„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კოლეგიის დადგენილებების, იუსტიციის მინისტრის ზოგიერთი ბრძანებისა და საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ"

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კოლეგიის დადგენილებების, იუსტიციის მინისტრის ზოგიერთი ბრძანებისა და საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 478
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 05/05/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 63, 08/05/2006
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.027.008.588
478
05/05/2006
სსმ, 63, 08/05/2006
010.240.030.22.027.008.588
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კოლეგიის დადგენილებების, იუსტიციის მინისტრის ზოგიერთი ბრძანებისა და საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ"
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.027.008.588

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №478

2006 წლის 5 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კოლეგიის დადგენილებების, იუსტიციის მინისტრის ზოგიერთი ბრძანებისა და საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1

ძალადაკარგულად გამოცხადდეს შემდეგი ნორმატიული აქტები:

1. დებულება „საქართველოს რესპუბლიკის რაიონის (ქალაქის) მოსამართლეთა კანდიდატების კონკურსით შერჩევის წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კოლეგიის 1994 წლის 6 მაისის დადგენილება.

2. დებულება „საქართველოს რესპუბლიკის ქალაქების და რაიონების სასამართლოებისა და იუსტიციის სამინისტროს მუშაკთა მატერიალური პირობების გაუმჯობესების, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებისა და სხვა ღონისძიებებზე მიმართული თანხების გამოყენების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კოლეგიის 1995 წლის 1 ნოემბრის №20/1 დადგენილება.

3. „მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1996 წლის 18 აპრილის ბრძანება.

4. „საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წესდება“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1996 წლის 27 სექტემბრის ბრძანება.

5. „ინსტრუქცია „ნოტარიუსების მიერ სანოტარო მოქმედებების შესრულების წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1997 წლის 8 იანვრის ბრძანება.

6. „საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიის შესახებ“, „ნოტარიუსთა თანამდებობის კონკურსის წესით დასაკავებლად კონკურსის ჩატარების პირობების წესის შესახებ“, „ნოტარიუსის თანამდებობაზე დანიშნულ პირთათვის სამსახურებრივი მოწმობის გაცემის შესახებ“ დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1997 წლის 26 მარტის №30 ბრძანება (გარდა დანართი №3-ისა).

7. „საჯარო მომსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარებისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის დებულება“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1998 წლის 10 აპრილის №29 ბრძანება.

8. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის საკითხთა კოლეგიის შექმნის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1998 წლის 19 მაისის №60 ბრძანება.

9. „ინსტრუქცია ნოტარიუსის მიერ სანოტარო მოქმედების შესრულების წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1998 წლის 30 ივნისის №59 §4 ბრძანება.

10.  „სასამართლოს აღმასრულებლის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 14 მაისის №144 ბრძანება (სსმ III, 1999 წ., №25(32), მუხ. 480).

11.  „სააღსრულებლო ბიუროს და კრედიტორს შორის დადებული ხელშეკრულებით მიღებული თანხების ხარჯვისა და გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 25 ივნისის №185 ბრძანება (სსმ III, 1999 წ., №32(39), მუხ. 597).

12. „სასამართლო აღმასრულებლების საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 8 ივლისის №50 §2 ბრძანება (სსმ III, 1999 წ., №35(42), მუხ. 647).

13.  „სამხედრო დანიშნულებისა და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის, ტექნიკური დოკუმენტაციის, იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოების, მომსახურების, იარაღის ექსპორტის, ტრანზიტის, რეექსპორტის და იმპორტის სალიცენზიო სატარიფო განაკვეთის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 29 ივლისის №216 ბრძანება (სსმ III, 1999 წ., №37(44), მუხ. 673).

14. „საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 3 აგვისტოს №221 ბრძანება (სსმ III, 1999 წ., №38(45), მუხ. 687).

15.  „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 16 სექტემბრის №270 ბრძანება.

16.  „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო სამსახურის ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე რიცხული თანხების ხარჯვისა და გამოყენების წესი“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 26 ნოემბრის №329 ბრძანება (სსმ III, 1999 წ., №63(70), მუხ. 998).

17.  „მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო ცენტრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №369 ბრძანება (სსმ III, 1999 წ., №72(79), მუხ. 1102).

18.  „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო სამსახურის სიმბოლიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 20 მარტის №34 ბრძანება (სსმ III, 2000 წ., №26, მუხ. 135).

19.  „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კადრებისა და იურიდიული განათლების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 15 ივნისის №110 ბრძანება (სსმ III, 2000 წ., №60, მუხ. 555).

20.  „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობისა და საჯარო რეესტრის წარმოების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 15 ივნისის №111 ბრძანება (სსმ III, 2000 წ., №60, მუხ. 556).

21.  „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტების მომზადებისა და ექსპერტიზის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 15 ივნისის №112 ბრძანება (სსმ III, 2000 წ., №60, მუხ. 557).

22.  „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობრივი მდგომარეობისა და იმიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 15 ივნისის №113 ბრძანება (სსმ III, 2000 წ., №61, მუხ. 562).

23. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო ნებართვათა განყოფილების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 15 ივნისის №114 ბრძანება (სსმ III, 2000 წ., №61, მუხ. 563).

24. „საქართველოს ნორმატული აქტების ოფიციალურ გამოცემათა სარედაქციო საბჭოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 15 ივნისის №116 ბრძანება (სსმ III, 2000 წ., №61, მუხ. 564).

25. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 26 ივნისის №120 ბრძანება (სსმ III, 2000 წ., №61, მუხ. 567).

26. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეგისტრაციის განყოფილების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 26 ივნისის №121 ბრძანება (სსმ III, 2000 წ., №62, მუხ. 575).

27.  „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 26 ივნისის №122 ბრძანება (სსმ III, 2000 წ., №62, მუხ. 576).

28. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნოტარიატის განყოფილების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 26 ივნისის №123 ბრძანება (სსმ III, 2000 წ., №62, მუხ. 577).

29.  „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მინისტრის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 26 ივნისის №124 ბრძანება (სსმ III, 2000 წ., №60, მუხ. 558).

30.  „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთო განყოფილების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 26 ივნისის №125 ბრძანება (სსმ III, 2000 წ., №62, მუხ. 578).

31. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 26 ივნისის №126 ბრძანება (სსმ III, 2000 წ., №62, მუხ. 579).

32. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მომსახურეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 27 ნოემბრის №327 ბრძანება (სსმ III, 2000 წ., №110, მუხ. 912).

33.  „სააღსრულებო პოლიციელის ფორმის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 იანვრის №22 ბრძანება (სსმ III, 2001 წ., №6, მუხ. 54).

34.  „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის დებულების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 18 იანვრის №25 ბრძანება (სსმ III, 2001 წ., №7, მუხ. 65).

35. „ქ. თბილისის №6 მკაცრი რეჟიმის დაწესებულების ტერიტორიაზე იუსტიციის სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა შრომითი რეაბილიტაციის სამმართველოს №6 საწარმოო უბნის შექმნის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 თებერვლის №61 ბრძანება.

36. „ქ. რუსთავის №2 საერთო რეჟიმის დაწესებულების ტერიტორიაზე იუსტიციის სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა შრომითი რეაბილიტაციის სამმართველოს №2 საწარმოო უბნის შექმნის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 თებერვლის №62 ბრძანება.

37. „ქ. თბილისში (ქიზიყის ქ. №7ა) იუსტიციის სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა შრომითი რეაბილიტაციის სამმართველოს მრავალდარგოვანი საწარმოო უბნის შექმნის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 თებერვლის №63 ბრძანება.

38. „ქ. თბილისის №1 საპყრობილის ტერიტორიაზე იუსტიციის სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა შრომითი რეაბილიტაციის სამმართველოს №10 საწარმოო უბნის შექმნის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 თებერვლის №64 ბრძანება.

39. „ქ. რუსთავის №1 საერთო რეჟიმის დაწესებულების ტერიტორიაზე იუსტიციის სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა შრომითი რეაბილიტაციის სამმართველოს №1 საწარმოო უბნის შექმნის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 თებერვლის №65 ბრძანება.

40. „საქართველოს კანონთა წიგნისა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ სარედაქციო საბჭოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 28 თებერვლის №80 ბრძანება (სსმ III, 2001 წ., №18, მუხ. 160).

41. „ქ. თბილისის №5 საერთო რეჟიმის დაწესებულების ტერიტორიაზე იუსტიციის სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა შრომითი რეაბილიტაციის სამმართველოს №5 საწარმოო უბნის შექმნის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 13 მარტის №97 ბრძანება.

42.  „ქ. თბილისში (დ. სარაჯიშვილის ქ. №102) იუსტიციის სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა შრომითი რეაბილიტაციის სამმართველოს №3 საცდელი საწარმოო უბნის შექმნის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 24 აპრილის №145 ბრძანება (სსმ III, 2001 წ., №41, მუხ. 314).

43.  „ქ. თბილისის №9 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულების ტერიტორიაზე იუსტიციის სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა შრომითი რეაბილიტაციის სამმართველოს №9 საწარმოო უბნის შექმნის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 6 ივნისის №197 ბრძანება (სსმ III, 2001 წ., №61, მუხ. 449).

44.  „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეცსახსრების ანგარიშზე შემოსული თანხების ხარჯვის ერთიანი წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 20 ივნისის №214 ბრძანება (სსმ III, 2001 წ., №69, მუხ. 503).

45. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობის, კანონშემოქმედებითი საქმიანობისა და კანონმდებლობის დეპარტმენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 9 ივლისის №227 ბრძანება (სსმ III, 2001 წ., №73, მუხ. 529).

46. „ქ. თბილისის რაიონების სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილებების ლიკვიდაციისა და განსახორციელებელი სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 20 ივლისის №273 ბრძანება (სსმ III, 2001 წ., №79, მუხ. 562).

47. „ქ. თბილისის რაიონების სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილებების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 6 აგვისტოს №294 ბრძანება (სსმ III, 2001 წ., №83, მუხ. 614).

48. „სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სატრანსპორტო განყოფილებასთან არსებული ავტოფარეხის ბაზაზე იუსტიციის სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა შრომითი რეაბილიტაციის სამმართველოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების საწარმოო უბნის შექმნის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 24 აგვისტოს №315 ბრძანება (სსმ III, 2001 წ., №92, მუხ. 667).

49. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციისა და ანალიზის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 27 აგვისტოს №318 ბრძანება.

50. „ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების №1, №2, №3, №4 და №5 განყოფილებების რეკვიზიტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 6 სექტემბრის №346 ბრძანება (სსმ III, 2001 წ., №94, მუხ. 683).

51. „საქართველოს იუსტიციის სამინიტროს უსაფრთხოების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 14 სექტემბრის №351 ბრძანება (სსმ III, 2001 წ., №99, მუხ. 721).

52. „საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეცსახსრების ანგარიშზე შემოსული თანხების ხარჯვის წესის შესახებ“ საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 20 ნოემბრის №373 ბრძანება (სსმ III, 2001 წ., №129, მუხ. 921).

53. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და მისდამი დაქვემდებარებულ უწყებებში თანამდებობაზე დასანიშნ პირთა სამედიცინო შემოწმების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 28 დეკემბრის №516 ბრძანება (სსმ III, 2001 წ., №138, მუხ. 996).

54. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობის და სამართალშემოქმედებითი დეპარტამენტის, სამართლებრივი ექსპერტიზის დეპარტამენტის, ნორმატიული აქტების რეგისტრაციის, კოდიფიკაციის და სამართლებრივი ინფორმატიზაციის დეპარტამენტისა და სამართლის ჰარმონიზაციის დეპარტამენტის დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 27 თებერვლის №75 ბრძანება (სსმ III, 2002 წ., №19, მუხ. 182).

55. „ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №1 სპეციალიზებული განყოფილების შექმნისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 1 მარტის №81 ბრძანება (სსმ III, 2002 წ., №19, მუხ. 177).

56.  „ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №1 სპეციალიზებული განყოფილების რეკვიზიტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 13 მაისის №351 ბრძანება.

57.  „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილების (სპეციალიზებული განყოფილების) ბეჭდისა და შტამპების სტანდარტული ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 25 ივლისის №636 ბრძანება (სსმ III, 2002 წ., №76, მუხ. 698).

58. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ახალგაზრდა იურისტთა საბჭოს შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 30 იანვრის №46 ბრძანება (სსმ III, 2003 წ., №8, მუხ. 80).

59. „საქართველოს მოქალაქეობის დადგენასთან, საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების დადგენასთან, ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის თაობაზე ცნობის გაცემასთან, ქორწინების რეგისტრაციის ვადის შემცირებაზე თანხმობის მიცემასთან, უცხოელისა და საქართველოს მოქალაქის ქორწინების რეგისტრაციაზე თანხმობის მიცემასთან დაკავშირებული საქმიანობისათვის დროებითი სატარიფო განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 10 თებერვლის №69 ბრძანება (სსმ III, 2003 წ., №13, მუხ. 123).

60. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის პროექტის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 13 თებერვლის №92 ბრძანება (სსმ III, 2003 წ., №13, მუხ. 125).

61. „ნოტარიუსების კანდიდატის შესარჩევი კონკურსის დანიშვნის შესახებ“ დებულების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 13 მარტის №163 ბრძანება.

62. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილებების მოსამსახურეთა ატესტაციისათვის და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილებების ვაკანტურ თანამდებობებზე საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 4 აპრილის №251 ბრძანება (სსმ III, 2003 წ., №31, მუხ. 252).

63. „ქ. რუსთავის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №1 სპეციალიზებული განყოფილების შექმნისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 29 მაისის №444 ბრძანება (სსმ III, 2003 წ., №54, მუხ. 467).

64.  „ზ. ეზუგბაიასათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 25 ივლისის №799 ბრძანება (სსმ III, 2003 წ., №81, მუხ. 726).

65. „ქ. თბილისის მერიის კულტურის სამმართველოსთან არსებული ქორწინების სახლის ლიკვიდაციისა და განსახორციელებელი სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 25 აგვისტოს №946 ბრძანება (სსმ III, 2003 წ., №93, მუხ. 798).

66. „ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №2 სპეციალიზებული განყოფილების შექმნისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 25 აგვისტოს №947 ბრძანება (სსმ III, 2003 წ., №93, მუხ. 799).

67. „ქ. თბილისის ქორწინების სახლის ლიკვიდაციისა და განსახორციელებელი სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 25 აგვისტოს №948 ბრძანება (სსმ III, 2003 წ., №93, მუხ. 800).

68. „ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №3 სპეციალიზებული განყოფილების შექმნისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 25 აგვისტოს №949 ბრძანება (სსმ III, 2003 წ., №93, მუხ. 801).

69. „ქურთისა და ერედვის თემების სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 25 მარტის №321 ბრძანება (სსმ III, 2004 წ., №33, მუხ. 801).

70. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რაიონების სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილების შექმნისა და მათი სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 22 სექტემბრის №1157 ბრძანება (სსმ III, 2004 წ., №104, მუხ. 899).

71. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 3 მაისის №748 ბრძანება.

72. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოების – საპასპორტო, მოსახლეობის რეგისტრაციისა და სამოქალაქო ატების რეგისტრაციის სამსახურების, მოსახლეობის რეგისტრაციისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამსახურების სამოქალაქო აქტების ჩანაწერებისა და რეგისტრაციის მოწმობების დასამოწმებელი ბეჭდისა და შტამპების სტანდარტული ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 2 სექტემბრის №1591 ბრძანება (სსმ III, 2005 წ., №104, მუხ.1167).

მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 გ. ქავთარაძე