დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აგრარული პოლიტიკის ეროვნული საბჭოს შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 11 აგვისტოს №505 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 121 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 31/03/1999 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 15(22), 06/04/1999 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 07/04/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340170000.05.002.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №121
1999 წლის 31 მარტი
ქ. თბილისი
„აგრარული პოლიტიკის ეროვნული საბჭოს შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 11 აგვისტოს №505 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
შეტანილ იქნეს ცვლილებები „აგრარული პოლიტიკის ეროვნული საბჭოს შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 11 აგვისტოს №505 ბრძანებულების მე-2 პუნქტით დამტკიცებულ აგრარული პოლიტიკის ეროვნული საბჭოს შემადგენლობაში:
1. საბჭოს შემადგენლობიდან გამოყვანილ იქნენ არჩილ გოგელია, კამო ქართველიშვილი, ბადრი შოშიტაიშვილი.
2. საბჭოს შემადგენლობაში შეყვანილ იქნენ:
ივანე ზოდელავა – თბილისის მერი
ზაზა შენგელია – საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კორპორაციის თავმჯდომარე
ელგუჯა გუგუშვილი – ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი.
3. საბჭოს წევრებს თანამდებობად მიენიშნოთ:
ზურაბ გეგეჭკორს – საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე
გრიგოლ დათუნაიშვილს – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სექტორული ეკონომიკის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, სოფლის მეურნეობის, სურსათისა და გარემოს დაცვის განყოფილების უფროსი, პასუხისმგებელი მდივანი
დოდო ყარაულაშვილს – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სოციოლოგიური სამსახურის უფროსი.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები