“სახელმწიფო 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გადაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004 წლის 19 ნომებრის №1-1/209 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ"

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1-1/97
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 08/02/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 18, 09/02/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 11/06/2007
სარეგისტრაციო კოდი 040.030.040.22.024.008.149
  • Word
1-1/97
08/02/2006
სსმ, 18, 09/02/2006
040.030.040.22.024.008.149
“სახელმწიფო 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გადაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004 წლის 19 ნომებრის №1-1/209 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ"
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი  040.030.040.22.024.008.149

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/97

2006 წლის 8 თებერვალი

ქ. თბილისი

 ,,სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გადაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004 წლის 19 ნოემბრის №1-1/209 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინის­ტრის 2004 წლის 19 ნოემბრის №1-1/209 ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობ­რივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გადა­ცემის წესის შესახებ დებულების” (სსმ III, 2004 წ., №136):

ა) მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. საწარმოს პრივატიზების შემთხვევაში საწარმოს მყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს საწარმოს პრივატი­ზე­ბამდე საწარმოს ძირითადი საშუალებების დროებით სარგებლობაში გადაცემის ურთიერთობები (ხელშეკრულებები), რაც ძირითადი საშუალებების დროებით სარგებლობაში გაცემის ერთ-ერთი ძირითადი პირობაა და უნდა მიეთითოს ძირითადი საშუალებების დროებით სარგებლობაში გაცემის საკონკურსო (სააუქ­ციონო) და სახელშეკრულებო პირობებში. ეს პირობა შესაძლებელია არ იქნეს გათვალისწინებული მხოლოდ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინის­ტროს წინასწარი თანხმობის შემთხვევაში.”.

ბ) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ამ დებულებით გათვალისწინებული კონკურსის ან აუქციონის ორგანიზებისას გამოიყენება ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტების საფუძველზე დამტკიცებული ,,სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების” და ,,სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივა­ტიზების შესახებ დებულების” შესაბამისი მოთხოვნები, ამასთან, აღნიშნული დებულებებისაგან განსხვავებით, საწარმოს მიერ კონკურსი ან აუქციონი უნდა გამოც­ხადდეს კონკურსის ან აუქციონის ჩატარებამდე არანაკ­ლებ 2 კვირით ადრე.”.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. ჩოგოვაძე