საწარმოო უბნის მართვის სფეროში

1. იუსტიციის სამინისტრო გადაწყვეტილებებს იღებს შემდეგ საკითხებზე:

ა) წლიური ანგარიშის დამტკიცება;

ბ) სამეურნეო შედეგების გამოყენება;

გ) უფროსის დანიშვნა-გათავისუფლება;

დ) ავტოტექმომსახურების საწარმოო უბნის წესდების დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა.

    მუხლი 7. ავტოტექმომსახურების საწარმოო უბნის ქონება, ფონდები, მოგებისა და ზარალის განაწილება

1. ავტოტექმომსახურების საწარმოო უბნის ქონება წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას და მინისტრის ბრძანებით გადაცემული აქვს ბალანსზე სარგებლობის უფლებით.

2. ავტოტექმომსახურების საწარმოო უბნის ქონება შედგება სამინისტროს მიერ საწარმოსათვის გადაცემული ძირითადი ფონდების, საბრუნავი საშუალებებისა და სხვა მატერიალური ფასეულობებისაგან,  რომელთა ღირებულებაც ასახულია საწარმოო ბალანსზე.

3. ავტოტექმომსახურების საწარმოო უბნის ქონება იქმნება აგრეთვე მისი სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებისაგან.

4. ავტოტექმომსახურების საწარმოო უბნის კვარტალური და  წლიური  მოგება მიემართება იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე და მისი განაწილების წესს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

    მუხლი 8. ანგარიშგება

1. ავტოტექმომსახურების საწარმოო უბანი კვარტალურ და წლიურ ანგარიშებს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგენს იუსტიციის სამინისტროს.

2.იუსტიციის სამინისტროს  უფლება აქვს ჩაატაროს ავტოტექმომსახურების საწარმოო უბნის საწარმოო-საფინანსო საქმიანობის რევიზია.  ნებისმიერი სახის შემოწმების ჩატარებისას არ უნდა დაირღვეს საწარმოო უბნის მუშაობის რიტმი.

    მუხლი 9. დავების გადაწყვეტა

ავტოტექმომსახურების საწარმოო უბნის საქმიანობისას მესამე პირთან წარმოშობილი დავების გადაწყვეტა ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 

    მუხლი 10. ავტოტექმომსახურების საწარმოო უბნის რეორგენიზაცია და ლიკვიდაცია

ავტოტექმომსახურების საწარმოო უბნის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს იუსტიციის მინისტრი.

დანართი №2

იუსტიციის სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა შრომითი რეაბილიტაციის სამმართველოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების საწარმოო უბნისათვის გადასაცემ შენობა-ნაგებობათა, ძირითად საშუალებათა და მატერიალურ ფასეულებათა სია

                                                                                                                                     (ლარებში)

 

დასახელება

რაოდენობა

ღირებულება

ბალანსზე

აყვანის დროს

ნარჩენი ღირებულება

1

2

3

4

5

 

I. შენობა-ნაგებობანი:

 

 

 

 

1

საწყობი

1

1000

900

 

2

საამქრო

10

1300

1200

 

 

II.ძირითადი საშუალებები

 

 

 

 

1

რკინის მაგიდა

4

200

190

 

2

რკინის თაროები

11

220

200

 

3

სახარატო ხრახნმჭრელი ჩარხი

1კ-62

1

1513-17

  1027-26

 

4

მაგიდის საბურღი ჩარხი

1

63-00

  18-78

 

5

ვერტიკალური საბურღი ჩარხი

1

1520

1010-20

 

6

სალესი სახერხი ჩარხი

1

138-71

-

 

7

ელექტროშემდუღებელი აპარატი

1

168-22

-

 

8

ხელსაწყოების შესანახი ლითონის კარადა

1

150

18-92

 

9

მრიცხველი სამფაზიანი

1

25

-

 

10

რკინის კასრი

5

50

-

 

11

ელექტროჭანჭიკის დამჭერი

1

222-00

111-00

 

12

კომპრესორი

1

1416-20

445-20

 

13

ავტომანქანების სადგომი

10

873

873

 

 

ჯამი

50

8859-30

6094-36

 

 

დანართი №3

მსჯავრდებულთა და პატიმართა შრომითი რეაბილიტაციის სამმართველოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების საწარმოო უბნის საშტატო განრიგი

 

საშტატო ერთეულის

 

საშტატო ერთეულის

დასახელება

 

რაოდენობა

1

 უბნის უფროსი 

1

2

 მთავარი მექანიკოსი 

1

3

 მთავარი ბუღალტერი 

1

4

 მოლარე-ბუღალტერი 

1

5

 საწყობის გამგე 

1

6

 დარაჯი 

4

 

სულ 

9