დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში სამუშაოდ მივლინებული მოსამსახურისა და მისი ოჯახის წევრთა პირველადი მოწყობის ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 16/02/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 20, 21/02/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/01/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480010000.22.030.007098 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (21/02/2005 - 30/01/2006)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 480.010.000.22.030.007.098
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
ბრძანება №28
2005 წლის 16 თებერვალი
ქ. თბილისი
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში სამუშაოდ მივლინებული მოსამსახურისა და მისი ოჯახის წევრთა პირველადი მოწყობის ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ
,,დიპლომატიური სამასახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,პ” ქვეპუნქტისა და 45-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში სამუშაოდ მივლინებული მოსამსახურისა და მისი ოჯახის წევრების საყოფაცხოვრებო მოწყობისათვის ერთჯერადად გასაცემი თანხის ოდენობა განისაზღვროს ,,მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 4 აპრილის №220 ბრძანებულების №3 დანართით განსაზღვრული ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოკლევადიანი მივლინების დროს უცხოური ვალუტით ანაზღაურების დღიური ნორმების ოცდაათმაგი ოდენობით.
2. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში სამუშაოდ მივლინებული მოსამსახურისა და მისი ოჯახის წევრთა პირველადი მოწყობის ხარჯების ანაზღაურება განხორციელდეს სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.
2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ს. ზურაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები