დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს საპატიო მოქალაქეობის, სახელმწიფო ჯილდოების, პრემიებისა და საპატიო წოდებების მინიჭების საკითხთა განმხილველი კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 14 დეკემბრის №810 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 429 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 03/09/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 98, 05/09/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/07/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.220.020.05.002.002 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №429
2003 წლის 2 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს საპატიო მოქალაქეობის, სახელმწიფო ჯილდოების, პრემიებისა და საპატიო წოდებების მინიჭების საკითხთა განმხილველი კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 14 დეკემბრის №810 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს საპატიო მოქალაქეობის, სახელმწიფო ჯილდოების, პრემიებისა და საპატიო წოდებების მინიჭების საკითხთა განმხილველი კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 14 დეკემბრის №810 ბრძანებულებასა და ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში (საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების კრებული, 1996 წლის დეკემბერი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. ბრძანებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს საპატიო მოქალაქეობის, სახელმწიფო ჯილდოების, პრემიების, საპატიო წოდებების მინიჭებისა და იარაღით დაჯილდოების საკითხთა განმხილველი კომისიის შესახებ“.
2. ბრძანებულების პირველი ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შეიქმნას საქართველოს პრეზიდენტთან საქართველოს საპატიო მოქალაქეობის, სახელმწიფო ჯილდოების, პრემიების, საპატიო წოდებების მინიჭებისა და იარაღით დაჯილდოების საკითხთა განმხილველი კომისია თანდართული სიის მიხედვით“.
3. ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს საპატიო მოქალაქეობის, სახელმწიფო ჯილდოების, პრემიების, საპატიო წოდებების მინიჭებისა და იარაღით დაჯილდოების საკითხთა განმხილველი კომისიის შესახებ“.
4. ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეობის, სახელმწიფო ჯილდოების, პრემიების, საპატიო წოდებების მინიჭებისა და იარაღით დაჯილდოების საკითხთა განმხილველი კომისიის მუშაობის წესს, ადგენს კომისიის უფლებებსა და მოვალეობებს.
2. კომისია არის საპატიო მოქალაქეობის, სახელმწიფო ჯილდოების, პრემიების, საპატიო წოდებების მინიჭებისა და იარაღით დაჯილდოების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის საკონსულტაციო მუდმივი ორგანო, რომელიც მუშაობს საზოგადოებრივ საწყისებზე“.
5. ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-5 პუნქტიდან სიტყვების „საპატიო წოდებაზე“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და იარაღით დაჯილდოებაზე“ და პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. კომისიას ჰყავს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და მდივანი. კომისია სხდომას მართავს დადგენილი წესით უფლებამოსილი ორგანოს მიერ კომისიაში საპატიო მოქალაქეობაზე, სახელმწიფო ჯილდოზე, პრემიაზე, საპატიო წოდებასა და იარაღით დაჯილდოებაზე პირის წარდგენისა და შესაბამისი დოკუმენტების შემოსვლიდან ერთ თვეში“.
6. ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-9 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) სამოქალაქო და სამსახურებრივ-საშტატო იარაღით დაჯილდოებაზე პირის წარდგენის შესახებ“.
ე. შევარდნაძე
საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს საპატიო მოქალაქეობის, სახელმწიფო ჯილდოების, პრემიების, საპატიო წოდებებისა და იარაღით დაჯილდოების საკითხთა განმხილველი კომისია
ლევან ალექსიძე – თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის კათედრის გამგე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი
ვადიმ ანასტასიადი – გაზეთ „ვეჩერნი ტბილისის“ მთავარი რედაქტორი
ჯანო ბაგრატიონი – საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი
დავით ბურჭულაძე – საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
გურამ გვეტაძე – საქართველოს ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
ნელი გურგენიძე – საერთაშორისო საზოგადოების „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის” ვიცე-პრეზიდენტი
ალექსანდრე ვაშაკიძე – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამხედრო აკადემიის რეზერვის ოფიცერთა მომზადების განყოფილების უფროსი, პოლკოვნიკი
ნინო კობახიძე – საქართველოს კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე
დათო ლორთქიფანიძე – საქართველოს ეროვნული ზარაფხანის დირექტორი
ვალერიან მეტრეველი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი
ავთანდილ საყვარელიძე – ქართული ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორი
იოსებ ქოიავა – თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორი, პროფესორი
თამაზ ყიფიანი – სახელმწიფო კანცელარიის უფროსის მოადგილე, კომისიის მდივანი
ბორის ყურაშვილი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე
თამაზ წივწივაძე – საქართველოს საერთო-ეროვნული მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს” მთავარი რედაქტორი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები