აგრარული პოლიტიკის ეროვნული საბჭოს შესახებ

  • Word
აგრარული პოლიტიკის ეროვნული საბჭოს შესახებ
დოკუმენტის ნომერი 505
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 11/08/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 30/08/1996
ძალის დაკარგვის თარიღი 07/04/2005
სარეგისტრაციო კოდი 340170000.05.002.000248
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
505
11/08/1996
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 30/08/1996
340170000.05.002.000248
აგრარული პოლიტიკის ეროვნული საბჭოს შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/08/1996 - 28/10/1997)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 505

1996 წლის 11 აგვისტო

ქ. თბილისი

აგრარული პოლიტიკის ეროვნული საბჭოს შესახებ

აგრარულ-სამრეწველო და სასურსათო კომპლექსი განვითარების სტრატეგიული მიმართულებების განსაზღრის, რეფორმების მიმდინარეობის დროული, მეცნიერულად დასაბუთებელი ანალიზისა და მისი სოციალური ასპექტების გაძლიერების მიზნით:

1. მოწონებულ იქნეს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წინადადება აგრარული პოლიტიკის ეროვნული საბჭოს შექმნის შესახებ.

2. დამტკიცდეს აგრარული პოლიტიკის ეროვნული საბჭოს თანდართული შემადგენლობა. დაწესდეს, რომ საბჭოს წევრებად ითვლებიან საქართველოს მთავრობის წევრები, საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საკონსულტაციო ეკონომიკური საბჭოს წევრები და საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულები მხარეებში.

3. საბჭოს სხდომებზე, როგორც წესი, მოწვეულ იქნება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, სახელმწიფო მინისტრი, პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეები, სამინისტროებისა და უწყებების წარმომადგენლები, რომლებიც მუდმივად ესწრებიან მთავრობისა და საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საკონსულტაციო ეკონომიკური საბჭოს სხდომებს.

4. აგრარული პოლიტიკის საბჭომ შეიმუშაოს და თავის უახლოეს სხდომაზე დაამტკიცოს დებულება და სამუშაო პროგრამა.

5. საბჭოს სხდომები გაიმართოს წელიწადში ორჯერ.

     ე. შევარდნაძე

 

აგრარული პოლიტიკის ეროვნული

საბჭოს შემადგენლობა

ბაკურ გულუა – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე

ვალერიან მეტრეველი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე

რობერტ ანდღულაძე – საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი

გივი ახვლედიანი – ფირმა „ვაზიანის“ პრეზიდენტი

რაულ ბაბუნაშვილი – საქართველოს მემამულეთა კავშირის თავმჯდომარე

ვახტანგ ბურკაძე – აგროსამრეწველო კომპლექსის ეკონომიკისა და მართვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი

ზურაბ გეგეჭკორი – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის პირველი მოადგილე, და მიწის კადასტრის დეპარტამენტის თავმჯდომარე

გელა გელაშვილი – სიღნაღის რაიონის აგროფირმა „ბოდბისხევის“ პრეზიდენტი

ზაალ გელდიაშვილი – სოფლის მეურნეობის ვეტერანი

არჩილ გოგელია – საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კორპორაციის თავმჯდომარე

გრიგოლ დათუნაიშვილი – სახელმწიფო კანცელარიის ეკონომიკური სამსახურის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და გარემოს დაცვის საკითხთა საკონსულტაციო ჯგუფის უფროსი, მთავარი სახელმწიფო მრჩეველი, პასუხისმგებელი მდივანი

გურამ ესაკია – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი

ავთანდილ თავართქილაძე – ფირმა „ლილოს“ პრეზიდენტი

ალბერტ თავხელიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი

ოტია იოსელიანი – მწერალი

როინ მეტრეველი – თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი

ცოტნე მირცხულავა – წყალთა მეურნეობისა და საინჟინრო ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი

ილია ნატროშვილი – საქართველოს მიწათმოქმედთა კაშირის თავმჯდომარე

ზაურ საგანელიძე – სარეწველო ფირმა „სამეგობროს“ დირექტორი

რობერტ ურჯუმელაშვილი – საქართველოს პროფსაბჭოს სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე

გურამ ფანჯიკიძე – საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე

გიორგი ქათამაძე – ცეკავშირის გამგეობის თავმჯდომარე

ზურაბ ქათამაძე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი

კამო ქართველიშვილი – ზოოტექნიკური-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი

ნაპოლეონ ქარქაშაძე – აგრარული უნივერსიტეტის რექტორი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრი

დოდო ყარაულაშვილი – სახელმწიფო კანცელარიის საზოგადოებრივი აზრის კვლევის განყოფილების უფროსი, მთავარი სახელმწიფო მრჩეველი

ბადრი შოშიტაიშვილი – ქ. თბილისის მერი

ვლადიმერ ჭანტურია – იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

რამაზ ხუროძე – თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი.