არასრულწლოვანების სოციალური დაცვის, პროფესიული მომზადებისა და სამართალდარღვევათა პროფილაქტიკის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

  • Word
არასრულწლოვანების სოციალური დაცვის, პროფესიული მომზადებისა და სამართალდარღვევათა პროფილაქტიკის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 431
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 24/07/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 31/07/1996
ძალის დაკარგვის თარიღი 26/08/2005
სარეგისტრაციო კოდი 008024000.05.002.000218
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
431
24/07/1996
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 31/07/1996
008024000.05.002.000218
არასრულწლოვანების სოციალური დაცვის, პროფესიული მომზადებისა და სამართალდარღვევათა პროფილაქტიკის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (31/07/1996 - 17/02/1997)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 431

1996 წლის 1 ივლისი

ქ. თბილისი

არასრულწლოვანების სოციალური დაცვის, პროფესიული მომზადებისა და სამართალდარღვევათა პროფილაქტიკის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

არასრულწლოვანთა, განსაკუთრებით უმეთვალყურეოდ დარჩენილ მოზარდთა შორის სამართალდარღვევათა პროფილაქტიკის, მათი პროფესიული მომზადებისა და სოციალური დაცვის ორგანიზაციის სრულყოფის მიზნით:

1. დამტკიცდეს საქართველოს განათლების სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული არასრულწლოვანების სოციალური დაცვის, პროფესიული მომზადებისა და სამართალდარღვევთა პროფილაქტიკის თანდართული სახელმწიფო პროგრამა.

2. შეიქმნას არსრულწლოვანთა საქმეებისა და მათი სოციალური დაცვის სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

თამაზ კვაჭანტირაძე – საქართველოს განათლების მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

თეიმურაზ მურღულია – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

ვახტანგ აბაშიძე – საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელი

ჯანო ბაგრატიონი – საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე

ანზორ გაბიანი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლის პრობლემათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის უფროსი, პროფესორი

ლამარა გაგუა – სახელმწიფო კანცელარიის კულტურის, მეცნიერებისა და განათლების განყოფილების განათლებისა და მეცნიერების საკითხთა ბიუროს უფროსი

მამა გიორგი (გამრეკელი) – საქართველოს საპატრიარქო განყოფილების კომიტეტის თავმჯდომარე

დავით გვაძაბია – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე

როლანდ გილიგაშვილი – საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე

თემურ გიორგაძე – საქართველოს პრეზიდენტის ადგილობრივი მმართველობისა და რეგიონალური პოლიტიკის საკოორდინაციო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე

გელა ლეჟავა – ნარკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თავმჯდომარე

მაია კობახიძე – საქართველოს კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე

მირიან მურჯიკნელი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

ნიკო ნიკოლოზიშვილი – საქართველოს ახალგაზრდულ საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე

კახა საკანდელიძე – საქართველოს შრომის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მინისტრის მოადგილე

ვახტანგ სართანია – სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის რექტორი

დავით სოხაძე – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირად შემადგენლობასთან აღმზრდელობითი და სოციალურ-სამართლებრივი სამუშაოების მთავარი სამმართველოს უფროსი

ალექსანდრე ტალიაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე

ირაკლი ტუღუში – საქართველოს პროფკავშირების რესპუბლიკური გაერთიანების თავმჯდომარე

კობა იმედაშვილი – სახელმწიფო კანცელარიის კულტურის, მეცნიერებისა და განათლების განყოფილების უფროსი, მთავარი სახელმწიფო მრჩეველი

გიორგი შარვაშიძე – საქართველოს განათლების მინისტრის პირველი მოადგილე

ზაზა შენგელია – საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე

თემურ ხუროძე – თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი

დავით ჯიბღაშვილი – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის განყოფილების წამყვანი სახელმწიფო მრჩეველი.

 3. საქართველოს განათლების მინისტრმა თ. კვაჭანტირაძემ ორ კვირაში უზრუნველყოს კომისიის დებულების შემუშავება და წარმოადგინოს დასამტკიცებლად.

4. მხარეებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულთან შეიქმნას ანალოგიური კომისიები, რომლებიც სისტემატურად გააკონტროლებენ ადგილებზე პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულებას.

5. კომისიის თავმჯდომარისა და მხარეებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულების ანგარიშები პერიოდულად მოსმენილ იქნეს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომებზე.

ე. შევარდნაძე

 

არასრულწლოვანების სოციალური დაცვის, პროფესიული მომზადებისა და სამართალდარღვევათა პროფილაქტიკის

სახელმწიფო პროგრამა

ქვეყანაში ბოლო წლების მოვლენებმა – სამოქალაქო ომმა, ეთნოკონფლიქტებმა, რასაც მოჰყვა ასიათასობით დევნილი და იძულებით გადაადგილებული ოჯახები, კრიმინოგენური ვითარების მკვეთრმა გაუარესებამ, სხვადასხვა ბანდიტური დაჯგუფების, საძმოების დაუსჯელმა თარეშმა გამოიწვია სერიოზული ზნეობრივი დეფორმირება საზოგადოების გარკვეულ ნაწილში და უწინარეს ყოვლისა ახალგაზრდობასა და მოზარდთა შორის.

ახალგაზრდობაში დანაშაულობათა ზრდამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. მნიშვნელოვნად 15 პროცენტით, გაიზარდა მძიმე და ჯგუფურ დანაშაულთა ჩადენაში მათი ხვედრითი წილი, ხოლო არასარულწლოვან დამნაშავეთა ხვედრითმა წილმა 17 პროცენტს გადაარჭაბა .გახშირდა ბავშვთა უზედამხედველობის, მაწანწალობისა და მათხოვრობის შემთხვევები.

ოთხმოციანი წლების ბოლოს საქართველოში შექმნილმა რთულმა საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა სიტუაციამ ობიექტურად განაპირობა არასრულწლოვანთა შორის პროფილაქტიკური მუშაობის ფაქტობრივი მოშლა.

გაუქმდა არასრულწლოვანთა საქმეების კომისიები, სპეცპროფტექნიკური სასწავლებლები. ხანგრძლივი პერიოდით შეწყდა ზემო ავჭალის შრომა-აღმზრდელობითი კოლონიის ფუნქციონირება. ჩაიშალა არასრულწლოვანთა საქმეების ინსპექციების საქმიანობა. მათ დაკრგეს მიზანდასახულობა, სამუშაო პირობები, გახშირდა კადრების დენადობა. თანამედროვე პირობებში, როდესაც მიღებულია ქვეყნის კონსტიტუცია, არჩეულია საქართველოს პრეზიდენტი და პარლამენტი, ჩამოყალიბებულია და ფუნქციონირებს აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურები, ბოლო მოეღო სხვადასხვა შეიარაღებულ დაჯგუფებათა დაუსჯელ თარეშს, გამოიკვეთა კრიმინოგენული ვითარების გამოსწორების მყარი ტენდენციები, დღის წესრიგში დადგა იმის აუცილებლობა, რომ ფართოდ გაიშალოს მუშაობა სამართალდარღვევათა პროფილაქტიკისათვის, პირველ რიგში არასრულწლოვანთა და მოზარდთა შორის, აქტიურად ჩაებან ამ საქმეში სახელმწიფო მმართველობის, განათლების, კულტურის, სხვა სამინისტროები, სპორტის დეპარტამენტი, სამართლდამცავი ორგანოები, სხვა სამინისტროები, უწყებები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები.

აღნიშნულ ამოცანათა გადაწყვეტისათვის მიზანშეწონილად უნდა ჩაითვალოს არასრულწლოვანების სოციალური დაცვის, პროფესიული მომზადებისა და სამართალდარღვევათა პროფილაქტიკის 1996-1999 წლების სახელმწიფო პროგრამის განხორციელება. ძირითადი პროგრამული ღონისძიებები – არასრულწლოვანთა, განსაკუთრებით დევნილთა, ობოლთა და უპატრონოდ დარჩენილ მოზარდთა პრობლემატიკის მეცნიერული კვლევა, მათი პროფესიული ირიენტაციის მომზადებისა და სოციალური ადაპტაციის სისტემის შემუშავება.

დაფინანსების წყაროები: ცენტრალური ბიუჯეტი

- ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტები

- პროგრამის განხორციელების მონაწილე

სამინისტროს (უწყების) საკუთარი სახსრები ან მისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებები.

პროგრამის რეალიზაციის პროცესის კონტროლი უნდა დაეკისროს განათლების სამინისტროსა და პროგრამის მონაწილე ყველა სამინისტროსა და უწყებას. პროგრამის მიზნები და ამოცანები:

- არასრულწლოვანთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა;

- არასრულწლოვანთა, განსაკუთრებით დევნილთა, ობოლთა და უპატრონოდ დარჩენილ მოზარდთა სოციალურ-ეკონომიკური პირობების უზრუნველყოფა;

- მოზარდთა თავისუფალი დროის ორგანიზაცია;

- სამართალდარღვევების პროფილაქტიკა;

- დევნილთა, ობოლთა, ძნელად აღსაზრდელ და უპატრონოდ დარჩენილ მოზარდთა    შესახებ ინფორმაციის მოპოვება და მათთან მუშაობა;

- მოზარდი თაობის აღზრდის საქმეში მშობლებთან, მეზობლებთან და პედაგოგებთან ურთიეთობა, თანამშრომლობის ფორმების შემუშავება და გაღრმავება;

- არასრულწლოვანებთან, დევნილ, ობოლ და უპატრონოდ დარჩენილ მოზარდებთან მუშაობის სრულყოფისათვის მეცნიერულად დასაბუთებული მეთოდური რეკომენდაციების შემუშავება;

- სპორტულ და შემეცნებით შემოქმედებით ცხოვრებაში არასრულწლოვანთა ინტესიურად მონაწილეობისათვის შესაბამისი პირობების შექმნა;

- არასრულწლოვანთა დამნაშავეობის პროფილაქტიკის მიზნით მუშაობის ორგანიზაცია.

პროგრამის ძირითადი მიმართულებებია:

1. არასრულწლოვანთა შორის სამართალდარღვევებისა და უზედამხედველობის პროფილაქტიკურ-გამაფრთხილებელ ღონისძიებათა განხორციელება.

2. არასრულწლოვანთა, დევნილთა, ობოლთა და უმეთვალყურეოდ დარჩენილ მოზარდთა პროფესიული სწავლებისა და სოციალური ადაპტაცის პრობლემათა გადაჭრა.

3. მოზარდთა მხატვრულ შემოქმედებასა და სპორტში ჩაბმა.

არასრულწლოვანთა შორის სამართალდარღვევებისა და უზედამხედველობის პროფილაქტიკის მიზნით უნდა განხორციელდეს შემდეგი ღონისძიებები.

 

1. არასრულწლოვანთა შორის სამართალდარღვევებისა და უზედამხედველობის პროფილაქტიკურ-გამაფრთხილებელი ღონისძიებები

- არასრულწლოვანთა შორის სამართალდარღვევებისა და უზედამხედველობის პროფილაქტიკისადმი კომპლექსური მიდგომის, კორდინაციისა და კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი მექანიზმის შემუშავება;

- არასრულწლოვანთა მიერ სამართალდარღვევის გამომწვევი მიზეზების შესწავლა, დევნილთა, ობოლთა და უმეთვალყურეოდ დარჩენილ ძნელად აღსაზრდელ მოზარდთა ზნეობრივი აღზრდის ახალი ფორმებისა და მათთან ინდივიდუალური მუშაობის მეცნიერულად დასაბუთებული რეკომენდაციების შემუშავება;

– დევნილთა, ობოლთა, ძნელად აღსაზრდელ და უმეთვალყურეოდ დარჩენილ მოზარდთა აღრიცხვისა და მათთან ინდივიდუალური მუშაობის ფორმების შერჩევა;

– არეული ოჯახების გამოვლენა და მათთან მუშაობის სრულყოფა;

– მოზარდთა სამართლებრივი ცოდნის ამაღლების ღონისძიებათა კომპლექსის განხორციელება;

- მაღალზნეობრივი ცხოვრების წესის პროპაგანდა.

1. რესპუბლიკაში არასრულწლოვანთა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და პროფილაქტიკურ-გამაფრთხილებელი მუშაობის საკითხებზე მომუშავე ყველა დაინტერესებული ორგანიზაციის ერთობლივი საქმიანობის კოორდინაციისა და ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების მიზნით უნდა შეიქმნას არასრულწლოვანთა საქმეების სამთავრობო კომისია.

შემსრულებელი – საქართველოს მთავრობა

ვადა – 1996 წლის ივლისი

2. ანალოგიური სტრუქტურები უნდა ჩამოყალიბდეს ავტონომიურ რესპუბლიკებში, ქალაქებსა და რაიონებში საშტატო ერთეულებისა და ფულადი ანაზღაურების გათვალისწინებით.

შემსრულებელი – სამთავრობო კომისია, მმართველობის ადგილობრივი ორგანოები. ვადა – 1996 წლის ივლისი-აგვისტო

3. არასრულწლოვანთა მიერ სამართლის დარღვევის გამომწვევი მიზეზების შესწავლის (პედაგოგიური), დევნილთა, ოჯახთა და უმეთვალყურეოდ დარჩენილ მოზარდთა ზნეობრივი აღზრდის ახალი ფორმების, მათთან ინდივიდუალური მუშაობის მეცნიერულად დასაბუთებული რეკომენდაციების შემუშავება.

შემსრულებელი – განათლების სამინისტრო; მეცნიერებათა აკადემია;

ვადა – 1996 - 1999 წ.წ.

4. აღზრდის პროგრამის შემუშავება.

შემსრულებელი – განათლების სამინისტრო, კულტურის სამინისტრო, შსს, პროკურატურა.

ვადა – 1996 - 1997 წ.წ.

აღმზრდელობითი მუშაობისა და თავისუფალი დროის ორგანიზაციის მიზნით დაიწყოს „სოციალური მუშაკის“ კადრების მომზადება.

შემსრულებელი – განათლების სამინისტრო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა ფონდის ხელშეწყობით.

ვადა – 1996 წლის ნოემბრიდან.

5. არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და პროფილაქტიკურ -გამაფრთხილებელი მუშაობის სრულყოფის მიზნით ლექტორთა ჯგუფების მომზადება და სასწავლებლებში მათი ეფექტიანი საქმიანობის უზრუნველყოფა სასწავლებლებში. შემსრულებელი – განათლების სამინისტრო, შსს

ვადა – 1996-1999 წ.წ.

6. მოსალოდნელი მოვლენების პროგნოზირების სისტემის შემუშავება, მათი მიმდინარეობისადმი კონტროლის დაწესება, ახსნა-განმარტებითი მუშაობის წარმართვა მოსწავლე-ახალგაზრდობასთან, მათ მშობლებთან.

შემსრულებელი – განათლების სამინისტრო, შსს.

ვადა – 1996 - 1999 წ.წ.

7. შეიქმნას კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის შემადგენლობაში სამსახური – არასრულწლოვანებსა და სტუდენტ ახალგაზრდობას შორის დამნაშავეობის წინააღმდეგ მებრძოლი სამსახურის სამმართველო, შემუშავდეს მისი დებულება და სტრუქტურა როგორც სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, ისე შს ავტონომიური რესპუბლიკების, სამხარეო, საქალაქო და რაიონულ რგოლებში.

შემსრულებელი – შს სამინისტრო.

ვადა – 1996 წლის ივლისი-აგვისტო

8. მოეწყოს არასრულწლოვანთა საქმეების ინსპექციის თანამშრომელთა ატესტაცია, გატარდეს ღონისძიებები ამ სამსახურის ღირსეული, საქმის მცოდნე, პროფესიონალი მუშაკებით დაკომპლექტების მიზნით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს პედაგოგიური ცოდნისა და გამოცდილების მქონე კადრების შერჩევასა და დანიშვნას. შემსრულებელი – შს სამინისტრო

ვადა – 1996 წ. ივლისი-სექტემბერი.

9. განახლდეს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებულ საზოგადოებრივი აზრის ინსტიტუტში მოქმედი არასრულწლოვანთა საქმეების ინსპექციის თანამშრომლებისა და პოლიციის უბნის ინსპექტორების ორკვირიანი სპეციალური „პედაგოგიზაციის კურსები“.

შემსრულებელი – შს სამინისტროსთან არსებული საზოგადოებრივი აზრის ინსტიტუტი. ვადა – 1996-1999 წ.წ.

10. შემუშავდეს არასრულწლოვანთა ინსპექციების მუშაობის მარეგლამენტირებელი ინსტრუქცია და სხვა საჭირო ნორმატიული აქტები, გამოიცეს აღმზრდელობითი მუშაობის საკითხებზე დამხმარე სახელმძღვანელოები.

შემსრულებელი – შს სამინისტროს საზოგადოებრივი აზრის ინსტიტუტი

ვადა – 1996-1997 წ.წ.

11. არასრულწლოვანთა და მოზარდთა შორის სამართალდარღვევათა წინააღმდეგ ბრძოლისა და პროფილაქტიკის სამსახურის თანამშრომელთათვის შეიქმნას სათანადო სამუშაო პირობები, გამოეყოთ მათ სასამსახურო ფართობი, ტელეფონი, ინვენტარი და სხვა საჭირო აღჭურვილობა.

შემსრულებელი – სამთავრობო კომისია, ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობები, სამხარეო ადმინისტრაცია, ქალაქების მერიები და რაიონების გამგეობები, შსს ვადა – 1996 – 1997 წ.წ.

12. განხორციელდეს საჭირო ღონისძიებანი თბილისის არასრულწლოვანთა მიმღებ-გამანაწილებლის, ზემო ავჭალის შრომა-აღმზრდელობითი კოლონიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გასაუმჯობესებლად.

შემსრულებელი – სამთავრობო კომისია, შსს სამინისტრო

ვადა – 1996-1999 წ. წ.

13. შესწავლილ იქნეს დასავლეთ საქართველოში არასრულწლოვანთა მიმღებ-გამანაწილებლის გახსნის მიზანშეწონილობის საკითხი.

შემსრულებელი - სამთავრობო კომისია, შსს სამინისტრო

ვადა - 1997 წ.

14. შემუშავდეს კანონპროექტი ახალგაზრდობისა და არასრულწლოვანთა შესახებ, ნორმატიული აქტები შვილების აღზრდაში მშობლების პასუხისმგებლობის განსაზღვრა ამაღლებისათვის, მოზარდ თაობასთან ურთიერთობის სფეროში სახელმწიფო ორგანოების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, კერძო სტრუქტურებისა და სხვათა საქმიანობის რეგულირებისათვის.

შემსრულებელი – სამთავრობო კომისია, მეცნიერებათა აკადემია, იუსტიციის სამინისტრო, შსს სამინისტრო

ვადა – 1997-1998 წ.წ.

15. შესწავლილ იქნეს არასრულწლოვანთა უმეთვალყურეობის, სამართალდარღვევების გამომწვევი მიზეზები და შემუშავდეს მეცნიერულად დასაბუთებული რეკომენდაციები ამ მიმართებით არსებული პრობლემების გადაჭრისათვის.

შემსრულებელი – მეცნიერებათა აკადემია, ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტი, შსს სამინისტროს აკადემია, განათლების სამინისტრო

ვადა – 1998 - 1999 წ.წ.

16. არასრულწლოვანთა უზედამხედველობის, სამართალდარღვევების, ნარკომანიის თავიდან აცილების, მაღალზნეობრივი ცხოვრების წესის პროპაგანდის, არასრულწლოვანი შვილების აღზრდაში მშობლების,აგრეთვე აღმზრდელი დაწესებულებების პასუხისმგებლობის ამაღლების მიზნით უნდა მომზადდეს სპეციალური სატელევიზიო პროგრამები და საგაზეთო რუბრიკები.

შემსრულებლი – საქტელერადიოკორპორაცია, საქინფორმი

ვადა – 1996-1999 წ.წ.

17. შემუშავდეს და განხორციელდეს მოზარდებში ვენერიულ დაავადებათა პროფილაქტიკისა და შესაბამის ავადმყოფთა იძულებითი მკურნალობის პროგრამა. შემსრულებელი: განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, ფინანსთა სამინისტროები, საქტელერადიო კორპორაცია

შესრულების ვადა – 1996-1997 წ.წ.

18. შემუშავდეს წინადადებები სამედიცინო დაწესებულებებში შინაგან საქმეთა ორგანოების მიერ სხვადასხვა ანტისაზოგადოებრივი ქმედებებისათვის (ლოთობა, ნარკომპანია) ტოქსიკომანია, პროსტიტუცია და სხვ.) წარმოდგენილი მოზარდების გამოკვლევის, შემოწმების, საჭიროების შემთხვევაში მათი მკურნალობის, მოზარდებში, განსაკუთრებით სამართალდამრღვევ არასრულწლოვანებში ფსიქოთერაპიული მუშაობის უზრუნველყოფის, ნარკომანი და ალკოჰოლიზმით დაავადებული პირებისათვის სამკურნალო დაწესებულებების გახსნის შესახებ.

შემსრულებელი – სამთავრობო კომისია, ჯანმრთელობის, განათლების, შინაგან საქმეთა სამინისტროები, ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტი, პროკურატურა

ვადა - 1997 წ.

 

2. არასრულწლოვანთა, დევნილთა, ობოლთა და უმეთვალყურეოდ დარჩენილ მოზარდთა პროფესიული სწავლებისა და სოციალური ადაპტაციის პრობლემათა გადაჭრა

პროგრამის ამ მიმართულების მთავარი მიზანია:

– არასრულწლოვანთა დასაქმების ანალიზი და პროგნოზი;

– არასრულწლოვან მოზარდთა პროფესიული სწავლებისა და მოკლევადიანი პროფესიული მომზადბის ორგანიზაცია (მათ შორის სამოდელო მცირე წარმოების შექმნა);

– შრომის ბირჟასთან არასრულწლოვანთა შრომითი მოწყობის სპეციალური სამსახურის შექმნა;

- არასრულწლოვანთა და მოზარდთა სოციალური დაცვა.

1. უნდა შეიქმნას ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს სამართალდამრღვევ, აღზრდას დაუმორჩილებელ (ძნელად აღსაზრდელ), უმეთვალყურეოდ მაწანწალა მოზარდთა იზოლაციისა და აღზრდა-გამოსწორებისათვის სპეცსკოლის, შრომა-აღმზრდელობითი კოლონიის ახალ მოდელს.

შემსრულებელი – სამთავრობო კომისია, განათლების, იუსტიციის, შინაგან საქმეთა, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროები, პროკურატურა, მეცნიერებათა აკადემია

ვადა – 1997 წლის ოქტომბერი.

2. შესწავლილ და გადაწყვეტილ იქნეს ასოციალური ქცევის, უმეთვადლყურეოდ დარჩენილ მაწანწალა მოზარდებისათვის სპეციალური სკოლების, სამოდელო მცირე საწარმოების გახსნისა და ფუნქციონირების საკითხი.

შესრულებელი – სამთავრობო კომისია, განათლების სამინისტრო საქართველოს საპატრიარქოს მონაწილეობით

ვადა –1996 წ. სექტემბერი.

3. ასოციალური ქცევის, უმეთვალყურეოდ დარჩენილი მაწანწალა მოზარდებისათვის თბილისის N5 პროფტექნიკური სასწავლებლების ბაზაზე დაარსდეს სპეციალური პროფესიული სასწავლებელი.

შემსრულებელი – 1997 წლის სექტემბერი.

4. არასრულწლოვანთა საქმეების სამთავრობო კომისიასთან შეიქმნას მოზარდთა სოციალური დაცვის ქვეკომისია.

შემსრულებელი – განათლების სამინისტრო, სოციალური დაცვის შრომისა და დასაქმების სამინისტრო, პროფკავშირების რესპუბლიკური საბჭო

ვადა – 1997 წ.

5. შემუშავდეს დებულება სწავლებისაგან თავისუფალ დროს მოსწავლეთა ნებაყოფლობითი მუშაობის წესისა და პირობების შესახებ.

შემსრულებელი – განათლების სამინისტრო, სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტრო, პროფკავშირების რესპუბლიკური საბჭო

ვადა – 1997 წ.

6. შს სამინისტროს აკადემიასთან ჩამოყალიბდეს ძნელად აღსაზრდელი და უზედამხედველოდ დარჩენილი არასრულწლოვანების სპეციალური ჯგუფი, რომელიც გაივლის სწავლების პოლიციის მუშაკთა მომზადების პროგრამის ელემენტების ჩათვლით. სწავლების წარჩინებით დამთავრების შემთხვევაში მათ მიეცემათ უფლება გააგრძელონ სწავლა პოლიციის აკადემიაში.

შემსრულებელი – შს სამინისტრო

ვადა – 1996 წლის სექტემბერი.

 

3. მოზარდთა მხატვრულ შემოქმედებასა და სპორტში ჩაბმა

პროგრამის ამ მიმართულების მიზნებია:

– მოზარდთა მხატვრული შემოქმედების მხარდაჭერა და მათი დაინტერესება სპორტით;

– მოზარდებში მაღალზნეობრივი ცხოვრების წესის დამკვიდრება, სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაცია;

– საზაფხულო სპორტულ-გამაჯანსაღებელი, კულტურული დასვენების პროგრამის შემუშავება;

– ბავშვთა და მოზარდთა დასვენებისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფა;

– ბავშვთა და მოზარდთა სპორტულ-გამაჯანსაღებელი დასასვენებელი ბანაკებისათვის კადრების შერჩევა და მომზადება.

1. სისტემატურად გაიმართოს წვევამდელთა რესპუბლიკური სპარტაკიადები სპორტის გამოყენებით სახეობებში.

შემსრულებელი – განათლების სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, სპორტის დეპარტამენტი

ვადა – 1996-1999 წ.წ.

2. ორგანიზაცია გაეწიოს წვევამდელთა საზაფხულო სპორტულ-გამაჯანსაღებელი შეკრებებს ქვეყნის მხარეებსა და საკურორტო ზონებში.         შემსრულებელი – განათლების სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, სპორტის დეპარტამენტი.

ვადა – 1996 - 1999 წ.წ.

3. მოზარდთა ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნას პროფილური ბანაკები. ორგანიზაცია გაეწიოს უმეთვალყურეოდ დარჩენილ მოზარდთა მონაწილეობას არსებულ პროგრამებში („21 -ე საუკუნის ახალი სახელები“, „ურეკი“ – ბავშვთა ქალაქი“ და სხვა).

შემსრულებელი – განათლების, კულტურის სამინისტროები, ბავშვთა ფედერაცია

ვადა –1996-1999 წ.წ.

4. მოსწავლეთა თავისუფალი დროის გონივრულად გამოყენების მიზნით მათი ინტერესებისა და მიდრეკილებების მიხედვით სხვადასხვა წრეებსა და სექციებში ჩაბმის საქმეში აქტიურად გამოყენებულ იქნეს კულტურულ-მასობრივი, სპორტული, სკოლისგარეშე დაწესებულებების შესაძლებლობები ცალკეული გეგმების მიხედვით. შემსრულებელი – განათლების, კულტურის სამინისტროები, სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტი, სამხარეო ადმინისტრაცია, ქალაქების მერიები, რაიონების გამგეობები. ვადა –1996 –1999 წ.წ.

5. უზრუნველყოფილ იქნეს ბავშვთა და მოზარდთა დასვენებისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მომზადება სეზონისათვის, მათი სათანადო კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე კადრებით დაკომპლექტება.

შემსრულებელი – განათლების სამინისტრო, ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტი, პროფესიული კავშირი, სამხარეო ადმინისტრაცია, ქალაქების მერიები, რაიონების გამგეობები

ვადა – 1996-1999 წ.წ.

6. უმეთვალყურეოდ დარჩენილი, ხელმოკლე, მრავალშვილიანი და არეული ოჯახების ბავშვები შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფილ იქნენ საზაფხულო სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულებების საგზურებით.

შემსრულებელი – განათლების სამინისტრო, ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი, პროფესიული კავშირი.

 

შეთანხმების სია

1. საქართველოს იუსტიციის მინისტრი – თევდორე ნინიძე

2. საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და  დასაქმების

მინისტრის მოადგილე – კოტე საკანდელიძე

3. საქართველოს კულტურის მინისტრი – ვალერი ასათიანი

4. საქართველოს გენერალური პროკურორი – ჯამლეთ ბაბილაშვილი

5. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი – ავთანდილ ჯორბენაძე

6. საქართველოს თავდაცვის მინისტრი – ვარდიკო ნადიბაიძე

7. საქართველოს ფინანსთა მინისტრი – დავით იაკობიძე

8. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების

თავმჯდომარე – ირაკლი ტუღუში

9. საქართველოს ახალგაზრდულ საქმეთა

დეპარტამენტის თავმჯდომარე – ნიკო ნიკოლოზიშვილი

10. სახელმწიფო კანცელარიის კულტურის,

განათლებისა და მეცნიერების

განყოფილების უფროსი – კობა იმედაშვილი