საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ

  • Word
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 196
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 28/12/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 4, 14/01/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2009
სარეგისტრაციო კოდი 480120000.22.030.011333
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
196
28/12/2007
სსმ, 4, 14/01/2008
480120000.22.030.011333
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (14/01/2008 - 30/12/2008)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 480.120.000.22.030.011.333

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №196

2007 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ  წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში  როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა  გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის  შესახებ

„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების მოწესრიგებასთან დაკავშირებული ღონისძიებების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №617 ბრძანებულების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული:

ა) „ინსტრუქცია საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ხარჯების ანაზღაურების ნორმებისა და გაანგარიშების წესის შესახებ“ (დანართი №1);

ბ) „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ მოსამსახურეთა  თანამდებობრივი მაჩვენებლები“ (დანართი №2);

გ) „ადგილსამყოფელი ქვეყნის/ქალაქის სიძვირის ადაპტირებული კოეფიციენტი“ (დანართი №3).

2. გეგმურ სავალუტო კურსად განისაზღვროს   1 აშშ დოლარი – 1,7 ლარი და 1 ევრო – 2,3 ლარი.

3. საანგარიშგებო პერიოდში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურებისათვის გაანგარიშების საბაზისო თანხა განისაზღვროს 5 650 (ხუთი ათას ექვსასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

4. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ მოსამსახურეს და მის ოჯახის წევრებს როტაციისას აუნაზღაურდებათ:

ა) მგზავრობის ღირებულება – „ეკონომ“ (ან შესაბამისი) კლასის სამგზავრო ბილეთებზე დადგენილი ტარიფების მიხედვით;

ბ) ბარგის გადაზიდვის ხარჯები – ერთ პირზე 80 კგ-ის ოდენობით, მაგრამ ოჯახზე არა უმეტეს 240 კგ-ისა, საერთო ღირებულებით არა უმეტეს ერთი „ეკონომ“ კლასის სამგზავრო ავიაბილეთის (ერთი მიმართულებით) ღირებულების 200 %-ისა.

5. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ მოსამსახურეს, რომელიც როტაციის დროს მგზავრობს მისი ან მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ავტომანქანით, ავტომანქანის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის (ასლის) წარმოდგენის საფუძველზე, ერთჯერადი გასაცემლის სახით, ეძლევა მგზავრობის საკომპენსაციო თანხა ერთი „ეკონომ“ კლასის სამგზავრო ავიაბილეთის (ერთი მიმართულებით) ღირებულების 80 %-ის ოდენობით.

6. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ მოსამსახურეს როტაციისას მისი და მისი ოჯახის წევრების პირველადი მოწყობის ხარჯებისათვის, რომელიც მოიცავს ბინის დაქირავებამდე ხარჯებს (სასტუმროს და სხვა ხარჯები), ბინის დაქირავებასთან (სატრანსპორტო, მაკლერის და სხვა ხარჯები) და პირველად საყოფაცხოვრებო მოწყობასთან (საოჯახო ინვენტარი, მოწყობილობა და სხვა) დაკავშირებულ ხარჯებს, დახმარების სახით მიეცემათ ერთჯერადი თანხა „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულების №2 დანართით განსაზღვრული ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოკლევადიანი მივლინების დროს უცხოური ვალუტით ანაზღაურების სადღეღამისო ნორმების სამოცმაგი ოდენობით.

7. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ მოსამსახურეს და მის ოჯახის წევრებს ამ ბრძანების საფუძველზე ყოველწლიურად, შვებულებასთან დაკავშირებით, აუნაზღაურდებათ:

ა) მოსამსახურეს – გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ყოველთვიური განაკვეთით კუთვნილი ერთი თვის თანხა (დანართი №1);

ბ) მოსამსახურეს და მის ოჯახის წევრებს – „ეკონომ“ (ან შესაბამისი) კლასის სამგზავრო ბილეთების (ორივე მიმართულებით) ღირებულება ნებისმიერ ქვეყანაში გასამგზავრებლად, მაგრამ მათი საერთო ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს საქართველოში მგზავრობის ღირებულებას „ეკონომ“ კლასის სამგზავრო ავიბილეთებზე (ორივე მიმართულებით) დადგენილი ტარიფების მიხედვით.

8. ნება დაერთოთ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელებს, გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში, როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ მოსამსახურეზე ავანსის სახით გასცენ ბინის დაქირავებასთან დაკავშირებული სადეპოზიტო თანხები არა უმეტეს სამი თვის ბინის ქირის ოდენობისა. საანგარიშგებო წლის ბოლოს აღნიშნული თანხის დაბრუნებაზე პასუხისმგებლობა დაეკისროს მოსამსახურეს, ხოლო კონტროლი განახორციელოს დიპლომატიური დაწესებულების ხელმძღვანელმა.

9. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ მოსამსახურეს უნარჩუნდება დაკავებული თანამდებობის შესაბამისი თანამდებობრივი სარგოს განაკვეთის 5 (ხუთი) პროცენტი.

10. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ მოსამსახურეს ეკისრება მის მიერ აღებული ნებისმიერი ვალდებულების შესრულებაზე (ბინის დაქირავება და სხვა) სრული ფინანსური და მატერიალური პასუხისმგებლობა.

11. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში სამუშაოდ მივლინებული მოსამსახურისა და მისი ოჯახის წევრთა პირველადი მოწყობის ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2005 წლის 16 თებერვლის №28 და „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 18 დეკემბრის №290 ბრძანებები.

12. წინამდებარე ბრძანებით განსაზღვრული ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა განხორციელდეს „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.

13. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი და პასუხისმგებლობა დაევალოთ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელებს.

14. ბრძანება ძალაშია 2008 წლის 1 იანვრიდან.

გ. ბეჟუაშვილი

დანართი №1

ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ხარჯების ანაზღაურების ნორმებისა და გაანგარიშების წესის შესახებ

    მუხლი 1

დაფინანსების რეგულირების კოეფიციენტების გამოანგარიშებისათვის გამოიყენება შემდეგი ძირითადი ელემენტები:

ა) კვების პროდუქტები და უალკოჰოლო სასმელები;

ბ) ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო;

გ) ფეხსაცმელი და ტანსაცმელი;

დ) ბინის დაქირავების, ექსპლუატაციის, კომუნალური და სხვა ხარჯები;

ე) ბინის ინვენტარი;

ვ) სამედიცინო დაზღვევა;

ზ) განათლების ხარჯები;

თ) სატრანსპორტო ხარჯები;

ი) კულტურულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ხარჯები;

კ) გაუთვალისწინებელი ხარჯები.

    მუხლი 2

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ხარჯების შემადგენელი ძირითადი ელემენტებია:

ა) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებული საბაზისო თანხა;

ბ) დაფინანსების რეგულირების ადაპტირებული კოეფიციენტები:

ბ.ა) ადგილსამყოფელი ქვეყნის/ქალაქის სიძვირის კოეფიციენტი (დგინდება გაეროს მიერ ყოველი წლის ნოემბერში გამოქვეყნებული ცირკულარის საფუძველზე);

ბ.ბ) ბინის ქირის ხვედრითი წილი (დგინდება გაეროს მიერ ყოველი წლის ნოემბერში გამოქვეყნებული ცირკულარის საფუძველზე).

    მუხლი 3

გაეროს დაფინანსების რეგულირების კოეფიციენტების ადაპტირების მიზნით საზღვარგარეთ საქართველოს ცალკეული დიპლომატიური დაწესებულებების დაფინანსებისათვის გამოიყენება კორექტირების შემდეგი წესები:

ა) K = K1 + 0.15

ა.ა) საქართველოს საელჩო აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში;

ა.ბ) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან;

ა.გ) საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ნიუ-იორკში.

ბ) K = K1 - 0.40

ბ.ა) საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები დსთ-ის ქვეყნებში.

გ) K = K1 + 0.10

გ.ა) საქართველოს საელჩო ისრაელის სახელმწიფოში.

დ) K = K1 - 0.15

დ.ა) საქართველოს საელჩო ბულგარეთის რესპუბლიკაში;

დ.ბ) საქართველოს საელჩო ეგვიპტისა და სირიის არაბთა რესპუბლიკებში;

დ.გ) საქართველოს საელჩო იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, ერაყისა და ლიბანის რესპუბლიკებში;

დ.დ) საქართველოს საელჩო რუსეთის ფედერაციაში.

შენიშვნა: K1 არის გაეროს დაფინანსების რეგულირების შესაბამისი კოეფიციენტი.

    მუხლი 4

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების თანხის გაანგარიშება ხორციელდება შემდეგი წესით:

ა) გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ყოველთვიური განაკვეთი (S) გაიანგარიშება ფორმულით:

S = D – T + F

სადაც:

D არის სამივლინებო თანხის პერსონალური განაკვეთი;

T – სამივლინებო თანხის პერსონალურ განაკვეთში ბინის ქირის წილი;

F – ბინის ქირის სუბსიდია.

ბ) სამივლინებო თანხის პერსონალური განაკვეთი გაიანგარიშება ფორმულით:

D = (H x A x K ) x (100+C x Q )%

სადაც:

H არის საბაზისო თანხა;

A – თანამდებობრივი მაჩვენებელი პროცენტებში;

K – ადგილსამყოფელი ქვეყნის/ქალაქის სიძვირის კოეფიციენტი;

C – ოჯახის წევრთა რაოდენობა;

Q – ადგილსამყოფელ ქვეყანაში მყოფი ოჯახის თითოეულ წევრზე პროცენტული დანამატი (Q = 7).

გ) სამივლინებო თანხის პერსონალურ განაკვეთში ბინის ქირის წილი (T) გაიანგარიშება ფორმულით:

T = D x E

სადაც:

D – სამივლინებო თანხის პერსონალური განაკვეთი;

E – ბინის ქირის ხვედრითი წილი პროცენტებში.

დ) ბინის ქირის სუბსიდია (F) გაიანგარიშება:

დ.ა) იმ შემთხვევაში, როდესაც ბინის ქირა (G) ნულის ტოლია, მაშინ ბინის ქირის სუბსიდიაც ტოლია ნულის:

G = 0 = F

დ.ბ). იმ შემთხვევაში, როდესაც G < T, მაშინ:

F = T

დ.გ). იმ შემთხვევაში, როდესაც G > T, მაშინ:

დ.გ.ა). დიპლომატიური დაწესებულების ხელმძღვანელებს აუნაზღაურდებათ სხვაობის 80%, ანუ  F = T + (G - T) x 80%, ოღონდ არა უმეტეს ბინის ქირის წილის 200%-ის – (G - T) x 80% <= 2 x T;

დ.გ.ბ) დიპლომატიური დაწესებულების დანარჩენ მოსამსახურეებს აუნაზღაურდებათ სხვაობის 50%, ანუ  F = T + (G - T) x 50%, ოღონდ არა უმეტეს ბინის ქირის წილის 100%-ის – (G - T) x 50% <= T.

5. გრძელვადიანი სამუშაო მივლინების თანხის გაანგარიშებისას გამოიყენება წინამდებარე ბრძანებით დამტკიცებული გეგმური სავალუტო კურსი.

    მუხლი 5

1. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა ან საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებული ორი ან მეტი ოჯახის წევრის შემთხვევაში ოჯახის სხვა წევრებზე დანამატს მიიღებს მხოლოდ ის, რომელიც უფრო მაღალალ თანამდებობაზეა, ხოლო ბინის დაქირავება უნდა განახორციელოს, მათ შორის, ერთ-ერთმა.

2. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებული პირის ბინის ქირის ოდენობის ან მისი ოჯახის წევრთა რაოდენობის ცვლილებისას ხორციელდება გრძელვადიანი სამუშაო მივლინების თანხის გადაანგარიშება.

3. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებული პირი ვალდებულია სამინისტროში სამი დღის ვადაში წარმოადგინოს ინფორმაცია მისი ბინის ქირის ოდენობის ან ოჯახის წევრების რაოდენობის შეცვლის შესახებ.

4. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებული პირის გრძელვადიანი სამუშაო მივლინების თანხის გადაანგარიშება განხორციელდება მისი ბინის ქირის ოდენობის ან ოჯახის წევრების რაოდენობის შეცვლის შემდეგ მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

5. გრძელვადიანი სამუშაო მივლინების თანხის გადაანგარიშების საფუძველს წარმოადგენს დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი ცნობა სათანადო დამადასტურებელი დოკუმენტებით.

დანართი 2

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ მოსამსახურეთა  თანამდებობრივი მაჩვენებლები

 

თანამდებობის  დასახელება

მაჩვენებელი პროცენტებში

1

2

3

1

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მუდმივი წარმომადგენელი საერთაშორისო ორგნიზაციებში, დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი

100

2

გენერალური კონსული

80

3

საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე, მისიის ხელმძღვანელის მოადგილე

75

4

უფროსი მრჩეველი, კონსული

70

5

მრჩეველი, ფინანსური მენეჯერი, მთავარი ბუღალტერი

65

6

ვიცე-კონსული, პირველი მდივანი

60

7

მეორე მდივანი

55

8

მესამე მდივანი, ატაშე, რეფერენტი

50

9

კანცელარიის გამგე, სამეურნეო ნაწილის გამგე

45

10

მძღოლი

40

 

ანართი  3

ადგილსამყოფელი ქვეყნის/ქალაქის სიძვირის ადაპტირებული კოეფიციენტი

დიპლომატიური დაწესებულების დასახელება

ადგილსამყოფელი ქვეყნის/ქალაქის სიძვირის ადაპტირებული

კოეფიციენტი

ბინის ქირის ხვედრითი წილი პროცენტებში

1

2

3

4

1

საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან

1.667

21

2

საქართველოს საელჩო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში

1.109

24

3

საქართველოს საელჩო აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში

1.618

28

4

საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგში და ევროკავშირთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა

1.647

18

5

საქართველოს საელჩო ბულგარეთის რესპუბლიკაში

1.264

14

6

საქართველოს საელჩო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში

1.702

28

7

საქართველოს საელჩო დანიისა და ნორვეგიის სამეფოებში

1.805

26

8

საქართველოს საელჩო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში და ირლანდიის რესპუბლიკაში

1.879

30

9

საქართველოს საელჩო ეგვიპტისა და სირიის არაბთა რესპუბლიკებში

1.193

21

10

საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში, ალბანეთის რესპუბლიკაში, ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში

1.473

20

11

საქართველოს საელჩო თურქმენეთსა და ავღანეთში

1.257

11

12

საქართველოს საელჩო ირანის ისლამურ რესპუბლიკაში

1.360

24

13

საქართველოს საელჩო ისრაელის სახელმწიფოში

1.521

20

14

საქართველოს საელჩო იაპონიაში

1.995

29

15

საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში, მალტასა და სანმარინოში და ქ. რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან (FAO, IFAD, WFP) საქართველოს წარმომადგენლობა

1.686

22

16

საქართველოს საელჩო იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, ერაყისა და ლიბანის რესპუბლიკებში

1.184

16

17

საქართველოს საელჩო კვიპროსის რესპუბლიკაში

1.478

20

18

საქართველოს საელჩო ლიტვის რესპუბლიკაში

1.407

19

19

საქართველოს საელჩო პოლონეთის რესპუბლიკაში

1.504

21

20

საქართველოს საელჩო რუსეთის ფედერაციაში

1.598

27

21

საქართველოს საელჩო რუმინეთის და მოლდოვას რესპუბლიკებში

1.411

21

22

საქართველოს საელჩო საბერძნეთისა და ხორვატიის რესპუბლიკებში

1.516

17

23

საქართველოს საელჩო საფრანგეთსა და პორტუგალიაში და მუდმივი წარმომადგენლობა იუნესკოში

1.712

23

24

საქართველოს საელჩო სლოვაკიისა და სლოვენიის რესპუბლიკებში

1.557

20

25

საქართველოს საელჩო სომხეთის რესპუბლიკაში

1.009

19

26

საქართველოს საელჩო უზბეკეთისა და ტაჯიკეთის რესპუბლიკებში

0.898

22

27

საქართველოს საელჩო უკრაინაში

1.083

28

28

საქართველოს საელჩო ყაზახეთისა და ყირგიზეთის რესპუბლიკებში

1.055

19

29

საქართველოს საელჩო შვეიცარიის კონფედერაციაში - ჟენევაში გაეროს განყოფილებასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა

1.743

23

30

საქართველოს საელჩო შვედეთის სამეფოსა და ფინეთის რესპუბლიკაში

1.600

24

31

საქართველოს საელჩო ესპანეთის სამეფოში

1.603

23

32

საქართველოს საელჩო  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში

1.512

23

33

საქართველოს საელჩო ჩეხეთის რესპუბლიკაში

1.577

23

34

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან

1.819

29

35

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ევროპის საბჭოსთან

1.712

23

36

საქართველოს საელჩო წმინდა საყდართან (ვატიკანში)

1.686

22

37

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ნატოსთან

1.647

18

38

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ოდესაში

1.083

28

39

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. სტამბოლში

1.473

20

40

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ტრაპიზონში

1.473

20

41

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. სალონიკში

1.516

17

42

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ნიუ-იორკში

1.819

29

43

საქართველოს საელჩო ინდოეთის რესპუბლიკაში

1.395

24

44

საქართველოს საელჩო ნიდერლანდების სამეფოში

1.630

25

45

საქართველოს საელჩო ქუვეითის სახელმწიფოში, საუდის არაბეთის სამეფოში, ბაჰრეინის სამეფოში, კატარის სახელმწიფოში, ომანის სასულთნოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში

1.354

18

46

საქართველოს საელჩო ლატვიის რესპუბლიკაში

1.470

21

47

საქართველოს საელჩო ესტონეთის რესპუბლიკაში

1.380

20

48

საქართველოს საელჩო ბელარუსის რესპუბლიკაში

1.073

22

49

საქართველოს საელჩო უნგრეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში

1.598

24

50

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. დუბაიში

1.561

31