საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს საპატიო მოქალაქეობის, სახელმწიფო ჯილდოების, პრემიებისა და საპატიო წოდებების მინიჭების საკითხთა განმხილველი კომისიის შესახებ

  • Word
საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს საპატიო მოქალაქეობის, სახელმწიფო ჯილდოების, პრემიებისა და საპატიო წოდებების მინიჭების საკითხთა განმხილველი კომისიის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 810
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 14/12/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 12, 31/12/1996
ძალის დაკარგვის თარიღი 16/07/2008
სარეგისტრაციო კოდი 010220020.05.002.000452
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
810
14/12/1996
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 12, 31/12/1996
010220020.05.002.000452
საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს საპატიო მოქალაქეობის, სახელმწიფო ჯილდოების, პრემიებისა და საპატიო წოდებების მინიჭების საკითხთა განმხილველი კომისიის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (31/12/1996 - 03/09/2003)

საქართველოს პრეზიდენტის

ბ რ ძ ა ნ ე ბ უ ლ ე ბ ა 810

1996 წლის 14 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს საპატიო მოქალაქეობის, სახელმწიფო ჯილდოების, პრემიებისა და საპატიო წოდებების მინიჭების საკითხთა განმხილველი კომისიის შესახებ

საქართველოს წინაშე თანამემამულეთა და უცხოელ მოქალაქეთა განსაკუთრებული ღვაწლისა და კონკრეტული დამსახურების შეფასების მიზნით:

1. შეიქმნას საქართველოს პრეზიდენტთან საქართველოს საპატიო მოქალაქეობის, სახელმწიფო ჯილდოების, პრემიებისა და საპატიო წოდებების მინიჭების საკითხთა განმხილველი კომისია თანდართული სიის მიხედვით.

2. დამტკიცდეს კომისიის თანდართული დებულება და შემადგენლობა.

3. გაუქმდეს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 1 სექტემბრის №286 ბრძანებულებით შექმნილი საქართველოს სახელმწიფოს მეთაურთან არსებული საპატიო მოქალაქეობის საკითხთა კომისია.

4. ბრძანებულება ამოქმედდეს ხელმოწერის დღიდან.

     ე. შევარდნაძე

დანართი

საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს საპატიო მოქალაქეობის, სახელმწიფო ჯილდოების, პრემიებისა და საპატიო წოდებების მინიჭების საკითხთა განმხილველი კომისია

ელგუჯა ამაშუკელი – საქართველოს სახალხო მხატვარი, აკადემიკოსი, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი, კომისიის თავმჯდომარე

დავით ბურჭულაძე – საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

ლევან ალექსიძე – თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის კათედრის გამგე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი, პროფესორი

ჯანო ბაგრატიონი – საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე

იგორ ბოგომოლოვი – საქართველოს პარლამენტის წევრი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

ზურაბ გეგეჭკორი – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის მოადგილე, მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის დეპარტამენტის თავმჯდომარე

ნელი გურგენიძე – საერთაშორისო საზოგადოების „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ ვიცე-პრეზიდენტი

ალექსანდრე ვაშაკიძე – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამხედრო აკადემიის რეზერვის ოფიცერთა მომზადების განყოფილების უფროსი, პოლკოვნიკი

მალხაზ კაკაბაძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

გიორგი კახაბრიშვილი – საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კორპორაციის თავმჯდომარის მოადგილე

მევლუდ კვირიკაშვილი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ზარაფხანის გენერალური დირექტორი

ნინო კობახიძე – საქართველოს კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე

ტარიელ კულულაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე

მურმან ლებანიძე – პოეტი

ვალერიან მეტრეველი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი

ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი – საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე

ნუგზარ რობიტაშვილი – თბილისის სამრეწველო-სავაჭრო პალატის პრეზიდენტი

ავთანდილ საყვარელიძე – ქართული ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორი

 იოსებ ქოიავა – თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორი, პროფესორი

თამაზ ყიფიანი – სახელმწიფო კანცელარიის უფროსის მოადგილე, კომისიის მდივანი

ნიკოლოზ ცხაკაია – ჰოლდინგური კომპანია „სამთო ქიმიის“ პრეზიდენტი

თამაზ წივწივაძე – გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს“ მთავარი რედაქტორი

სერგო ჯორბენაძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

დანართი

საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს საპატიო მოქალაქეობის, სახელმწიფო ჯილდოების, პრემიებისა და საპატიო წოდებების საკითხთა განმხილველი კომისიის

დებულება

1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეობის, სახელმწიფო ჯილდოების, პრემიებისა და საპატიო წოდებების მინიჭების საკითხთა განმხილველი კომისიის მუშაობის წესს, ადგენს კომისიის უფლებებსა და მოვალეობებს.

2. კომისია არის საპატიო მოქალაქეობის,სახელმწიფო ჯილდოების, პრემიებისა და საპატიო წოდებების მინიჭების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის საკონსულტაციო მუდმივი ორგანო, რომელიც მუშაობს საზოგადოებრივ საწყისებზე.

3. კომისიის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია:

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს პრეზიდენტის აქტები, მოქმედი კანონმდებლობა და ეს დებულება.

4. კომისიას ქმნის და  მის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი.

5. კომისიას ჰყავს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და მდივანი.კომისია სხდომას მართავს დადგენილი წესით უფლებამოსილი ორგანოს მიერ კომისიაში საპატიო მოქალაქეობაზე, სახელმწიფო ჯილდოზე, პრემიაზე და საპატიო წოდებაზე პირის წარდგენისა და შესაბამისი დოკუმენტების შემოსვლიდან ერთ თვეში.

6. კომისიას მომზადებულ მასალებს განსახილველად გადასცემს სახელმწიფო კანცელარიის საქართველოს საპატიო მოქალაქეობის, სახელმწიფო ჯილდოების, პრემიებისა და საპატიო წოდებების მინიჭების განყოფილება დადგენილი წესით.

7. კომისიის სხდომას იწვევს თავმჯდომარე. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიაზე საკითხი წყდება ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.

8. კომისია გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობს კანონმდებლობით დადგენილი პრინციპებით და ამავე დროს ითვალისწინებს საზოგადოებრივ აზრს და სახელმწიფოებრივ ინტერესებს.

9. კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხები:

ა) საპატიო მოქალაქეობის მინიჭებისა და ჩამორთმევის შესახებ;

ბ) სახელმწიფო ჯილდოების _ ორდენებისა და მედლების მინიჭებისა და ჩამორთმევის შესახებ;

გ) საპატიო წოდებების მინიჭებისა და ჩამორთმევის შესახებ;

დ) პრემიის მინიჭების შესახებ.

10. კომისია უფლებამოსილია სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით განიხილოს და გადაწყვიტოს სახელმწიფო ჯილდოს მუზეუმში შენახვისა და ექსპონირების საკითხი, თუ არსებობს:

ა) დაჯილდოებული პირის თანხმობა;

ბ) დაჯილდოებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი ოჯახის თანხმობა.

11. კომისია განიხილავს განცხადებებს, წინადადებებსა და საჩივრებს თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით.

12. კომისიის გადაწყვეტილება სარეკომენდაციო ხასიათისაა. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი.

13. კომისია უფლებამოსილია გამოითხოვოს სათანადო მასალები და მიიღოს ინფორმაცია სახელმწიფო ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისაგან, თანამდებობის პირებისა და სხვა ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან.