საქართველოს საბიუჯეტო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა სახელმწიფო საატესტაციო კომისიის შექმნის შესახებ

  • Word
საქართველოს საბიუჯეტო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა სახელმწიფო საატესტაციო კომისიის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 145
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 23/04/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 44, 26/04/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 03/09/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
145
23/04/2004
სსმ, 44, 26/04/2004
000000000.00.00.000000
საქართველოს საბიუჯეტო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა სახელმწიფო საატესტაციო კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (26/04/2004 - 07/02/2005)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №145

2004 წლის 23 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს საბიუჯეტო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა სახელმწიფო საატესტაციო კომისიის შექმნის შესახებ

1. „სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების სანიმუშო წესდებისა და სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა ატესტაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 16 ივლისის №353 ბრძანებულების შესაბამისად დამტკიცდეს საქართველოს საბიუჯეტო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა სახელმწიფო საატესტაციო კომისია თანდართული შემადგენლობით.

2. საატესტაციო კომისიამ იხელმძღვანელოს ზემოაღნიშნული ბრძანებულებით დამტკიცებული „სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა ატესტაციის დებულებით“.

მ. სააკაშვილი

საქართველოს საბიუჯეტო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა სახელმწიფო საატესტაციო კომისია

ალბერტ თავხელიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი, საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე

ოთარ ნათიშვილი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი, საატესტა­ციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

თენგიზ ბერიძე – ს. დურმიშიძის სახელობის ბიოქმიიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიის გამგე, აკადემიკოსი, საატესტაციო კომისიის სწავლული მდივანი.

მათემატიკა-საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დარგობრივი კომისია

ივანე კიღურაძე – ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი, დარგობრივი კომისიის თავმჯდომარე

თენგიზ ბერიძე – ს. დურმიშიძის სახელობის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიის გამგე, აკადემიკოსი

არნოლდ გეგეჭკორი – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის კათედრის გამგე, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

დავით კერესელიძე – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიისა და გეოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, ტექნიკის მეცნიე-რებათა დოქტორი, პროფესორი

ნოდარ მითაგვარია – ივ. ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტტუტის ლაბორატორიის გამგე, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი

ავთანდილ ოქროსცვარიძე – ა. ჯანელიძის სახელობის გეოლოგიური ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, გეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

შოთა სამსონია – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანული ქიმიის კათედრის გამგე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი

რომან შაქარიშვილი – თბილისის სამედიცინო აკადემიის რექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

ალექსანდრე ხარაზიშვილი – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის განყოფილების გამგე, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

კოხტა ჯაფარიძე – კიბერნეტიკის ინსტიტუტის განყოფილების გამგე, აკადემიკოსი

გიორგი ჯაფარიძე – ე. ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგობრივი კომისია

ზაზა ალექსიძე – კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, დარგობრივი კომისიის თავმჯდომარე

ამირან არაბული – შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატუ­რის ინსტიტუტის ფოლკლორის განყოფილების გამგე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი

მამუკა ბიჭაშვილი – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციოლოგიის ფაკულტეტის თეორიული ფილოსოფიის კათედრის პროფესორი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი

ოთარ გამყრელიძე – სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის სისხლის სამართლისა და პროცესის განყოფილების გამგე, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

როლანდ თოფჩიშვილი – ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი კონსულტანტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

დარეჯან კაჭარავა – არმენოლოგიური ცენტრის კლასიკური არმენოლოგიის განყოფილების გამგე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

დავით ლორთქიფანიძე – ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის მოადგილე, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

ავთანდილ სილაგაძე – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი

თედო უთურგაიძე – არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი კონსულტანტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

მარინე ჯიქია – გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთ-მცოდნეობის ინსტიტუტის აღმოსავლურ ენათა ტიპოლოგიის განყოფილების გამგე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

გამოყენებითი მეცნიერების დარგობრივი კომისია

ალექსანდრე დიდებულიძე        – საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ელექტროტექნიკისა და ელექტროამძრავის კათედრის გამგე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, დარგობრივი კომისიის თავმჯდომარე

ავთანდილ კორახაშვილი            – საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის საკვებწარმოების და სამკურნალო მცენარეების კათედრის გამგე, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

გურამ ალექსიძე – საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მთავარი სწავლული მდივანი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

მიხეილ გედევანიშვილი – ი. ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი

თენგიზ მაგრაქველიძე – ა. ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის განყოფილების გამგე, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი

ლეონ მახარაძე – გ. წულუკიძის სახელობის სამთო ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, ტექნიკის მეცნიერე­ბათა დოქტორი, პროფესორი

ჯემალ მოსია – ფ. თავაძის სახელობის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტის კაზმის მომზადებისა და ფეროშენადნობების ლაბორატორიის გამგე, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი

ალექსანდრე ნოზაძე – საქართველოს სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის ლითონების წნევით დამუშავების ტექნოლოგიების კათედრის გამგე, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

გია ქაჯაია – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის კათედრის გამგე, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

ლალი ღოღელიანი – საქართველოს სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდროსაინჟინრო ფაკულტეტის დეკანი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

გელა ყიფიანი – საქართველოს სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი სამუ­შაოების სამმართველოს უფროსი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.