დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს პრეზიდენტისა და სახელმწიფოს მეთაურის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 499 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 29/08/2007 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 124, 03/09/2007 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.210.000.08.002.004.492 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №499
2007 წლის 29 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს პრეზიდენტისა და სახელმწიფოს მეთაურის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „საქართველოს სახელმწიფოს მეთაურისა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის აპარატების სალიკვიდაციო კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1995 წლის 21 დეკემბრის №57 ბრძანებულება;
ბ) „საქართველოში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული პროგრამის დამტკიცებისა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ნარკომანიის გავრცელების, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 1 ივლისის №430 ბრძანებულება;
გ) „საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროსთან უწყებათაშორისი საგანგებო ენერგეტიკული კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 25 იანვრის №53 ბრძანებულება;
დ) „საქართველოს სამთავრობო სატრანსპორტო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 11 მაისის №241 ბრძანებულება;
ე) „ეროვნული უშიშროების საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის გადაუდებელი საორგანიზაციო ღონისძიებების შემმუშავებელი საუწყებათაშორისო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 7 ივლისის №351 ბრძანებულება;
ვ) „ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან არსებული ეროვნული შერიგებისა და თანხმობის კომისიების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 30 ივნისის №394 ბრძანებულება;
ზ) „საქართველოში რუსეთის ფედერაციის კუთვნილი შეიარაღების შემცირების პრობლემებთან დაკავშირებული ოპერატიულ-ტექნიკური კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 8 აგვისტოს №356 ბრძანებულება;
თ) „საქართველოს ადმინისტრაციული მოწყობის საკითხთა გადაწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ადმინისტრაციული ერთეულებისათვის სახელების დარქმევისა და გადარქმევის საკითხთა კომისიის შექმნის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 14 მაისის №321 ბრძანებულება;
ი) „კასპიის აუზის ნავთობისა და გაზის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტირების პროექტების კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 4 თებერვლის №43 ბრძანებულება;
კ) „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის რაიონის მოსახლეობის დახმარების სახელმწიფო კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 23 მაისის №348 ბრძანებულება;
ლ) „ეკონომიკურ საკითხთა სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 17 ოქტომბრის №412 ბრძანებულება;
მ) ,,საქართველოს საბიუჯეტო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა სახელმწიფო საატესტაციო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 23 აპრილის №145 ბრძანებულება;
ნ) „თურქმენეთიდან 1995 წელს ბუნებრივი აირის მიწოდებით წარმოქმნილი სასაქონლო დავალიანების დაფარვის დროებითი კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 15 თებერვლის №171 ბრძანებულება;
ო) „საქართველოს შრომითი და სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობების მომწესრიგებელი მუდმივმოქმედი სამმხრივი კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 3 ივნისის №358 ბრძანებულება;
პ) „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გულრიფშის რაიონის კოდორის ხეობაში 1997 წლის 1 სექტემბერს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების შესასრულებლად სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 11 სექტემბრის №500 ბრძანებულება;
ჟ) „საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროსთან უწყებათაშორისი საგანგებო ენერგეტიკული კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 25 იანვრის №53 ბრძანებულება;
რ) „ეროვნული უშიშროების საბჭოსთან საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის საუწყებათაშორისო მუდმივი კომისიის შექმნის და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 7 ივნისის №367 ბრძანებულება;
ს) „საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სალიკვიდაციო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 3 მაისის №179 ბრძანებულება;
ტ) „საყოფაცხოვრებო სადგომების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით მოქალაქეთა საჩივრების შემსწავლელი დროებითი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 17 ოქტომბრის №341 ბრძანებულება;
უ) „აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და მათი ოჯახების წევრთა უფლებების დაცვის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 15 აგვისტოს №255 ბრძანებულება;
ფ) „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შემმუშავებელი კომისიის შექმნის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 13 მარტის №100 ბრძანებულება;
ქ) „ჯანმრთელობის დაცვის სისტემის რეორიენტაციის პირველ ეტაპზე მოსახლეობისათვის სახელმწიფო დახმარების გაფართოების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 4 ნოემბრის №464 ბრძანებულება;
ღ) „თბილისში ბავშვთა გულის ქირურგიის ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 29 ოქტომბრის №447 ბრძანებულება;
ყ) „საქართველოში სახელმწიფო სამედიცინო განათლების ორგანიზების 75-ე და სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დაარსების 65-ე წლისთავის საიუბილეო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 23 სექტემბრის №373 ბრძანებულება;
შ) „ჯანმრთელობის დაცვის სისტემის რეორგანიზაციის პროცესში სამედიცინო დაწესებულებების მუშაკთა სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 13 სექტემბრის №351 ბრძანებულება;
ჩ) „საბაზრო ეკონომიკის პირობებში ჯანმრთელობის დაცვის სისტემის სრულყოფის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 5 ივლისის №269 ბრძანებულება;
ც) „საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სისტემის რეორგანიზაციის პირველი ეტაპის სამუშაოების შესრულების უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 23 დეკემბრის №400 ბრძანებულება.
2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
დოკუმენტის კომენტარები