საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №369 მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო ცენტრის შესახებ

  • Word
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №369 მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო ცენტრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 369
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 28/12/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი
ძალის დაკარგვის თარიღი 08/05/2006
სარეგისტრაციო კოდი 000000410.01(2).004.000007
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
369
28/12/1999
ვებგვერდი
000000410.01(2).004.000007
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №369 მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო ცენტრის შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (02/08/2018 - 05/05/2006)

სახელმწიფო სარეგისტრაციო  კოდი                       410.012.004.007

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №369

1999 წლის 28 დეკემბერი

ქ.თბილისი

მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო ცენტრის შესახებ

„პატიმრობის შესახებკანონის 97-ე მუხლის „ბ. ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო ცენტრის თანდართული დებულება.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2000 წლის 1 იანვრიდან.

ჯ. ხეცურიანი                                         

მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო ცენტრის დებულება

თავი I. ზოგადი დებულებები

1. მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) წარმოადგენს სასჯელაღსრულების დაწესებულების სტრუქტურულ ერთეულს.

2. ცენტრის მიზანია მსჯავრდებულთა ადაპტაციისათვის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება.

3. ცენტრის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი სასჯელაღსრულების დეპარპტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით.

4. ცენტრის საშტატო განრიგს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

5. ცენტრის საჯარო მოსამსახურეთა სამსახურში მიღება ხდება საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

6. ცენტრის საჯარო მოსამსახურეები სარგებლობენ სასჯელაღსრულების დაწესებულების მოსამსახურეთათვის დადგენილი ყველა შეღავათით.

თავი II. ცენტრის ამოცანები და ფუნქციები

7. ცენტრის ამოცანებია:

ა) იმ მსჯავრდებულებთან სარეაბილიტაციო სამუშაოს ჩატარება, რომელთაც სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებამდე დარჩათ ერთი წელი;

ბ) იმ მსჯავრდებულებთან სარეაბილიტაციო სამუშაოს ჩატარება, რომლებიც პირობით ვადამდე გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან;

გ) სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სასჯელის ვადის მოხდის შემდეგ გათავისუფლებულ პირებთან სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება.

8. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სასჯელის ვადის მოხდის შემდეგ გათავისუფლებულ პირებთან ცენტრი სარეაბილიტაციო სამუშაოს ატარებს გათავისუფლებიდან ერთი წლის განმავლობაში.

9. მსჯავრდებულთა ადაპტაციისა და მათი შემდგომი რეაბილიტაციის მიზნით;

ა) ცენტრი თანამშრომლობს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან და მსჯავრდებულთა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებთან;

ბ) ცენტრის თანამშრომლები ატარებენ სისტემატურ შეხვედრებს ამ დებულების მე-7 პუნქტით განსაზღვრულ მსჯავრდებულებთან და ამავე პუნქტის გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებთან;

გ) ცენტრის თანამშრომლები, მსჯავრდებულთა გათავისუფლების შემდეგ, ატარებენ სასჯელაღსრულებითი დაწესებულებიდან მათი შრომითი მოწყობისათვის აუცილებელ ღონისძიებებს;

დ) ცენტრის თანამშრომლები ატარებენ ღონისძიებებს სარეაბილიტაციო პირთა მიერ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გასაცნობად;

ე) ცენტრის თანამშრომლები ეხმარებიან ახლობლებთან შეხვედრის ორგანიზებაში;

ვ) ცენტრის თანამშრომლები მონაწილეობენ სარეაბილიტაციო პირთათვის კულტურული ღონისძიებების ორგანიზებასა და ჩატარებაში.

10. ცენტრი ატარებს სარეაბილიტაციო პირთათვის საჭირო კონსულტაციებს, რისთვისაც უფლებამოსილია მოიწვიოს შესაბამისი დარგის სპეციალისტები.

11. ცენტრი განიხილავს სარეაბილიტაციო პირთა განცხადებებს კომპეტენციის ფარგლებში და თავის რეკომენდაციას აძლევს შესაბამის ორგანოებს.

12. ცენტრის რეკომენდაციას ხელს აწერს ცენტრის უფროსი.

13. ცენტრის უფროსს უფლება აქვს სასჯელაღსრულებითი დაწესებულებიდან გათავისუფლებულ პირზე გასცეს სარეკომენდაციო დახასიათება.

14. ცენტრი თავისი მუშაობის შესახებ ინფორმაციას საჭიროებისამებრ, მაგრამ წელიწადში ორჯერ მაინც, აწვდის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს და საქართველოს იუსტიციის მინისტრს.

თავი III. დასკვნითი დებულებები

15. ამ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.