„საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის მიერ შემოწმების მოწყობის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 იანვრის №8 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 283
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 07/06/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 58, 11/07/2002
ძალის დაკარგვის თარიღი 27/06/2005
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
283
07/06/2002
სსმ, 58, 11/07/2002
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის მიერ შემოწმების მოწყობის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 იანვრის №8 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №283

2002 წლის 7 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის მიერ შემოწმების მოწყობის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 იანვრის №8 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის მიერ შემოწმების მოწყობის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 იანვრის №8 ბრძანებულებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის „ბ” ქვეპუნქტში, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ” ქვეპუნქტსა და მე-7 მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები „აღმოსავლეთი, დასავლეთი და ცენტრალური სამმართველოები” შეიცვალოს სიტყვებით: „სხვა ტერიტორიული ერთეულების ანტიმონოპოლიური სამსახურის ბიუროები”.

2. მე-10 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამსახურის სამართლებრივი ურთიერთობის სამმართველომ, ხოლო თუ ოქმი შედგენილია აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ანტიმონოპოლიური სამსახურის ან სხვა ტერიტორიული ერთეულის ანტიმონოპოლიური სამსახურის ბიუროს მიერ – მაშინ ამ უკანასკნელმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი უნდა წარუდგინოს რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს სამართალდარღვევის ჩამდენი ეკონომიკური აგენტის ადგილსამყოფლის მიხედვით. თუ სამმართველო ოქმს სადავოდ მიიჩნევს და ამას სათანადოდ ასაბუთებს, ის ადგენს მოხსენებით ბარათს (სათანადო არგუმენტაციით) სამსახურის უფროსის სახელზე.”

ე. შევარდნაძე