დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/209 „სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გადაცემის წესის შესახებ დებულების” დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/209 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 19/11/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 136, 25/11/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/06/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030040.22.024.006867 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (25/11/2004 - 08/02/2006)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.040.22.024.006.867
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/209
2004 წლის 19 ნოემბერი
ქ. თბილისი
„სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გადაცემის წესის შესახებ დებულების” დამტკიცების თაობაზე
„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 11 მაისის №203 ბრძანებულებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საწარმოთა მართვის სააგენტოს დებულების” მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „დ” ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული დებულება „სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გადაცემის წესის შესახებ” და დანართები (№1, №2).
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გადაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 2000 წლის 27 მარტის №1-3/198 ბრძანება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 2000 წ., №28).
3. დაევალოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაბამის სამსახურს ამ ბრძანების საქართველოს იუსტიციის სამინისტროში დადგენილი წესით რეგისტრაცია და მისი გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნესა” და გაზეთ „მესაკუთრეში”.
4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბენდუქიძე
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გადაცემის წესის შესახებ
ეს დებულება შემუშავებულია „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 11 მაისის №203 ბრძანებულებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საწარმოთა მართვის სააგენტოს დებულების” მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „დ” ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების” მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე და აწესრიგებს სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების (შემდგომში – საწარმოები) ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების გან-კარგვისა და გადაცემის პროცესს.
საწარმოთა ბალანსზე რიცხულ „ძირითად საშუალებებში” არსებული ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების განკარგვის საკითხი რეგულირდება საქართველოს კანონით „ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების სახელმწიფო კონტროლის, ანალიზისა და დადამღვის შესახებ”.
მუხლი 1. ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გადაცემის ფორმები
1. საწარმოების ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს:
ა. ბალანსიდან ჩამოწერა (მათ შორის, ვადაზე ადრე);
ბ. რეალიზება;
გ. ძირითადი საშუალებების საწარმოს საწესდებო კაპიტალიდან ამოღება და/ან სხვა საწარმოს საწესდებო კაპიტალში შეტანა.
2. სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ძირითადი საშუალებების დროებით სარგებლობაში გადაცემა შესაძლებელია იჯარით, ქირავნობით, სასყიდლიანი უზუფრუქტით და თხოვებით.
3. სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოსთან” შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული განკარგვისა და გადაცემის სხვა ფორმებიც.
მუხლი 2. ძირითადი საშუალებების ბალანსიდან ჩამოწერა (მათ შორის, ვადაზე ადრე)
1. ძირითადი საშუალებების ჩამოწერა ხდება საწარმოს ხელმძღვანელის წარდგინებით, საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს (სადაც არ არის შექმნილი სამეთვალყურეო საბჭო – პარტნიორთა კრების) გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოსთან” წერილობითი შეთანხმებით, ხოლო ვადამდე ჩამოწერის შემთხვევაში, სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტო” საკითხს ასევე ათანხმებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან.
2. ძირითადი საშუალებების ბალანსიდან ჩამოწერის მიზნით საწარმოს ხელმძღვანელი შესაბამისი ბრძანებით ქმნის კომისიას, რომელშიც შედიან საწარმოს ხელმძღვანელები, ბუღალტერი და სხვა თანამშრომლები. კომისიის წევრი შესაძლებელია იყოს მოწვეული პირიც. კომისია სწავლობს ამორტიზებული ან ექსპლოატაციისათვის გამოუყენებელი (ვადაზე ადრე ჩამოწერა) ძირითადი საშუალების ფაქტიურ ფიზიკურ მდგომარეობას, ასაბუთებს ძირითადი საშუალების საწარმოს ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ადგენს ლიკვიდაციის (ჩამოწერის) აქტს ყველა ძირითად საშუალებაზე ცალ-ცალკე. ასევე ამზადებს ძირითადი საშუალებების ჩამოსაწერი ღირებულების დადგენის აქტს, ამ დებულებაზე თანდართული ტიპური აქტების ფორმის შესაბამისად (დანართი №1, დანართი №2) და ჩამოწერის შემდგომ დარჩენილი ქონების ღირებულების დადგენის აქტს. კომისია აფასებს ბალანსიდან ძირითადი საშუალებების ჩამოწერის შედეგად მიღებულ ვარგის ნაწილებს და საწარმოო მარაგების სახით აჰყავს ბალანსზე. საწარმოს ხელმძღვანელი უზრუნველყოფს ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებების ჩამოსაწერი და ჩამოწერის შემდგომ დარჩენილი ქონების ღირებულებების დადგენის აქტების შემოწმებასა და დამტკიცებას შესაბამისი ლიცენზიის მქონე აუდიტორის მიერ, რის შემდეგაც იგი ამტკიცებს საწარმოს ბალანსიდან ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებების ლიკვიდაციის (ჩამოწერის) აქტს და ძირითადი საშუალებების ჩამოსაწერი და ჩამოწერის შემდგომ დარჩენილი ქონების ღირებულებების დადგენის აქტებს.
3. დაუმთავრებელი მშენებლობის ან ექსპლოატაციისათვის გამოუსადეგარი შენობა-ნაგებობის ჩამოწერისას საჭიროა შესაბამისი სერტიფიკატის მქონე ექსპერტის დასკვნა.
4. ძირითადი საშუალებების ჩამოწერის შედეგად მიღებული ჯართის რეალიზება უნდა განხორციელდეს აუქციონის ან კონკურსის ფორმით. რეალიზებიდან მიღებული თანხა ირიცხება საწარმოს ანგარიშზე.
5. აუქციონის ან კონკურსის ორგანიზებას ახორციელებს საწარმოში შექმნილი სააუქციონო (საკონკურსო) კომისია.
6. ჩამოწერის მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია საწარმოს დირექტორი.
მუხლი 3. ძირითადი საშუალებების რეალიზება
1. ძირითადი საშუალებების რეალიზება ხდება საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს (სადაც არ არის შექმნილი სამეთვალყურეო საბჭო, პარტნიორთა კრების) გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოსთან” შეთანხმებით, რომელიც ამ საკითხს თავის მხრივ ათანხმებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან. ამასთან, საწარმოს ხელმძღვანელობა ვალდებულია სხვა მონაცემებთან ერთად სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოში” შესათანხმებლად წარმოადგინოს საკონკურსო (სააუქციონო) პირობები.
2. ძირითადი საშუალებების რეალიზება ხორციელდება აუქციონის ან კონკურსის ფორმით.
3. აუქციონის ან კონკურსის ორგანიზებას ახორციელებს საწარმოს ხელმძღვანელობა.
4. ძირითადი საშუალებების რეალიზებიდან მიღებული თანხა ირიცხება საწარმოს ანგარიშზე.
5. ძირითადი საშუალებების რეალიზებიდან მიღებული თანხის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას, სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოსთან” შეთანხმებით, იღებს საწარმოს სამეთვალყურეო საბჭო (სადაც არ არის შექმნილი სამეთვალყურეო საბჭო, პარტნიორთა კრება).
6. ძირითადი საშუალებების აუქციონისა და კონკურსის გარეშე რეალიზაციაზე გადაწყვეტილების მიღება დასაშვებია როგორც გამონაკლისი, მხოლოდ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამი-ნისტროს წერილობითი თანხმობის საფუძველზე, სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოს” მიერ.
მუხლი 4. ძირითადი საშუალებების საწარმოს საწესდებო კაპიტალიდან ამოღება და/ან სხვა საწარმოს საწესდებო კაპიტალში შეტანა
1. გადაწყვეტილებას საწარმოს საწესდებო კაპიტალში ცვლილებების შეტანის შესახებ იღებს პარტნიორთა (აქციონერთა საერთო) კრება სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოსთან” შეთანხმებით, რომელიც ამ საკითხს ასევე ათანხმებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინიტროსთან.
2. საწარმოს საწესდებო კაპიტალში ცვლილებების შეტანა საჭიროებს შესაბამისი ლიცენზიის მქონე აუდიტორის მიერ დამოწმებულ აუდიტორულ დასკვნას.
3. საწარმოს მიერ სხვა საწარმოთა საწესდებო კაპიტალში ქონებრივი შენატანის განხორციელება ხდება პარტნიორთა (აქციონერთა საერთო) კრების გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოსთან” შეთანხმებით, რომელიც ამ საკითხს ათანხმებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან.
მუხლი 5. ძირითადი საშუალებების დროებით სარგებლობაში (იჯარით, ქირავნობით, სასყიდლიანი უზუფრუქტით, თხოვებით და სხვ.) გაცემა
1. ძირითადი საშუალებების იჯარით, ქირავნობით ან სასყიდლიანი უზუფრუქტით გაცემა ხორციელდება კონკურსის ან აუქციონის წესით, სამეთვალყურეო საბჭოს (სადაც არ არის შექმნილი სამეთვალყურეო საბჭო, დირექტორის) გადაწყვეტილების საფუძველზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გასაცემი ფართი აღემატება 50მ2-ს და/ან შეადგენს იმ ქონების (შენობის, მიწის ნაკვეთის და ა.შ.) საერთო ფართის 10%-ზე მეტს, რომელშიც გასაცემი ფართია განთავსებული, აღნიშნული ფართის გაცემა წინასწარ საჭიროებს ს.ს.ი.პ. „საწარმოთა მართვის სააგენტოსთან” შეთანხმებას, რომელიც ამ საკითხს ასევე ათანხმებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან. ასეთი შეთანხმება საჭიროა იმ შემთხვევაშიც, თუ წლის განმავლობაში დროებით სარგებლობაში გასაცემი მოძრავი ძირითადი საშუალებების (საშუალების) საერთო საბალანსო ღირებულება აღემატება საწარმოს მთლიანი ქონების საბალანსო ღირებულების 5%-ს. საწარმოს ხელმძღვანელობა ვალდებულია სხვა მონაცემებთან ერთად სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოში” შესათანხმებლად წარმოადგინოს საკონკურსო (სააუქციონო) პირობებიც.
2. იმ ძირითადი საშუალებების დროებით სარგებლობაში გადაცემა, რომელთათვისაც ნორმატიული აქტით დამტკიცებულია დროებით სარგებლობაში გადაცემის ღირებულება (ტარიფი), არ საჭიროებს სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოსთან” და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებას, კონკურსის ან აუქციონის მოწყობას და ხორციელდება საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს (სადაც არ არის შექმნილი სამეთვალყურეო საბჭო, დირექტორის) გადაწყვეტილების საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. ძირითადი საშუალებების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დატვირვის სხვა ფორმებით გაცემისას ასევე გამოიყენება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, გარდა თხოვების ფორმით გაცემისა, რომელიც ხორციელდება სამეთვალყურეო საბჭოს (სადაც არ არის შექმნილი სამეთვალყურეო საბჭო, დირექტორის) გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოსთან” შეთანხმებით, რომელიც ამ საკითხს, თავის მხრივ, ათანხმებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან და არ საჭიროებს კონკურსის ან აუქციონის მოწყობას.
4. საწარმოს ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებები, ასევე აუქციონისა და კონკურსის მოწყობის გარეშე, დროებით სარგებლობაში, შეიძლება გადაეცეს იმ სახელმწიფო საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფლებისა და ადგილობრივი მმართველობის (თვითმმართველობის) ორგანოებს, საქვეუწყებო დაწესებულებებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, რომელთა დაფინანსება ხორ-ციელდება სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან. აღნიშნული საჭიროებს შეთანხმებას სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოსთან”, რომელიც ამ საკითხს, თავის მხრივ, ათანხმებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან.
5. საწარმოს პრივატიზების შემთხვევაში საწარმოს მყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს საწარმოს პრივატიზებამდე საწარმოს ძირითადი საშუალებების დროებით სარგებლობაში გადაცემის ურთიერთობები (ხელშეკრულებები) ყოველგვარი კომპენსაციებისა და ჯარიმების გადახდის გარეშე, რაც ძირითადი საშუალებების დროებით სარგებლობაში გაცემის ერთ-ერთი ძირითადი პირობაა და უნდა მიეთითოს ძირითადი საშუალებების დროებით სარგებლობაში გაცემის საკონკურსო (სააუქციონო) და სახელშეკრულებო პირობები.
6. საწარმოს ხელმძღვანელობა ვალდებულია, სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოში” სისტემატურად წარადგინოს ინფორმაცია ძირითადი საშუალებების დროებით სარგებლობაში გადაცემის შედეგებისა და გადაცემული ქონების მდგომარეობის შესახებ.
მუხლი 6. კონკურსი და აუქციონი
1. ამ დებულებით გათვალისწინებული კონკურსის ან აუქციონის ორგანიზებისას გამოიყენება საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 1999 წლის 31 მარტის №1-3/150 და №1-3/151 ბრძანებებით დამტკიცებული, შესაბამისად – „სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების” და „სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების” შესაბამისი მუხლები კონკურსის ან აუქციონის შესახებ.
2. კონკურსში ან აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს.
მუხლი 7. ძირითადი საშუალებების ღირებულების განსაზღვრა
ძირითადი საშუალებების ღირებულების განსაზღვრისას გამოიყენება „საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №671 ბრძანებულება.
მუხლი 8. სხვა დებულებები
1. ამ დებულების საფუძველზე წარმოშობილი სადავო საკითხები განიხილება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, მისი გაუქმება ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დანართი №1
ძირითად საშუალებათა პასიური ნაწილის (შენობა-ნაგებობათა და გადასაცემ მოწყობილობათა) ჩამოსაწერი ღირებულების დადგენის
ა ქ ტ ი
20.. წლის 1 ––––––––––––– მდგომარეობით
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(საწარმოს, ობიექტის, ორგანიზაციის დასახელება)
| № | ძირითადი საშუალების დასახელება | ექსპლუატაციაში შესვლის წელი | ექსპლუატაციაში ყოფნის ვადა | საწყისი (საბალანსო) ღირბა | გადაფასების ინდ. (კოეფ.) | აღდგენითი ღირებულება | საამორტ.ანარიცხის ნორმა ძირ.ფონდის სრულ აღდგენაზე | ||||||
| შეძენილი 01.10.92 წ-მდე ათ. მან | შეძენილი 01.10.92 წ-დან -01.04.93 წ-მდე ათ. მან. | შეძენილი ათ. კუპ. | შეძენილი ლარებში | 1992 წ. 14 სექტემბრის დადგენილე- ბით №926 | 1993 წ. 23 დეკემბრის დადგენილე-ბით №933 | 1995 წ. 16 მაისის დადგენილე-ბით №263 | ათ. კუპ. | გრ12/1000 ლარებში | |||||
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| სულ |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
(გაგრძელება)
| ცვეთა | ნარჩენი ღირებულება გადაფასებამდე ლარებში | გადაფასების კოდი | გადაფასების კოეფიციენტი საქართ- ველოს პრეზიდენტის 09.07.97 წ. ბრძანებულებით №295 | ღირებულება ლარებში გადაფა- სების შემდეგ | ახალი საამორტ. ანარიცხის ნორმა ძირ. ფონდის სრულ აღდგენაზე | ფიზიკური ცვეთა ახალი ნორმებით | ნარჩენი ღირ-ბა | |||||||
| ბუღალტ-რული % | ფაქტიური მდგომარეო-ბის % | ლარებში | ||||||||||||
| ბუღალტრუ-ლი ცვე- თის % | ფაქტიური მდგომარეო-ბის მიხედ-ვით % | საბოლოო ცვეთის % | ლარებში | ლარებში | აშშ დოლარებში | |||||||||
| 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
შენიშვნა: 1. ქონების საბაზრო ფასით განსაზღვრა უნდა მოხდეს საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის 18.07.97 წ. №79–ს ბრძანების ”საქართველოს ეროვნული მეურნეობის ძირითადი ფონდების გადაფასების შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად.
2. ძირითადი ფონდების ღირებულების გაანგარიშებისას გრ. 21 – დან გრ. 25-ის ჩათვლით ძალაში შედის 1998 წლის 1 ივლისიდან.
კომისიის წევრები: 1. ვამტკიცებ დირექტორი ვადასტურებ
2.
3. ბ.ა ბ.ა
4.
5.
დანართი№2
ძირითად საშუალებათა აქტიური ნაწილის (მანქანა-დანადგარების და სხვა ) ჩამოსაწერი ღირებულების დადგენის
ა ქ ტ ი
2000 წლის 1 ––––––––––––– მდგომარეობით
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(საწარმოს, ობიექტის, ორგანიზაციის დასახელება)
| № | ძირითადი საშუალების დასახელება | ექსპლუატა-ციაში შესვლის წელი | ექსპლუატა-ციაში ყოფნის ვადა | საწყისი (საბალანსო) ღირ–ბა | გადაფასების ინდ. (კოეფ.) | აღდგენითი ღირებულება | საამორტ.ანარიცხის ნორმა ძირ. ფონდის სრულ აღდგენაზე | ||||||
| შეძენილი 01.10.92 წ-მდე ათ. მან | შეძენილი 01.10.92 წ-დან - 01.04.93 წ-მდე ათ. მან. | შეძენილი ათ. კუპ. | შეძენილი ლარებში | 1992 წ.14 სექტემბრის დადგენილე- ბით №926 | 1993 წ.23 დეკემბრის დადგენილე-ბით №933 | 1995 წ.16 მაისის დად გენილებით №263 | ათ კუპ | გრ12/1000 ლარებში | |||||
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| სულ |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
(გაგრძელება)
| ცვეთა | ნარჩენი ღირებულე ბა გადაფასებამდე ლარებში | გადა ფასების კოდი | გადაფასების კოეფი- ციენტი საქართველოს პრეზიდენტის 09.07.97 წ. ბრძანებულებით №295 | ღირებულება გადაფასების შემდეგ | ახალი საამორტ.. ანარიცხის ნორ მა ძირ. ფონდის სრულ აღდგენაზე | ფიზიკური ცვეთა ახალი ნორმებით | ნარჩენი ღირბა |
| ||||||
| ბუღალტ- რული % | ფაქტიური მდგო მარეობის % | ლარებში | ||||||||||||
| ბუღალტრუ-ლი ცვე- თის % | ფაქტიური მდგომარეო-ბის მიხედ-ვით % | საბოლოო ცვეთის % | ლარებში | ლარებში | აშშ დოლარებში | |||||||||
| 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
შენიშვნა: 1. ქონების საბაზრო ფასით განსაზღვრა უნდა მოხდეს საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის 18.07.97 წ. №79 – ს ბრძანების ”საქართველოს ეროვნული მეურნეობის ძირითადი ფონდების გადაფასების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად.“
2. ძირითადი ფონდების ღირებულების გაანგარიშებისას გრ. 21-დან გრ. 25-ის ჩათვლით ძალაში შედის 1998 წლის 1 ივლისიდან
კომისიის წევრები: 1. ვამტკიცებ დირექტორი ვადასტურებ
2.
3. ბ.ა ბ.ა
4.
5.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები