„ახალგაზრდა მეცნიერთათვის საპრეზიდენტო სტიპენდიების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 15 სექტემბრის №521 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 224
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 08/05/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 44, 10/05/2002
ძალის დაკარგვის თარიღი 06/10/2004
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
224
08/05/2002
სსმ, 44, 10/05/2002
000000000.00(0).000.000000
„ახალგაზრდა მეცნიერთათვის საპრეზიდენტო სტიპენდიების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 15 სექტემბრის №521 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №224

2002 წლის 8 მაისი

ქ. თბილისი

„ახალგაზრდა მეცნიერთათვის საპრეზიდენტო სტიპენდიების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 15 სექტემბრის №521 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

„ახალგაზრდა მეცნიერთათვის საპრეზიდენტო სტიპენდიების მინი­ჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრე­ზიდენტის 1997 წლის 15 სექტემბრის №521 ბრძანებულებაში შეტანლ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. ბრძანებულებისა და დებულების სათაურში სიტყვები „ახალ­გაზრდა მეცნიერთათვის საპრეზიდენტო სტიპენდიების მინიჭების შესა­ხებ“ შეიცვალოს სიტყვებით „ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზი­დენტის სტიპენდიების მინიჭებისა და სამეცნიერო მივლინე­ბებისათვის თანხების გამოყოფის შესახებ.“.

2. დებულების ტექსტში სიტყვები საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს ეკონომიკის, მრეწ­ველობისა და ვაჭრობის სამინისტრო“.

3. დებულების მე-5 მუხლში ციფრები 200, 150, 100 შეიცვალოს შესაბამისად ციფრებით 250, 200, 150.

4. დებულების I თავში გაერთიანდეს პირველი 8 მუხლი და მისი სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ I.  პრეზიდენტის სტიპენდიების მინიჭება“.

5. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის II თავი:

„II. სამეცნიერო მივლინებებისათვის თანხების გამოყოფა

9. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამი­ნისტროს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტთან არსე­ბული საბჭო ასევე განიხილავს განაცხადებს ახალგაზრდა მეცნი­ერთა­თვის სამივლინებო თანხების გამოყოფისა და მათი ოდენობის განსაზღვრის თაობაზე.

სამეცნიერო მივლინებისათვის თანხის გამოყოფა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, რომლის პროექტსაც ამზადებს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტი საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.

10. სამივლინებო თანხები შეიძლება გამოიყოს როგორც პრე­ზიდენტის სტიპენდიანტებისათვის, ისე სხვა ახალგაზრდა მეცნი­ერთათვის, რომელთა ასაკს დებულების მე-5 მუხლი განსაზღვრავს სამეცნიერო ხარისხის შესაბამისად.

11. სამივლინებო თანხების მიმღები ვალდებულია მივლინების სამეცნიერო ანგარიში და სათანადო დოკუმენტაცია წლის ბოლომდე წარუდგინოს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტს, რომელიც საბჭოს სხდომაზე განიხილავს და დაამტკიცებს მათ“.

6. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ  საქართველოს 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სტიპენდიების მინიჭებისათვის გაითვალისწინოს 305 ათასი ლარი, ხოლო მათი მივლინებებისათვის – 55 ათასი ლარი.

7. ბრძანებულება ძალაში შევიდეს 2003 წლის 1 იანვრიდან.

ე. შევარდნაძე