დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „სუფსის საზღვაო ნავსადგურის შექმნისა და საქართველოში უცხოეთის გემებისათვის ღია ნავსადგურების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 97 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 16/03/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 29, 16/03/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 18/03/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000000 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (16/03/2004 - 18/03/2004)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №97
2004 წლის 16 მარტი ქ. თბილისი
„სუფსის საზღვაო ნავსადგურის შექმნისა და საქართველოში უცხოეთის გემებისათვის ღია ნავსადგურების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს საზღვაო კოდექსის 70-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად:
1. „სუფსის საზღვაო ნავსადგურის შექმნისა და საქართველოში უცხოეთის გემებისათვის ღია ნავსადგურების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 მაისის №344 ბრძანებულებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 1999 წ., №27 (34), მუხ.493) დამტკიცებული დანართიდან „საქართველოში უცხოეთის გემებისათვის ღია ნავსადგურების ნუსხა“ ამოღებულ იქნეს პირველი პუნქტი.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტრომ, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრომ, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციამ:
ა) თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დაუყოვნებლივ გაატარონ ამ ბრძანებულების მოქმედების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი ღონისძიებები;
ბ) უზრუნველყონ ამ ბრძანებულების თაობაზე შესაბამისი უცხო სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირება;
გ) სისტემატურად შეისწავლონ არსებული ვითარება და საჭიროების შემთხვევაში წარმოადგინონ წინადადებები ბათუმის საზღვაო ნავსადგურის საქართველოში უცხოეთის გემებისათვის ღია ნავსად-გურების ნუსხაში შეტანის თაობაზე.
3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „ბათუმის ნავსადგურში უცხო ქვეყნის გემებისა და სამხედრო ხომალდების შესვლისა და ყოფნის დროებითი შეზღუდვის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 15 მარტის №94 ბრძანებულების პირველი პუნქტი.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები