დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში სამუშაოდ მივლინებული მოსამსახურესა და მისის ოჯახის წევრთა პირველადი მოწყობის ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ" საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2005 წლის 16 თებერვლის №28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/01/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 12, 02/02/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/01/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480.040.050.22.030.008.075 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 480.040.050.22.030.008.075
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
ბრძანება №28
2006 წლის 30 იანვარი
ქ. თბილისი
,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში სამუშაოდ მივლინებული მოსამსახურისა და მისი ოჯახის წევრთა პირველადი მოწყობის ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2005 წლის 16 თებერვლის №28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში სამუშაოდ მივლინებული მოსამსახურისა და მისი ოჯახის წევრთა პირველადი მოწყობის ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2005 წლის 16 თებერვლის №28 ბრძანების (სსმ III, 2005 წ., №20, მუხ. 197) პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში სამუშაოდ მივლინებული მოსამსახურისა და მისი ოჯახის წევრების საყოფაცხოვრებო მოწყობისათვის ერთჯერადად გასაცემი თანხის ოდენობა განისაზღვროს ,,მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულების №2 დანართით განსაზღვრული ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოკლევადიანი მივლინების დროს უცხოური ვალუტით ანაზღაურების სადღეღამისო ნორმების ორმოცდაათმაგი ოდენობით.”.
2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
გ. ბეჟუაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები