„საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს საპატიო მოქალაქეობის, სახელმწიფო ჯილდოების, პრემიების, საპატიო წოდებების მინიჭებისა და იარაღით და-ჯილდოების საკითხთა განმხილველი კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 14 დეკემბრის №810 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

  • Word

დოკუმენტის ნომერი 740
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 09/09/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 107, 14/09/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 16/07/2008
სარეგისტრაციო კოდი 010.210.040.08.002.003
  • Word
740
09/09/2005
სსმ, 107, 14/09/2005
010.210.040.08.002.003
„საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს საპატიო მოქალაქეობის, სახელმწიფო ჯილდოების, პრემიების, საპატიო წოდებების მინიჭებისა და იარაღით და-ჯილდოების საკითხთა განმხილველი კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 14 დეკემბრის №810 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 740

2005 წლის 9 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს საპატიო მოქალაქეობის, სახელმწიფო ჯილდოების, პრემიების, საპატიო წოდებების მინიჭებისა და იარაღით დაჯილდოების საკითხთა განმხილველი კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 14 დეკემბრის 810 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს საპატიო მოქალაქეობის, სახელმწიფო ჯილდოების, პრემიების, საპატიო წოდებების მინიჭებისა და იარაღით დაჯილდოების საკითხთა განმხილველი კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 14 დეკემბრის 810 ბრძანებულებაში (საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 1996 წლის დეკემბერი, გვ. 62) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანებულების მე-2 პუნქტით დამტკიცებული „საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს საპატიო მოქალაქეობის, სახელმწიფო ჯილდოების, პრემიების, საპატიო წოდებების მინიჭებისა და იარაღით დაჯილდოების საკითხთა განმხილველი კომისიის შესახებ“ დებულების მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. კომისიას ჰყავს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და მდივანი.

6. კომისიას მომზადებულ მასალებს განსახილველად გადასცემს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამისი სამსახური. კომისიის სხდომა იმართება სამსახურის მიერ კომისიისათვის მასალების წარდგენიდან არა უგვიანეს ერთი თვის ვადაში.“.

ბ) ბრძანებულების პირველი პუნქტით შექმნილი საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს საპატიო მოქალაქეობის, სახელმწიფო ჯილდოების, პრემიების, საპატიო წოდებების მინიჭებისა და იარაღით დაჯილდოების საკითხთა განმხილველი კომისია განისაზღვროს შემდეგი შემადგენლობით:

დავით მაღრაძე – მწერალი, კომისიის თავმჯდომარე

სოზარ სუბარი – საქართველოს სახალხო დამცველი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

გიორგი ანდრიაძე – კავშირის „ნაცი­ონალური ლობის“ თავმ­ჯდომარე

მამუკა გონგაძე – მხატვარი, ჰერალდიკის სპეციალისტი

დავით დარჩიაშვილი – ფონდ „ღია საზოგადოების“ აღმასრულე­ბელი დირექტორი

ფრიდონ თოდუა – აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერე­ბათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი

მარიკა კვანტრიშვილი –   საქართველოს პრეზიდენტის ადმინის­ტრა­ციის საორგანიზაციო სამსახურის უფროსი, კომისიის მდივანი

დავით ლორთქიფანიძე – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი

ნატალია ყანჩელი – საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე

ლევან ჭოლაძე – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილე.

  მ. სააკაშვილი