დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „არასრულწლოვანების სოციალური დაცვის, პროფესიული მომზადების და სამართალდარღვევათა პროფილაქტიკის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 1 ივლისის №431 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 107 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 17/02/1997 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 4, 17/02/1997 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 26/08/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 080240000.05.002.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №107
1997 წლის 17 თებერვალი
ქ. თბილისი
„არასრულწლოვანების სოციალური დაცვის, პროფესიული მომზადების და სამართალდარღვევათა პროფილაქტიკის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 1 ივლისის №431 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
არასრულწლოვანთა, უმეთვალყურეოდ დარჩენილ მოზარდთა სამართალდაცვათა პროფილაქტიკისა და მათი სოციალური დაცვის ორგანიზაციის სრულყოფის მიზნით შეტანილ იქნეს „არასრულწლოვანების სოციალური დაცვის, პროფესიული მომზადების და სამართალდარღვევათა პროფილაქტიკის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 1 ივლისის №431 ბრძანებულებაში შემდეგი ცვლილებები:
1. დამტკიცდეს არასრულწლოვანთა საქმეებისა და მათი სოციალური დაცვის სამთავრობო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ კომისიის წევრი, განათლების მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი შარვაშიძე.
2. არასრულწლოვანთა საქმეებისა და მათი სოციალური დაცვის სამთავრობო კომისიის წევრად შეყვანილ იქნეს განათლების მინისტრის მოადგილე თამაზ ტატიშვილი.
3. დამტკიცდეს არასრულწლოვანთა საქმეებისა და მათი სოციალური დაცვის სამთავრობო კომისიის პასუხისმგებელ მდივნად მერაბ სანიკიძე.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები