„საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის მიერ შემოწმების მოწყობის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • Word
„საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის მიერ შემოწმების მოწყობის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 10/01/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 6, 17/01/2002
ძალის დაკარგვის თარიღი 18/07/2005
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
8
10/01/2002
სსმ, 6, 17/01/2002
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის მიერ შემოწმების მოწყობის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (17/01/2002 - 07/06/2002)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №8

2002 წლის 10 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის მიერ შემოწმების მოწყობის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის მიერ „მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ“, „მომხმარებელთა უფლებების  დაცვის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონებსა და კანონქვემდებარე ნორ­მატიული აქტების სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის სრულყოფისა და სამართლებრივი რეგლამენტაცის მიზნით:

1. დამტკიცდეს „საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპო­ლიური სამსახურის მიერ შემოწმების მოწყობის შესახებ“ თანდართული ინსტრუქცია.

2. საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიურმა სამ­სახურმა წარმოადგინოს წინადადებები საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული საქარ­თველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის ინსტიტუ­ციონალური სრულყოფისა და სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ.

ე. შევარდნაძე

ინსტრუქცია

საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის მიერ შემოწმების მოწყობის შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. ინსტრუქციის მიზანი და რეგულირების სფერო

1. ეს ინსტრუქცია შემუშავებულია ანტიმონოპოლიური, მომ­ხმარებელთა უფლებების დაცვისა და რეკლამის შესახებ კანონ­მდებლობების, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა, ზოგადი ადმინისტრაციული და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსების, „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული საქართველოს სახელმწიფო ანტი­მონოპოლიური სამსახურის დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივნისის №248 ბრძანებულების მოთხოვნების გათვალისწინებით.

2. ამ ინსტრუქციის მიზანია:

ა) საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის (შემდგომში – სამსახურის) ადმინისტრაციული და კონტროლის კომპე­ტენციებისა და ფარგლების განსაზღვრა ანტიმონოპოლიური, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და რეკლამის შესახებ კანონმდებლობების სფეროში;

ბ) სამართალდარღვევათა გამოვლენა, თავიდან აცილება, აღკვეთა და ადმინისტრაციული სახდელის დადების ღონისძიებებისა და ადმი­ნისტრაციული პროცედურების სწორად, ორგანიზებულად და ეფექტიანად განხორციელების უზრუნველყოფა, აგრეთვე მათი ჩადენის ხელშემწყობი მიზეზებისა და პირობების გამოვლენა.

3. ამ ინსტრუქციის მოთხოვნათა შესრულება სავალდებულოა სამსახურის თანამშრომლებისათვის. ამ სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევს კანონ­მდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

4. დაუშვებელია, რომ სამსახურმა განმეორებით მოახდინოს ეკონომიკური აგენტის საქმიანობის შემოწმება იმავე საკითხთან დაკავშირებით, რომლის გამო ამ ეკონომიკური აგენტის საქმიანობა უკვე შეამოწმა სამსახურის რომელიმე სტრუქტურულმა ერთეულმა. ეს შეზღუდვა არ მოიცავს იმ შემთხვევას, როდესაც ეკონომიკური აგენტი ერთსა და იმავე სამართალდარღვევას განმეორებით ჩადის, ანდა არსებობს შემოწმების ფორმალური და იმის ვარაუდის საფუძვლები, რომ შემოწმების შემდეგ მან სამართალდარღვევა ჩაიდინა ან განმეორებით ჩაიდინა.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტებანი

ამ ინსტრუქციის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობანი:

ა) „მოსამართლის ბრძანება“ – „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII1 თავის მოთხოვნათა შესაბამისად სამსახურის მიერ მოსამართლისაგან მისაღები (მიღებული) ნებართვა, რომლითაც სამსახური უფლებამოსილი ხდება თავისი კომპეტენციის ფარგლებში კონტროლი გაუწიოს ეკონომიკური აგენტის სამეწარმეო საქმიანობას;

ბ) „სამსახურის ბრძანება შემოწმების შესახებ“ – სამსახურის უფროსის ან სამსახურს დაქვემდებარებული შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის (აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ანტიმონოპოლიური სამსახურები, ასევე სამსახურის აღმოსავლეთი, დასავლეთი და ცენტრალური სამმართველოები) უფროსის, ხოლო მათი არყოფნის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებლის მიერ ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის შესაბამისად გაცემული ბრძანება;

გ) „სამართალდარღვევა“ – ანტიმონოპოლიური, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა ან/და რეკლამის შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნის დარღვევა, იმის განურჩევლად არის თუ არა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მისი ჩადენისათვის გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა;

დ) „ადმინისტრაციული სამართალდარღვევა“ – ისეთი სამართალ­დარღვევა, რომლის ჩადენისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 153-ე, 158-ე, 1581, 159-ე, 1591, 1592, 1593, 1594 ან 1735 მუხლით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა;

ე) „შემოწმების აქტი“ – დადგენილი წესის შესაბამისად დამ­ტკიცებული და სტამბური წესით დაბეჭდილი დოკუმენტი, რომელსაც შემმოწმებელი ადგენს ამ ინსტრუქციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში (დანართი №1);

ვ) „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი“ – დადგენილი წესის შესაბამისად დამტკიცებული და სტამბური წესით დაბეჭდილი მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმა, შედგენილი ადმინის­ტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე შემმოწმებლის მიერ ამ ინსტრუქციის მე-10 მუხლის თანახმად (დანართი №2);

ზ) „აქტი“ – ამ ინსტრუქციის №3 დანართით გათვალისწინებული მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმა, რომლის გამოყენება მაშინ ხდე­ბა, როდესაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი პირი მის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს სადავოდ არ ხდის და თანხმობას აცხადებს ნებაყოფლობით გადაიხადოს შესაბამი­სი საჯარიმო თანხა, რომლის ოდენობა აქტში აღინიშნება და ამ ინსტრუქ­ციის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ოდენობას შეადგენს;

თ) „შემმოწმებელი“ – სამსახურის ის საჯარო მოსამსახურე, რომელიც შემოწმების შესახებ სამსახურის ბრძანებით უშუალოდ არის დანიშნული კონკრეტული შემოწმების განსახორციელებლად. ამასთან, თუ დანიშნულია ორი ან მეტი შემმოწმებელი, მაშინ ბრძანებით შეიძლება მათგან განისაზღვროს მოცემული შემოწმების ხელმძღვანელი.

თავი II

შემოწმების მომზადება, მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმების მოძრაობა

    მუხლი 3. შემოწმების ფორმალური საფუძველი (სამსახურის ბრძანება შემოწმების შესახებ)

1.სამსახური უფლებამოსილია შეამოწმოს ეკონომიკური აგენტის საქმიანობა ანტიმონოპოლიური, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა ან/და რეკლამის შესახებ კანონმდებლობ(ებ)ის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმების მიზნით.

2. ეკონომიკური აგენტის საქმიანობის შემოწმება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ იმ პირობებით, თუ ის ნებადართულია სამსახურის ბრძანებით შემოწმების შესახებ და შემმოწმებლ(ებ)ის მიერ ტარდება.

3. სამსახურის ბრძანება შემოწმების შესახებ გაიცემა მისი გაცემისათვის უფლებამოსილი პირის მიერ, თუ:

ა) წარმოდგენილია მოხსენებითი ბარათი ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის მიხედვით;

ბ) მოპოვებულია მოსამართლის ბრძანება ამ ინსტრუქციის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

4. შემოწმების შესახებ სამსახურის ბრძანებაში კანონმდებლობით განსაზღვრული სააქტო რეკვიზიტების გარდა, მითითებული უნდა იყოს შემდეგი მონაცემებიც:

ა) შემოწმების დასახელება და რიგითი ნომერი;

ბ) შესამოწმებელი ეკონომიკური აგენტ(ებ)ის საფირმო სახელ­წოდება და იურიდიული ან/და ფაქტობრივი მისამართი;

გ) შემოწმების ხასიათი და ფარგლები;

დ) შემოწმების უფლებამოსილების მქონე ყოველი შემმოწმებლის (შემმოწმებელთა ჯგუფის თითოეული წევრის) თანამდებობა/დაკავე­ბული სამსახურში, შემმოწმებელთა ჯგუფში/, სახელი და გვარი;

ე) შემოწმების დაწყებისა და დამთავრების თარიღები.

    მუხლი 4. შემოწმების ფაქტობრივი საფუძველი (მოხსენებითი ბარათი)

1. მოხსენებითი ბარათი მუშავდება სამსახურის შემდეგი სტრუქ­ტურული ერთეულების უფროსების (ხოლო მათი არყოფნისას – მათი მოვალეობის შემსრულებლების) მიერ ან მათი ზედამხედველობით:

ა) სამსახურის ცენტრალური აპარატის კონკურენციის დაცვისა და ანტიმონოპოლიური რეგულირების სამმართველო – ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევებში;

ბ) სამსახურის ცენტრალური აპარატის მომხმარებელთა უფლე­ბების სამმართველო – მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევებში;

გ) სამსახურის ცენტრალური აპარატის სარეკლამო საქმიანობის ზედამხედველობის სამმართველო – რეკლამის შესახებ კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევებში;

დ) სამსახურს დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულები (აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ანტიმონო­პოლიური სამსახურები, ასევე სამსახურის აღმოსავლეთი, დასავლეთი და ცენტრალური სამმართველოები) – მათს დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე ჩადენილი სამართალდარღვევების შემთხვევებში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნის მიუხედავად, ნება­დართულია მოხსენებითი ბარათი ერთობლივად იქნეს შემუშავებული ორი ან მეტი სტრუქტურული ერთეულის მიერ, მათ შორის, აღნიშნული პუნქტით გაუთვალისწინებელ სტრუქტურულ ერთეულთან ერთად.

3. მოხსენებითი ბარათი უნდა შეიცავდეს:

ა) იმ ეკონომიკური აგენტის საფირმო სახელწოდებას, იურიდიულ ან/და ფაქტობრივ მისამართს, ასევე ძირითად საქმიანობას (პროდუქცია, მომსახურება), რომლის შემოწმების ნებართვის მოთხოვნაც ხდება;

ბ) იმ სამართალდარღვევას, რომლის გამოვლენაც სავარაუდოა შემოწმების ნების დართვის შემთხვევაში, შესაბამისი ნორმატიული აქტის სახელწოდების, მუხლისა და პუნქტის მითითებით;

გ) იმ ფაქტებისა ან/და საფუძვლის აღწერას, რომლებმაც სამართალდარღვევის ვარაუდი გამოიწვია, ან იმ ნორმატიულ აქტზე (სახელწოდება, მუხლი, პუნქტი) მითითებას, რომელიც სამსახურს მოცემული სამართალდარღვევის გამოვლენას, თავიდან აცილებას, აღკვეთას ან სხვა ზომების განხორციელებას ავალებს;

დ) იმ ნორმატიული აქტის დასახელებას (მუხლისა და პუნქტის (ნაწილის) მითითებით), რომლითაც გათვალისწინებულია პასუხის­მგებლობა ან/და ვალდებულება მოცემული სავარაუდო სამარ­თალდარღვევისათვის;

ე) მითითებას იმ ფაქტზე, თუკი შესამოწმებელი ეკონომიკური აგენტი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ბუნებრივი მონოპოლიის სუბიექტად ითვლება;

ვ) მითითებას იმ ფაქტზე, საჭიროა თუ არა კანონით მოსამართლის ბრძანების მოპოვება;

ზ) მითითებას იმ ფაქტზე, თუ სასურველი ან აუცილებელია გამოყენებულ იქნეს სხვა მაკონტროლებელი (ადმინისტრაციული) ორგანოს დახმარება ამ ინსტრუქციის მე-6 მუხლის მიხედვით, დახმარების საჭიროების მიზეზების განმარტებით;

თ) იმ პირთა თანამდებობას, სახელსა და გვარს, რომლებიც რეკომენდებული არიან შემმოწმებლებად დასანიშნად;

ი) მოხსენებითი ბარათის შემდგენის თანამდებობას, სახელსა და გვარს;

კ) მოხსენებითი ბარათის შედგენის თარიღს.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემთა გარდა, მოხსენებით ბარათში შესაძლოა ასევე შეტანილ იქნეს სხვა ინფორმაციაც და რეკომენდაციაც, თუ ბარათის შემდგენი ამას საჭიროდ მიიჩნევს.

    მუხლი 5. მოსამართლის ბრძანება

1. მოსამართლის ბრძანების მოპოვება ხდება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII1 თავის გათვა­ლისწინებული წესების შესაბამისად.

2. მოსამართლის ბრძანება აუცილებელია, თუ საჭიროა ეკონომიკური აგენტის საქმიანობის ან/და მართვის ადგილსამყოფელში შესვლა, მისგან დოკუმენტების მოთხოვნა, მისი საქმიანობის შეჩერება, საწარმოს დათვალიერება, პროდუქციის ხარისხის შემოწმება ან/და კონტროლის სხვა ღონისძიების განხორციელება.

3. მოსამართლის ბრძანება არ მოითხოვება:

ა) სავაჭრო ქსელში სერტიფიკატის მოსათხოვად და შესაბამისი აქტის შესადგენად;

ბ) ისეთი ღონისძიების განსახორციელებლად, რომელიც უკვე წინასწარ არის ცნობილი, ეკონომიკური აგენტის ადგილსამყოფელში შესვლას, მისი საწარმოს დათვალიერებას ან საქმიანობის შემოწმებას არ საჭიროებს და რომლის უფლებამოსილებაც სამსახურს კანონმდებლობით აქვს.

4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 212 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, როდესაც შეიძლება მეყსეული და უშუალო საფრთხე შეექმნას სახელმწიფო უშიშროებას, ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, ანდა მტკიცებულებებს, სამსახური უფლებამოსილია შეაჩეროს ეკონომიკური აგენტის საქმიანობა შემოწმების საგნის ნაწილში და დაუყოვნებლივ მიმართოს მოსამარ­თლეს შუამდგომლობით. თუ ეკონომიკური აგენტის საქმიანობის შეჩერება შეუძლებელია, შეჩერება მას მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს ან თავად იგი მოითხოვს, მაშინ დასაშვებია შემოწმება დაიწყოს და 24 საათის განმავლობაში მოსამართლეს წარედგინოს შუამდგომლობა. ამ შემთხვევაში დასაბუთებულ უნდა იქნეს შემოწმების გადაუდებლობის აუცილებლობა.

5. მოსამართლის ბრძანების მოსაპოვებლად მიმართვა ხდება შესამოწმებელი ეკონომიკური აგენტის ადგილსამყოფელის მიხედვით არსებული რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლისადმი. შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს საკმარის საფუძველს ბრძანების გასაცემად და მასში მითითებულ უნდა იქნეს შესამოწმებელი ეკონომიკური აგენტის ზუსტი მონაცემები, შემოწმების ვადა, ხასიათი და ფარგლები. შუამდგომლობას თან უნდა დაერთოს სამსახურის სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის ცნობის ასლი.

    მუხლი 6. სამსახურისათვის სხვა მაკონტროლებელი (ადმინისტრაციული) ორგანოს მიერ დახმარების გაწევა

1. სამსახური უფლებამოსილია წერილობით მიმართოს სხვა მაკონტროლებელ (ადმინისტრაციულ) ორგანოს, თუ:

ა) შეუძლებელია თვითონ განახორციელოს მოქმედება სამარ­თლებრივი ან ფაქტობრივი მიზეზების გამო;

ბ) არ გააჩნია მოქმედების შესასრულებლად აუცილებელი ფაქტების საკმარისი ცოდნა, ხოლო ამ ცოდნას ფლობს შესაბამისი მაკონტროლებელი (ადმინისტრაციული) ორგანო;

გ) დოკუმენტები ან სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც აუცი­ლებელია საკითხის გადასაწყვეტად, არის სხვა მაკონტროლებელ (ადმინისტრაციულ) ორგანოში;

დ) მოქმედების საკუთარი საშუალებით შესრულებისათვის აუცი­ლებელი ხარჯები არსებითად აღემატება სხვა მაკონტროლებელი (ადმინისტრაციული) ორგანოს მიერ სამართლებრივი დახმარების აღმოჩენისათვის გასაწევ ხარჯებს;

ე) მოქმედების შესრულება სხვა მაკონტროლებელი (ადმინის­ტრაციული) ორგანოს კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებაა.

    მუხლი 7. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმისა და აქტის მოძრაობის წესი

1. შემოწმების შესახებ სამსახურის ბრძანების გამოცემის შემთხვევაში შემმოწმებელზე (ხოლო რამდენიმე შემმოწმებლის არსებობის შემთხვევაში – ბრძანებაში ხელმძღვანელ შემმოწმებლად დასახელებულზე) სამსახურის ბუღალტერიიდან გაიცემა ადმინის­ტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმისა და აქტის თითო შეუვსებელი ფორმა იმ რაოდენობით, რამდენი ობიექტიცაა მითითებული ბრძანებაში შესამოწმებლად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმებთან დაკავშირებით მთავარ ბუღალტერს, აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ანტიმონოპოლიური სამსახურების, დასავლეთის, აღმოსავლეთის და ცენტრალური სამმართველოების უფროსებს ევალებათ:

ა) უზრუნველყონ მათი მარაგების შექმნა და შენახვა სათანადოდ დაცულ ადგილას, ასევე გამოუყენებელ ან დაზიანებულ ფორმათა ექსპერ­ტიზა-უტილიზაცია დადგენილი წესებით;

ბ) აწარმოონ ჩანაწერები, თუ ვისზე და როდის იქნა გაცემული თითოეული ფორმა, როდის და რა მდგომარეობაში იქნა ის დაბრუ­ნებული ან სასამართლოსადმი წარდგენილი, ასევე ყოველთვიურად მოახდინონ დოკუმენტური რევიზია გამოყენებული ფორმების, მათ საფუძველზე გადახდილი ადმინისტრაციული ჯარიმის დამადასტურებელი ქვითრების აღრიცხვაზე, ამ ინსტრუქციას თანდართული ფორმის შესაბამისად (დანართი 4).

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემ­მოწმებელი:

ა) პასუხისმგებელია მისთვის გაცემული ოქმისა და აქტის შენახვისათვის, სწორად შევსებისა და დანიშნულებისამებრ გამოყენებისათვის;

ბ) მოვალეა, რომ სამსახურის მთავარ ბუღალტერს მის ჩანაწერებში ხელმოწერით დაუდასტუროს ოქმისა და აქტის მიღების ფაქტები;

გ) ვალდებულია, რომ შემოწმების დასრულების შემდეგ გამოყენებული ოქმი და აქტი დაუყოვნებლივ გადასცეს სამსახურის სამართლებრივი ურთიერთობის სამმართველოს;

დ) ვალდებულია, რომ გამოუყენებელი ოქმი და აქტი დაუბრუნოს სამსახურის ბუღალტერიას და ეს ფაქტი მის ჩანაწერებში ხელმოწერით დაადასტუროს;

ე) ვალდებულია, რომ ოქმის ან/და აქტის დაზიანების (მათ შორის, არასწორად შევსების გამო გაფუჭების) ან დაკარგვის შემთხვევაში შეადგინოს მოხსენებითი ბარათი და დაზიანებული ფორმის თანდართვით, სათანადო წესის დაცვით (სამსახურის უფროსის, მისი მოადგილის, რეგიონალური სტრუქტურის ხელმძღვანელის რეზოლუციის საფუძველზე) წარუდგინოს სამსახურის ბუღალტერიას.

4. სამსახურის სტრუქტურული ერთეულების უფროსებს ევალებათ, რომ გააკონტროლონ ამ მუხლით გათვალისწინებულ ფორმათა დანიშ­ნულებისამებრ გამოყენება და მოძრაობა.

თავი III

შემოწმების პროცესი

    მუხლი 8. შემოწმება

1. ეკონომიკურ აგენტს (მის წარმომადგენელს) მისი საქმიანობის შემოწმების დაწყებამდე უნდა წარედგინოს:

ა) მოსამართლის ბრძანება, თუ კანონით იგი მოითხოვება;

ბ) შემოწმების შესახებ სამსახურის ბრძანება;

გ) ყოველი შემმოწმებლის სამსახურებრივი მოწმობა;

დ) შემოწმების პროცესის მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობების ამომწურავი ჩამონათვალი.

2. შემოწმებისას შემმოწმებელი მოქმედებს სამსახურის სახელით და შემოწმების შესახებ მოქმედი საკანონმდებლო აქტებისა და სამსახურის ბრძანებით ნებადართულ ფარგლებში. თუ ბრძანება ამას ითვალისწინებს, შემმოწმებელი უფლებამოსილია შესამოწმებელი ეკონომიკური აგენტისაგან (მისი წარმომადგენლისაგან) მოითხოვოს ზეპირი ან/და წერილობითი ახსნა-განმარტებანი და დოკუმენტები, ასევე განახორციელოს ბრძანებით უშუალოდ გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები. ამ უფლებამოსილების მიზანია დადგინდეს:

ა) აქვს თუ არა ადგილი სამართალდარღვევის ფაქტს;

ბ) შესამოწმებელი პირი ბრალეულია თუ არა გამოვლენილი სამართალდარღვევის ჩადენაში;

გ) რა სახის პასუხისმგებლობაა (ვალდებულებაა) გათვალის­წინებული საქართველოს კანონმდებლობით გამოვლენილი სამარ­თალდარღვევის ჩადენისათვის;

დ) არსებობს თუ არა ბრალის გამომრიცხავი, შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები.

3. შემოწმებისას შემმოწმებელი თავაზიანი უნდა იყოს და მაქსიმალურად შეეცადოს, რომ შესამოწმებელ ეკონომიკურ აგენტს საქმიანობაში ხელი არ შეუშალოს.

4. შემმოწმებელმა უნდა მოიძიოს და გამოავლინოს ყველა დოკუმენტი და ფაქტი, რომლებიც შემოწმების საგანს არსებითად უკავშირდება. შემოწმების შესახებ მოქმედი საკანონმდებლო აქტებისა და სამსახურის ბრძანების ფარგლებში მას შეუძლია კონკრეტული ან ზოგადი კითხვების დასმა, კონკრეტული ან ყველა დოკუმენტის წარდგენის მოთხოვნა, რაც მხოლოდ აუცილებლობით უნდა იყოს განპირობებული.

5. მტკიცებულებები შემოწმების შესახებ სამსახურის ბრძანების ფარგლებში მოპოვებულად ჩაითვლება, თუ ისინი მიღებული ან აღმოჩენილია იმ მტკიცებულებათა შესწავლისა ან მათზე ახსნა-განმარტებების მიღების შედეგად, რომელთა შესწავლაც უშუალოდ გამომდინარეობდა ბრძანების შესრულების მოვალეობიდან.

6. შემმოწმებელმა დოკუმენტის სახით არსებული მტკიცებულება შემოწმების შესახებ მოქმედი საკანონმდებლო აქტებისა და სამსახურის ბრძანების შესაბამისად მართლზომიერად და ღიად უნდა მოიპოვოს შემდეგის გათვალისწინებით:

ა) ქაღალდის ფორმით არსებული დოკუმენტების შემთხვევაში შემოწმებულ და შესწავლილ უნდა იქნეს მათი ორიგინალები, ხოლო თუ ასლის გადაღებაა საჭირო, ეს უნდა მოხდეს შემმოწმებლის მეთვალ­ყურეობით, რათა ამ დროს არ მოხდეს ორიგინალის შეცვლა, დაზიანება, ადგილშენაცვლება ან სხვაგვარად დაზიანება თუ გაყალბება;

ბ) ელექტრონული ფორმით არსებულ მონაცემთა შემთხვევაში უნდა გაკეთდეს მათი ასლები შემმოწმებლის მეთვალყურეობით, რათა არ მოხდეს ორიგინალის შეცვლა, დაზიანება, ადგილშენაცვლება ან სხვაგვარად დაზიანება თუ გაყალბება.

7. დაუშვებელია ეკონომიკურ აგენტს მოეთხოვოს ისეთი წერილობითი ან ზეპირი ინფორმაციის წარდგენა, რომელიც სცილდება სამსახურის უფლებამოსილებას.

8. შემმოწმებლები მოვალენი არიან სათანადოდ დაიცვან მოპო­ვებული მტკიცებულებები.

9. შემოწმების დასრულებამდე შედგენილ უნდა იქნეს შემოწმების აქტი ამ ინსტრუქციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ხოლო მე-10 მუხლის პირველი პუნქტით გათვალის­წინებულ შემთხვევაში – აგრეთვე, ადმინისტრაციული სამართალ­დარღვევის შესახებ ოქმიც.

10. თუ შემოწმების შედეგად შემმოწმებელი დაასკვნის, რომ მოქმედების ნიშნები დანაშაულის ნიშნებს ჰგავს, მაშინ მან შემოწმების მასალები შემდგომი რეაგირებისათვის დაუყოვნებლივ უნდა წარუდგინოს სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფროსს.

11. თუ შემოწმებისას შესამოწმებელი სავარაუდო სამართალ­დარღვევის გარდა სხვა სამართალდარღვევის ნიშნებიც გამოვლინდება, მაშინ შემმოწმებელმა მანამდე, სანამ ამის თაობაზე სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფროსს შეატყობინებს და მისაღებ ზომებს ურჩევს, უნდა გადაწყვიტოს:

ა) არის თუ არა გამოვლენილი სამართალდარღვევა შემოწმების შესახებ მოქმედი საკანონმდებლო აქტებისა და სამსახურის ბრძანების ფარგლებში;

ბ) გამოვლენილ სამართალდარღვევას დანაშაულის ნიშნები ახასიათებს თუ არა.

12. ყოველი შემოწმების დამთავრების შემდეგ შემმოწმებლის მიერ შემოწმების შედეგების შესახებ წარმოდგენილი მასალების მიხედვით შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფროსის მიერ დგება მოხსენებითი ბარათი (ანგარიში) შემოწმების შედეგების თაობაზე.

    მუხლი 9. შემოწმების აქტი

1. შემმოწმებელმა (ხოლო რამდენიმე შემმოწმებლის არსებობის შემთხვევაში – შემოწმების შესახებ სამსახურის ბრძანებაში ხელმძღვა­ნელ შემმოწმებლად დასახელებულმა) უნდა შეადგინოს შემოწმების აქტი, თუ:

ა) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი გამოვლინდა ან არ გამოვლინდა;

ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი პირი სადა­ვოდ არ ხდის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს და თანახმაა გადაიხადოს შესაბამისი საჯარიმო თანხა.

2. შემოწმების აქტში უნდა დაფიქსირდეს:

ა) შემოწმებული ეკონომიკური აგენტის საფირმო სახელწოდება, იურიდიული ან/და ფაქტობრივი მისამართ(ებ)ი;

ბ) შემოწმების საფუძვლები (მოხსენებითი ბარათი, მოსამართლის ბრძანება, სამსახურის ბრძანება შემოწმების შესახებ);

გ) შემოწმების ხასიათი და ფარგლები;

დ) ცნობები დოკუმენტთა ამოღების, მათი ასლების გადაღების ან/და ახსნა-განმარტებათა მიღების შესახებ;

ე) თუკი შემოწმების შედეგად სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი გამოვლინდა, მაშინ – მითითება გამოვლენილი სამართალ­დარღვევის სახეზე (შესაბამისი ნორმატიული აქტის დასახელების, მუხლისა და პუნქტის აღნიშვნით), მის ნიშნებსა და მისი აღკვეთის თაობაზე დადგენილ მოთხოვნებზე, ასევე მითითება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამის მუხლსა და ნაწილზე, სამართალდარღვევის მიერ ჯარიმის გადახდის უდავოდ ჩათვლის თაობაზე;

ვ) სხვა ცნობები, რომელთა აღნიშვნასაც შემოწმების აქტის შემდგენი საჭიროდ მიიჩნევს.

3. შემოწმების აქტს ხელი უნდა მოაწერონ მისმა შემდგენმა და შესამოწმებელმა პირმა (მისმა წარმომადგენელმა). თუ ეს უკანასკნელი უარს იტყვის ხელმოწერაზე, მაშინ აქტში უნდა გაკეთდეს სათანადო ჩანაწერი. შესამოწმებელი პირი (მისი წარმომადგენელი) უფლებამოსილია შემოწმების აქტში თავისი ხელით ჩაწეროს ახსნა-განმარტებანი.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწი­ნებულ შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირს უნდა დაეკისროს მოცემული ადმინისტრაციული სამართალ­დარღვევისათვის კანონით დადგენილი ჯარიმის მინიმალური ოდენობა. ამის თაობაზე უნდა შედგეს აქტი.

5. შედგენილი შემოწმების აქტი და ადმინისტრაციული სამართალ­დარღვევის შესახებ ოქმი მათი შედგენიდან მეორე სამუშაო დღეს მაინც უნდა გადაეცეს სამსახურის სამართლებრივი ურთიერთობის სამმართველოს.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული აქტი უნდა ჩაბარდეს სამსახურის ბუღალტერიას:

ა) მისი შედგენიდან არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღეს, თუ იგი გამოყენებულ იქნა;

ბ) შემოწმების შესახებ სამსახურის ბრძანებით დადგენილი ვადის გასვლიდან არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღეს, თუ იგი არ გამოყენებულა.

    მუხლი 10. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი

1. თუ შემოწმების შედეგად ადმინისტრაციული სამართალ­დარღვევა გამოვლინდა, მაშინ შემმოწმებელმა უნდა შეადგინოს ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ. ოქმის სამივე თვითკოპირებადი ფორმა იდენტურად უნდა იქნეს შედგენილი და ერთი მათგანი დაუყოვნებლივ გადაეცემა ადმინისტრაციულ სამართალ­დამრღვევს, მეორე – შედგენიდან არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა უნდა გადაეცეს სამსახურის სამართლებრივი ურთიერთობის სამმართველოს, ხოლო მესამე რჩება სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში.

2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ხელს აწერენ მისი შემდგენი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი (მისი წარმომადგენელი). თუ არიან მოწმეები და დაზარალებულები, მაშინ შეიძლება ოქმს მათაც მოაწერონ ხელი.

3. თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი (მისი წარმომადგენელი) უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე, მაშინ ოქმში უნდა გაკეთდეს სათანადო ჩანაწერი. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს (მის წარმომადგენელს) უფლება აქვს წარმოადგინოს ოქმისათვის დასართავი ახსნა-განმარტებანი და შენიშვნები ოქმის შინაარსის თაობაზე, ასევე ჩამოაყალიბოს ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.

4. სამსახურის სამართლებრივი ურთიერთობის სამმართველომ მისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად გადაცემული ადმინის­ტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი უნდა წარუდგინოს რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს სამართალდამრღვევის ჩამდენი ეკონომიკური აგენტის ადგილსამყოფელის მიხედვით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამმართველო ოქმს სადავოდ მიიჩნევს და ამას სათანადოდ ასაბუთებს. ასეთ შემთხვევაში სამართლებრივი ურთიერთობების სამმართველოს მიერ დგება მოხსენებითი ბარათი (სათანადო არგუმენტაციით) სამსახურის უფროსის სახელზე, ოქმის ჩამოწერის თაობაზე.

5. ოქმი არ შედგება ამ ინსტრუქციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

6. ჯარიმა არ დაეკისრება ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს, თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენიდან გასულია 2 თვე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამართალდარღვევა დენადია.

7. მას შემდეგ, რაც მოხდება ადმინისტრაციული სამართალდამ­რღვევისათვის ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდევინება, ადმინის­ტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ფურცლის (სააღსრულებო ფურცელი) ქსეროასლი და ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი უნდა წარედგინოს სამსახურის ბუღალტერიას.

თავი IV

შემოწმების დასრულება

    მუხლი 11. შემოწმებათა შედეგების შესახებ ყოველთვიური ანგარიში

1. ყოველი კალენდარული თვის გასვლიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღეში სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფროსმა უნდა შეადგინოს შემოწმებათა შედეგების შესახებ ყოველთვიური ანგარიში და წარუდგინოს ის სამსახურის უფროსს.

2. შემოწმებათა შედეგების შესახებ ყოველთვიურ ანგარიშში ასახულ უნდა იქნეს შემდეგი ცნობები:

ა) საანგარიშგებო პერიოდში (გასული თვის) განმავლობაში განხორციელებული შემოწმებების რაოდენობა;

ბ) თითოეული შემოწმებული ეკონომიკური აგენტის საფირმო სახელწოდება, იურიდიული ან/და ფაქტობრივი მისამართი;

გ) თითოეული შემოწმების საფუძვლები (მოხსენებითი ბარათი, მოსამართლის ბრძანება, სამსახურის ბრძანება შემოწმების შესახებ);

დ) საანგარიშგებო პერიოდში გამოვლენილი სამართალდარღვევის ხასიათი (თუ იგი გამოვლენილ იქნა) და მისი ჩამდენი პირის ვინაობა, ხოლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შემთხვევებში _ ასევე სასამართლოში გადაგზავნილი ოქმების მონაცემები ან ჯარიმის გადახდის ფაქტის დასახელება;

ე) გამოვლენილი სამართალდარღვევის გამო სამსახურის მიერ განსახორციელებელი ზომების თაობაზე რეკომენდაციები, იმ ნორმატიული აქტის დასახელების, მუხლისა და პუნქტის (ნაწილის) მითითებით, რომელიც ამ ზომათა მიღების უფლებამოსილებას განსაზღვრავს;

ვ) შემმოწმებლის მოსაზრება იმის თაობაზე, თუ რა იყო სამართალდარღვევათა ჩადენის ხელშემწყობი მიზეზები და პირობები;

ზ) სამართალდარღვევის ჩამდენ იმ ეკონომიკურ აგენტებზე მითითება, რომლებიც ბუნებრივი მონო-პოლიის სუბიექტებად ითვლებიან ან/და რომლებმაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა განმეორებით (წლის განმავლობაში ორჯერ ან მეტჯერ) ჩაიდინეს;

თ) სხვა ცნობები, რომელთა აღნიშვნასაც შემმოწმებელი საჭიროდ მიიჩნევს.

დანართი 1

საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახური

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის

ოქმი

 

„მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ, მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ და რეკლამის შესახებ საქართველოს კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დარღვევის შესახებ

 

„__“ _____ 2000 წ.                          _____________________________

(ოქმის შედგენის ადგილი)

 

ოქმი შედგენილია სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის __________________________

                                                               (თანამდებობის დასახელება)

 

_________________________________________________________________მიერ

                                              (სახელი და გვარი)

 

სამართალდამრღვევი ფიზიკური (იურიდიული) პირი: ___________________________________

 

სამართალდარღვევის დრო და ადგილი: ________________________________________________

 

სამართალდარღვევის არსი: ____________________________________________________________

 

_____________________________________________________________________________________

 

დარღვეული იქნა _____________________________________________________________________

                                                 (ნორმატიული აქტის დასახელება)

 

_____________________________________________________________________________________

 

პასუხისმგებლობა აღნიშნული დარღვევისათვის განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის _______ მუხლით

 

     დამრღვევს განემარტა მისი უფლებები და მოვალეობანი, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით.

_____________________________________________________________________________________

                      (თანამდებობის პირის სახელი და გვარი, ხელმოწერა)

_____________________________________________________________________________________

            (სამართალდამრღვევი ფიზიკური (იურიდიული) პირის ხელმოწერა)

 

ოქმის მეორე ეგზემპლარი ჩავიბარე ____________________________________________________

                                                                                       (მიმღები პირის დასახელება და ხელმოწერა)

 

შენიშვნა: სამართალდამრღვევის მიერ ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერები. ოქმზე ხელის მოუწერლობა არ იძლევა საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველს. სამართალდამრღვევს უფლება აქვს წარმოადგინოს ახსნა-განმარტება და შენიშვნები ოქმის შინაარსთან დაკავშირებით, აგრეთვე მიუთითოს ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.

დანართი 2

საქართველოს სახელმწიფო

ანტიმონოპოლიური სამსახური                                 ---------------------

აქტი N

 

1. ობიექტის დასახელება, მისამართი და რეკვიზიტები ___________________________________

_____________________________________________________________________________________

 

2. ობიექტის ხელმძღვანელის სახელი, გვარი ____________________________________________

_____________________________________________________________________________________

 

3. შემოწმების ჩატარების საფუძველი ___________________________________________________

_____________________________________________________________________________________

 

4. შემოწმების შედეგად გამოვლინდა:

_____________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________

 

5. დასკვნა ____________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________

 

აქტი შედგენილია ______________________ ეგზემპლარად

 

შემოწმების ჩატარების მონაწილენი:

 

                                                        

                                                     1. ___________________________

                                                        2. ___________________________

                                                        3. ___________________________

                                                        4. ___________________________

                                                        5. ___________________________

 

                                                    აქტს გავეცანი და მივიღე ერთი ეგზემპლარი-----

 

                                                     ობიექტის ხელმძღვანელი _______________

                                                                                    დანართი 3

 

საქართველოს სახელმწიფო

ანტიმონოპოლიური სამსახური                               --------------------

                                                                                                      (თარიღი)

 

აქტი

შედგენილ იქნა მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ, მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ და რეკლამის შესახებ საქართველოს კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დარღვევის შესახებ

 

_____________________________________________________________________________________

                                     (ნორმატიული აქტის მუხლი, პუნქტი)

_____________________________________________________________________________________

 

დარღვევის თაობაზე __________________________________________________________________

                                             (სამართალდამრღვევი იურიდიული (ფიზიკური) პირის

 

______________________________________________________________________________ მიმართ

                                                  დასახელება, მისამართი)

 

________________________________________________________________________________ მიერ

                                  (აქტის შემდგენელი თანამდებობის პირი)

 

აქტი შედგენილია ____________ ეგზემპლარად.

 

 

აქტის შემდგენელი პასუხისმგებელი

პირის (პირების) ხელმოწერა          

                                                          1.

                                                          2.

                                                          3.

                                                          4.

 

                                                    აქტს გავეცანი და მივიღე ერთი ეგზემპლარი

                                                    ____________________________________

                                                           (სამართალდამრღვევის ხელმოწერა)

 

                                                                                 საქართველოს სახელმწიფო

                                                                      ანტიმონოპოლიური სამსახური

 

 

ოქმის ნომერი

ოქმის შედგენის თარიღი

სამმართველოს დასახელება

ოქმის შემდგენელი პირი

ობიექტის დასახელება

ადმინისტრაციული სამართალდარღვე-ვის სახე

რეაგირების შედეგი