„რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ნოემბრის №212 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

  • Word
„რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ნოემბრის №212 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 235
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/12/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 172, 22/12/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 10/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 310.050.010.10.003.000.619
  • Word
235
20/12/2006
სსმ, 172, 22/12/2006
310.050.010.10.003.000.619
„რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ნოემბრის №212 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №235

2006 წლის 20 დეკემბერი

 ქ. თბილისი

„რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ნოემბრის №212 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქარ­თვე­ლოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის, მე-40 მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბა­მისად „რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყ­ვანა-გადაზიდვის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირო­ბების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ სა­ქარ­­თვე­ლოს მთავრობის 2005 წლის 23 ნოემბრის №212 დადგენილებით (სსმ III, 2005 წელი, №136, მუხლი 1508) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქ­­ნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქ­ციით:

    „მუხლი 1

ეს დებულება განსაზღვრავს რეგულარული საერთა­შორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ლიცენზიის (შემ­დგომში – ლიცენზია) (თუ შეზღუდვა შეთანხმებულ ხაზებზე ფრენის სიხშირეებსა და დანიშნული ავიაგადამ­ზიდველების რაოდენობაზე დადგენილია საერთაშორისო ხელშეკრულებით) გამცემ ორგანოს, გაცემის წესსა და პირობებს.“;

ბ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 2

ლიცენზიის გამცემი ორგანოა დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანო, საჯარო სა­მარ­თლის იურიდიული პირი – საქართველოს ტრან­სპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისია (შემ­დგომ­ში – კომისია).“;

გ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემ­დეგი რედაქციით:

„2. აუქციონის გამართვის, გამარჯვებულის გამოვ­ლენისა და შესაბამისი სალიცენზიო მოწმობის გაცე­მის წესს ადგენს კომისია.“;

დ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 4

აუქციონზე გამოტანილი ლიცენზიის გაცემის საწ­ყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართვე­ლოს კანონის პრინციპების დაცვით ადგენს კომისია.“;

ე) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 6

რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის (თუ შეზღუდვა შეთანხმებულ ხაზებზე ფრენის სიხშირეებსა და დანიშნული ავიაგადამზიდ­ველების რაოდენობაზე დადგენილია საერთაშორისო ხელ­შეკრულებით) ლიცენზიის ფორმა მტკიცდება კო­­მი­სიის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი