,,რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ნოემბრის №212 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

  • Word
,,რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ნოემბრის №212 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 195
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/09/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 132, 21/09/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 10/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 310.050.010.10.003.000.836
  • Word
195
19/09/2007
სსმ, 132, 21/09/2007
310.050.010.10.003.000.836
,,რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ნოემბრის №212 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №195

2007 წლის 19 სექტემბერი

ქ. თბილისი

 „რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ნოემბრის  №212 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის, მე-40 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს საჰაერო კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად „რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ნოემბრის №212 დადგენილებით (სსმ III, 2005 წ., №136, მუხლი 1508) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

    „მუხლი 1. ზოგადი დებულებები

ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოში რეგისტრირებული გადამზიდველებისათვის რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ლიცენზიის (შემდგომში – ლიცენზია) (თუ შეზღუდვა შეთანხმებულ ხაზებზე ფრენის სიხშირეებსა და დანიშნული ავიაგადამზიდველების რაოდენობაზე დადგენილია საერთაშორისო ხელშეკრულებით) გაცემის წესსა და პირობებს.“;

ბ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 2. ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო

საქართველოს საჰაერო კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ლიცენზიას გასცემს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია (შემდგომში – ადმინისტრაცია).“;

გ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 3. ლიცენზიის გაცემის წესი

1. ლიცენზია გაიცემა აუქციონის წესით და მისი გამართვის პირობაა შემთხვევა, როდესაც საერთაშორისო ხელშეკრულება ითვალისწინებს შეთანხმებულ ხაზებზე შეზღუდვას:

ა) ფრენის სიხშირეებზე;

ბ) დანიშნულ ავიაგადამზიდველთა რაოდენობაზე.

2. აუქციონის გამართვის, გამარჯვებულის გამოვლენისა და შესაბამისი სალიცენზიო მოწმობის გაცემის წესს ადგენს ადმინისტრაცია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.“;

დ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 4. ლიცენზიის ფასი

აუქციონზე გამოტანილი ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის პრინციპების დაცვით ადგენს ადმინისტრაცია.“;

ე) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 6. დასკვნითი დებულება

სალიცენზიო მოწმობის ფორმა მტკიცდება ადმინისტრაციის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი          ზ. ნოღაიდელი