“საქართველოს იუსტიციის მინისტრის ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

  • Word
“საქართველოს იუსტიციის მინისტრის ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 368
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 08/10/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 108, 09/10/2001
სარეგისტრაციო კოდი 100.020.010.11.106.005.006
  • Word
368
08/10/2001
სსმ, 108, 09/10/2001
100.020.010.11.106.005.006
“საქართველოს იუსტიციის მინისტრის ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.020.010.11.106.005.006

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №368

2001 წლის 8 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

“ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 14 ნოემბრის №315 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:

ა) ამოღებულ იქნეს მე-3 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტი და ამავე პუნქტის “ვ” ქვეპუნქტი ჩითვალოს “ე” ქვეპუნქტად;

ბ) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“4. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს სამი მოადგილე:

ა) სასჯელაღსრულების უსაფრთხოებისა და რეჟიმის დარგში;

ბ) დაცვისა და ბადრაგირების დარგში;

გ) ადამიანის უფლებების დაცვის, სოციალურ საკითხთა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დარგში;”;

გ) ამოღებულ იქნეს მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი;

დ) 7 1 მუხლში ამოღებულ იქნეს სიტყვები: “მსჯავრდებულთა შრომითი რეაბილიტაციის განყოფილება;”, ამავე მუხლის “ა” ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: “მსჯავრდებულთა ნებაყოფლობით შრომაში ჩაბმის მიზნით სასჯელაღსრულების დაწესებულების ტერიტორიაზე სამეურნეო საქმიანობის ორგანიზება, სასჯელაღსრულების დაწესებულებისათვის საჭირო საგნებისა და ინვენტარის, კვების პროდუქტების წარმოების, ასევე სახალხო მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობას, მარკეტინგული კვლევების, საწარმოო უბნების ხელმძღვანელობას და მათი საქმიანობის კოორდინაციას.”

2. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 24 აპრილის №145, 2001 წლის 24 აგვისტოს №315, 2001 წლის 6 ივნისის №197 ბრძანებების სათაურსა და ტექსტში სიტყვები “სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საერთო სამსახურის მსჯავრდებულთა შრომითი რეაბილიტაციის განყოფილების” შეიცვალოს სიტყვებით “საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა შრომითი რეაბილიტაციის სამმართველოს”.

3. “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის დებულების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 18 იანვრის №25 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანების მე-3 პუნქტში და ბრძანებით დამტკიცებულ №3 დანართის სათაურსა და ტექსტში სიტყვები “სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საერთო სამსახურის მსჯავრდებულთა შრომითი რეაბილიტაციის განყოფილების” შეიცვალოს სიტყვებით “საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის მსაჯავრდებულთა შრომითი რეაბილიტაციის სამართველოს”,

ბ) ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის დებულების 32-ე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის “ე” ქვეპუნქტი:

“ე) მსჯავრდებულთა შრომითი რეაბილიტაციის სამმართველო.”

“4. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის მსჯავრდებულთა შრომითი რეაბილიტაციის სამმართველოს დებულება (დანართი №1).

5. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

რ. გილიგაშვილი

დანართი №1

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის მსჯავრდებულთა შრომითი რეაბილიტაციის სამმართველოს დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის მსჯავრდებულთა შრომითი რეაბილიტაციის სამმართველო (შემდგომში – სამმართველო) წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში სამინისტრო) საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

2. სამმართველოს დანიშნულებაა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მსჯავრდებულთა შრომითი რეაბილიტაციის ორგანიზება.

3. სამმართველო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებით, სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის დებულებითა და სხვა ნორმატული აქტების საფუძველზე.

4. სამმართველო საქმიანობას წარმართავს კანონიერების, პიროვნების პატივისცემისა და ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპებით.

    მუხლი 2. სამმართველოს ამოცანები და ფუნქციები

სამმართველოს საქმიანობის ძირითადი ამოცანებია:

1. მსჯავრდებულთა ნებაყოფლობით შრომაში ჩაბმის მიზნით საჯელაღსრულების დაწესებულებათა ტერიტორიებზე ნებისმიერი სახის სამეურნეო საქმიანობის ორგანიზება, რომელიც არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.

2. სასჯელაღსრულების დაწესებულებებთან არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზების სწორი, მიზანდასახული ექსპლუატაციით მოგების მიღების მიზნით ღონისძიებათა შემუშავება და მათი განხორციელებისათვის ხელის შეწყობა.

3. სასჯელაღსრულების დაწესებულებებისათვის საჭირო საყოფაცხოვრებო დანიშნულების საგნებისა და ინვენტარის წარმოების პრიორიტეტული განვითარება. ასევე სახალხო მეურნეობისა და ფართო მოხმარების საგნების წარმოება.

4. სამინისტროს სისტემის ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში კომუნალური მომსახურების უზრუნველყოფა, კაპიტალური მშენებლობისა და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულება.

5. სამმართველო შეიმუშავებს და საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტს წარუდგენს საწარმოო უბნის შექმნისათვის, წარმოების განვითარებისა და მატერიალური ბაზის სრულყოფისათვის საჭირო წინადადებებს.

6. სამეურნეო საქმიანობის შედეგებს ამტკიცებს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტი. საწარმოო უბნების საქმიანობიდან მიღებული მოგების განაწილების წესს განსაზღვრავს მინისტრი.

    მუხლი 3. სამმართველოს ხელმძღვანელობა

1. სამმართველოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით.

2. სამმართველოს უფროსი:

ა) ახორციელებს სამმართველოს საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას, არჩევს სამმართველოს და საწარმოო უბნების მუშაკების კანდიდატურებს, ათანხმებს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის უფროსთან, რომელიც შემდგომ წარუდგენს მინისტრს დასამტკიცებლად;

ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამმართველოს მუშაკთა შორის, განსაზღვრავს პრიორიტეტებს საწარმოო უბნებში ამა თუ იმ პროდუქციის გამოშვებისათვის, ამუშავებს მიმდინარე და პერსპექტიულ გეგმებს;

გ) მონაწილეობს ხელშეკრულების მომზადებაში, შეაქვს მასში აუცილებელი კორექტივები და ამზადებს მათ ხელმოსაწერად;

დ) ახორციელებს ამ დებულებითა და საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებულ მის კომპეტეციაში შემავალ სხვა ფუნქციებს.

    მუხლი 4. სამმართველოს სტრუქტურა

1. სამმართველო წარმოდგენილია შემდეგი სტრუქტურით:

ა) უფროსი;

ბ) მრჩეველი – 3;

გ) საწარმოო უბნები, რომელთა საშტატო განრიგი განისაზღვრება ცალკეული უბნების სპეციფიკიდან გამომდინარე.

2. საწარმოო უბნების წესდებას შეიმუშავებს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტი და ამტკიცებს მინისტრი.

3. საწარმოო უბნები იქმნება და უქმდება მინისტრის ბრძანებით.

    მუხლი 5. სამმართველოს ქონება

სამმართველოს არ გააჩნია საკუთარი ქონება ძირითადი, საბრუნავი და სხვა მატერიალური ფასეულობების სახით.

    მუხლი 6. სამმართველოს დებულებაში ცვლილებების შეტანა, ფუნქციონირების შეჩერება

1. სამმართველოს დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.

2. სამმართველოს ლიკვიდაცია, რეორგანიზაცია ხდება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.