რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

  • Word
რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 212
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/11/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 136, 24/11/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 10/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
212
23/11/2005
სსმ, 136, 24/11/2005
000000000.00(0).000.000000
რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (24/11/2005 - 20/12/2006)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №212

2005 წლის 23 ნოემბერი

ქ. თბილისი

რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს რეგულარული საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ თანდართული დებულება.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი         ზ. ნოღაიდელი

დებულება

რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

ეს დებულება განსაზღვრავს რეგულარული საერთაშო­რისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ლიცენზიის (შემდგომში – ლიცენზია) (თუ შეთანხმებულ ხაზებზე ფრენის სიხშირეთა შეზღუდვა დადგენილია საერთაშორისო ხელშეკრულებით) გამცემ ორგანოს, გაცემის წესსა და პირობებს.

    მუხლი 2. ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო

ლიცენზიის გამცემი ორგანოა დამოუკიდებელი ეროვნუ­ლი მარეგულირებელი ორგანო, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია (შემდგომში – ადმინისტრაცია).

    მუხლი 3. ლიცენზიის გაცემის წესი

1. ლიცენზია გაიცემა აუქციონის წესით.

2. აუქციონის გამართვის, გამარჯვებულის გამოვლენისა და შესაბამისი სალიცენზიო მოწმობის გაცემის წესს ადგენს ადმინისტრაცია.

    მუხლი 4. ლიცენზიის ფასი

აუქციონზე გამოტანილი ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესს „ლიცენ­ზიე­ბისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის პრინციპების დაცვით ადგენს ადმინისტრაცია.

    მუხლი 5. სალიცენზიო პირობები

“ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი საბუთების გარდა ლიცენზიის მაძიებელმა უნდა წარადგინოს:

ა) ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

ბ) ლიცენზიის მაძიებლის საჰაერო ხომალდის ექსპლუ­ატანტის მოწმობის (სერტიფიკატის) ასლი;

გ) საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის დამადასტურე­ბელი დოკუმენტები (პოლისები ან სხვა ეკვივალენტური საბუთები) იმ ზიანის გამო, რომელიც შეიძლება მიადგეთ ეკიპაჟის წევრს, მგზავრს, ტვირთის ან საფოსტო გზავნილების გამგზავნს (მიმღებს) ანდა მესამე პირს ამ ექსპლუატანტის მოქმედებით;

დ) საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის დოკუმენტების ნიმუშები (სამგზავრო ბილეთები, ავიასატვირთო ზედნადები);

ე) აუქციონში მონაწილეობისათვის ბეს შეტანის დამა­დას­ტურებელი საბუთი.

    მუხლი 6. დასკვნითი დებულება

რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის (თუ შეთანხმებულ ხაზებზე ფრენის სიხშირეთა შეზღუდვა დადგენილია საერთაშორისო ხელშეკრულებით) ლიცენზიის ფორმა მტკიცდება ადმინისტრაციის თავმჯდომა­რის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.