ახალგაზრდა მეცნიერთათვის საპრეზიდენტო სტიპენდიების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

  • Word
ახალგაზრდა მეცნიერთათვის საპრეზიდენტო სტიპენდიების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 521
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 15/09/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 17, 15/09/1997
ძალის დაკარგვის თარიღი 06/10/2004
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
521
15/09/1997
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 17, 15/09/1997
000000000.00(0).000.000000
ახალგაზრდა მეცნიერთათვის საპრეზიდენტო სტიპენდიების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (15/09/1997 - 13/04/1998)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №521

1997 წლის 15 სექტემბერი

ქ. თბილისი

ახალგაზრდა მეცნიერთათვის საპრეზიდენტო სტიპენდიების  მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

დამტკიცდეს ახალგაზრდა მეცნიერთათვის საპრეზიდენტო სტიპენდიების მინიჭების შესახებ თანდართული დებულება.

ე. შევარდნაძე

დებულება ახალგაზრდა მეცნიერთათვის საპრეზიდენტო სტიპენდიების მინიჭების შესახებ

1. საპრეზიდენტო სტიპენდიები გამიზნულია იმ ახალგაზრდა მეცნიერთა სტიმულირებისათვის, რომლებმაც თავი გამოიჩინეს აქტიური სამეცნიერო საქმიანობით და მიიღეს მნიშვნელოვანი სამეცნიერო შედეგები, აგრეთვე იმ ასპირანტთათვის, რომლებმაც ჩააბარეს საკანდიდატო მინიმუმის საგნები და შესრულებული აქვთ სადისერტაციო თემის მესამედი მაინც.

2. საპრეზიდენტო სტიპენდიების მოსაპოვებლად განაცხადების წარდგენის ვადები განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მიერ და ეცნობებათ სამინისტროებს, უწყებებს და ავტონომიის მქონე სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებს მათთვის წინასწარ დადგენილ კვოტებთან ერთად, რომლებიც განისაზღვრება საპრეზიდენტო სტიპენდიების გასაცემად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში განსაზღვრული თანხისა და სამეცნიერო დაწესებულებაში ან სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში მომუშავე მეცნიერ-თანამშრომელთა ხვედრითი წილის შესაბამისად.

3. საპრეზიდენტო სტიპენდიის მოსაპოვებლად წარმოდგენილ განაცხადებს განიხილავს იმ სამეცნიერო დაწესებულების ან სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის სამეცნიერო საბჭო, სადაც მუშაობს განაცხადის ავტორი და დახურული წესით უყრის მას კენჭს. შერჩეული და შესაბამისად გაფორმებული წარდგინება სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებასთან ერთად გადაეცემა ზემდგომ დაწესებულებებს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტში წარსადგენად.

4. დებულების მოთხოვნათა დარღვევით შედგენილი და გამოცხადებული ვადის გასვლის შემდეგ წარდგენილი პროექტები კონკურსზე არ დაიშვება.

5. საპრეზიდენტო სტიპენდია წესდება სამი ხარისხის:

– პირველი ხარისხის – 200 ლარით თვეში და გაიცემა 40 წლის ასაკამდე იმ მეცნიერ-მუშაკზე, რომელსაც მინიჭებული აქვს მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი და მუშაობს საქართველოს სამეცნიერო დაწესებულებაში ან სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში;

– მეორე ხარისხის – 150 ლარით თვეში და გაიცემა 35 წლის ასაკამდე იმ მეცნიერ-მუშაკზე, რომელსაც მინიჭებული აქვს მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი, დისერტაციის დაცვის შემდეგ გამოქვეყნებული აქვს არანაკლებ ორი სამეცნიერო ნაშრომისა რეცენზირებულ ჟურნალებში და მუშაობს საქართველოს სამეცნიერო დაწესებულებაში ან სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში;

– მესამე ხარისხის – 100 ლარით თვეში და გაიცემა 30 წლის ასაკამდე იმ მეორე ან მესამე წლის ასპირანტებზე, რომელთაც გამოქვეყნებული აქვთ ან გამოსაქვეყნებლად აქვთ გადაცემული სამეცნიერო ჟურნალების რედაქციებში ორი სამეცნიერო ნაშრომი მაინც. ასპირანტი, რომელიც მოიპოვებს საპრეზიდენტო სტიპენდიას, ჩვეულებრივ სტიპენდიას არ იღებს.

მესამე ხარისხის საპრეზიდენტო სტიპენდია, გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების მნიშვნელობიდან გამომდინარე, შეიძლება დაენიშნოს სამეცნიერო ხარისხის არმქონე 30 წლის ასაკამდე მეცნიერ-მუშაკს, რომელიც მუშაობს საქართველოს სამეცნიერო დაწესებულებაში ან სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში.

6. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტთან იქმნება საბჭო, რომელშიც მონაწილეობენ ეკონომიკის სამინისტროს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის და წამყვანი უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლები. საბჭო თავის სხდომაზე განიხილავს წარდგინებას საპრეზიდენტო სტიპენდიების მინიჭების შესახებ და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

საპრეზიდენტო სტიპენდიის დანიშვნა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, რომლის პროექტსაც ამზადებს და დასამტკიცებლად წარადგენს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტი საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.

სტიპენდია შესაბამის პირს ეძლევა საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების გამოქვეყნების დღიდან. პირველი ხარისხის სტიპენდია გაიცემა, სანამ სტიპენდიანტს არ შეუსრულდება 40 წელი (საფინანსო წლის ბოლომდე), მეორე ხარისხის სტიპენდია გაიცემა არა უმეტეს სამი წლისა, ხოლო მესამე ხარისხის სტიპენდია – არა უმეტეს ორი წლისა (ასპირანტისთვის – ასპირანტურის დამთავრებამდე), თუ მანამდე არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება დანიშნული სტიპენდიის მოხსნის შესახებ.

7. სამეცნიერო დაწესებულების, სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის სამეცნიერო საბჭომ ნახევარ წელიწადში ერთხელ უნდა მოისმინოს ინფორმაცია საპრეზიდენტო სტიპენდიის მფლობელის სამეცნიერო საქმიანობის შესახებ.

8. თუ საპრეზიდენტო სტიპენდიის მფლობელი არასაპატიო მიზეზით არ აგრძელებს სამეცნიერო საქმიანობას, ამის შესახებ სამეცნიერო დაწესებულების, სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის სამეცნიერო საბჭო აცნობებს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტს დადგენილი წესით საქართველოს პრეზიდენტისათვის შესაბამისი განკარგულების პროექტის წარსადგენად.