დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004 წლის 19 ნოემბრის №1-1/209 ბრძანებით დამტკიცებულ “სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილოვბრიივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გადაცემის წესის შესახებ დებულებაში" ცვლილებების შეტანის შესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/759 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 08/08/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 109, 16/08/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/06/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.040.22.024.009.069 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.040.22.024.009.069
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/759
2006 წლის 8 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004 წლის 19 ნოემბრის №1-1/209 ბრძანებით დამტკიცებულ „სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გადაცემის წესის შესახებ დებულებაში” ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად და სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. შევიდეს ცვლილება საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004 წლის 19 ნოემბრის №1-1/209 ბრძანებით (სსმ III, 2004 წ. №136) დამტკიცებულ „სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გადაცემის წესის შესახებ“ დებულების:
ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ძირითადი საშუალებების ჩამოწერა ხდება საწარმოს ხელმძღვანელის წარდგინებით, საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს (სადაც არ არის შექმნილი სამეთვალყურეო საბჭო – პარტნიორთა კრების) გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოსთან“ წერილობითი შეთანხმებით.“;
ბ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტს დაემატოს 11 პუნქტი:
„11. სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ბალანსზე რიცხული ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემა არ საჭიროებს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებას იმ შემთხვევაში, თუ ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემის ხელშეკრულებაში ჩადებული იქნება პირობა, რომლის მიხედვითაც, საწარმოს გასხვისების შემდგომ მესაკუთრეს ექნება შესაძლებლობა მოშალოს საზოგადოების პრივატიზებამდე ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემაზე გაფორმებული ყველა ხელშეკრულება.
2. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. ჩოგოვაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები