დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ბათუმის ნავსადგურში უცხო ქვეყნის გემებისა და სამხედრო ხომალდების შესვლისა და ყოფნის დროებითი შეზღუდვის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 94 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 15/03/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 28, 15/03/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 18/03/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (15/03/2004 - 16/03/2004)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №94
2004 წლის 15 მარტი
ქ. თბილისი
ბათუმის ნავსადგურში უცხო ქვეყნის გემებისა და სამხედრო ხომალდების შესვლისა და ყოფნის დროებითი შეზღუდვის შესახებ
"საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ" საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად საქართველოს სასიცოცხლო და სუვერენული ინტერესებიდან გამომდინარე:
1. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2003 წლის 12 დეკემბრის №53 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს საზღვაო ნავსადგურების წესების 94-ე მუხლით განსაზღვრულ ბათუმის ნავსადგურის აკვატორიაში უცხო ქვეყნის გემებისა და სამხედრო ხომალდების შესვლა და ყოფნა განხორციელდეს საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით, სატვირთო ოპერაციების ვადით.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს ინფრასტუქტურისა და განვითარების სამინისტრომ, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრომ, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციამ:
ა) თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დაუყოვნებლივ გაატარონ ამ ბრძანებულების მოქმედების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი ღონისძიებები;
ბ) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყონ ამ ბრძანებულების თაობაზე შესაბამისი უცხო სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირება.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები