დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების გაუქმებისა და საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 მაისის №344 და 2004 წლის 15 მარტის №96 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე`` | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 98 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 18/03/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 30, 18/03/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.210.000.05.002.002 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №98
2004 წლის 18 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების გაუქმებისა და საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 მაისის №344 და 2004 წლის 15 მარტის №96 ბრძანებულებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული საზღვრის ფარგლებისა და მისი მიმდებარე შავი ზღვის აკვატორიის ზემოთ არსებულ საჰაერო სივრცეში ფრენის დროებითი აკრძალვის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 15 მარტის №95, „სუფსის საზღვაო ნავსადგურის შექმნისა და საქართველოში უცხოეთის გემებისათვის ღია ნავსადგურების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” 2004 წლის 16 მარტის №97 და „ბათუმის ნავსადგურში უცხო ქვეყნის გემებისა და სამხედრო ხომალდების შესვლისა და ყოფნის დროებითი შეზღუდვის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 15 მარტის №94 ბრძანებულებები.
2. „სუფსის საზღვაო ნავსადგურის შექმნისა და საქართველოში უცხოეთის გემებისათვის ღია ნავსადგურების ნუსხის დამტკიცების შესახებ” 1999 წლის 31 მაისის №344 ბრძანებულებით დამტკიცებული დანართის (საქართველოში უცხოეთის გემებისათვის ღია ნავსადგურების ნუსხა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ბათუმის საზღვაო ნავსადგური“
3. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით ზოგიერთი გადაუდებელი ღონისძიებების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 15 მარტის №96 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანებულებიდან ამოღებულ იქნეს პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-7 პუნქტები და მე-6 პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნქტები;
ბ) ბრძანებულების მე-6 პუნქტის “დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) შეაჩეროს ქ. ბათუმში საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობის მიერ საქართველოს მოქალაქის ყველა ტიპის პასპორტების გაგრძელება-გაცემა; უცხოეთის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზების გაგრძელება და გაცემა; წარმომადგენლობის თანამშრომელთა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებით სარგებლობის უფლება.“
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები