საქართველოში ერთიანი სეისმური დაცვის ეროვნული სამსახურის შექმნისა და მისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოში ერთიანი სეისმური დაცვის ეროვნული სამსახურის შექმნისა და მისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 179
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 21/02/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 29/02/1996
ძალის დაკარგვის თარიღი 12/06/2006
სარეგისტრაციო კოდი 300.390.0.05(.).002.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
179
21/02/1996
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 29/02/1996
300.390.0.05(.).002.000000
საქართველოში ერთიანი სეისმური დაცვის ეროვნული სამსახურის შექმნისა და მისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (29/02/1996 - 06/06/2006)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 179

1996 წლის 21 თებერვალი

 .თბილისი

საქართველოში ერთიანი სეისმური დაცვის ეროვნული სამსახურის შექმნისა და მისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცების შესახებ

საქართველოში ერთიანი სეისმური დაცვის ეროვნული სამსახურის, სეისმოლოგიური ინფორმაციის ოპერატიულად მიღების, შექმნილი სიტუაციის ანალიზის, სეისმური საფრთხის შეფასების, შეტყობინების სამსახურის შექმნისა და მისი მუშაობის გაუმჯობესების მიზნით:

1. შეიქმნას საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში მისთვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში ერთიანი სეისმური დაცვის ეროვნული სამსახური საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის . ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტთან არსებული საცდელ-მეთოდური გეოფიზიკური ექსპედიციის ბაზაზე, სამეცნიერო დაწესებულების სტატუსის შენარჩუნებით.

2. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ( .იაკობიძე):

– 1996 წლიდან ცენტრალური ბიუჯეტის პროექტში გაითვალისწინოს სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებისა და სამუშაოთა შესრულებისათვის 65 000 (სამოცდახუთი ათასი) ლარი;

საჭიროების შემთხვევაში სათანადო დასაბუთების საფუძველზე უზრუნველყოს უცხოური ვალუტის გამოყოფა;

თბილისის ცენტრალური სეისმოლოგიური ობსერვატორია თბილისისკაპიტალური რემონტისათვის 1996 წელს გამოყოს ასიგნებანი წარდგენილი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით;

3. საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტრომ (. ინჯია) უზრუნველყოს სეისმური დაცვის ეროვნული სამსახური კავშირგაბმულობის საშუალებებით (ფაქსი, ელექტრონული ფოსტა), გააძლიეროს კავშირგაბმულობის საშუალებათა შეუფერხებელი მუშაობისადმი კონტროლი.

4. ქალაქ თბილისის მერიამ (.შოშიტაიშვილი):

უზრუნველყოს თანამედროვე ციფრული სეისმური აპარატურის ნორმალური ექსპლუატაციისათვის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკის ინსტიტუტის მთავარი კორპუსის (.ალექსიძის . №1) და ცენტრალური სეისმოლოგიური ობსერვატორია თბილისისშენობის წყლი და ელექტროენერგიით მომარაგების პირველ კატეგორიაზე გადაყვანის ტექნიკური პირობები.

აღკვეთოს თბილისის ცენტრალური სეისმოლოგიური ობსერვატორია „თბილისის“ ტერიტორიაზე ყოველგვარი მშენებლობა;

აკრძალოს თბილისის ცენტრალური სეისმოლოგიური ობსერვატორია „თბილისის“ გარეშემო ბუნებრივი ხევის ამოვსება;

უზრუნველყოს თბილისის ცენტრალური სეისმოლოგიური ობსერვატორია „თბილისის“ ტერიტორიიდან კერძო მებაღეთა გასახლება;

აღადგინოს გზის გაყვანასთან დაკავშირებით მწყობრიდან გამოსული 1 ჭაბურღილიდან სამეცნიერო მუშაობისათვის საჭირო თერმული წყლის მიწოდება.

5. საქართველოს ადგილობრივი მმართველობის ორგანოებმა მიიღონ ზომები მათ ტერიტორიაზე განლაგებული სეისმური სადგურების ნორმალური მუშაობისათვის.

6. ერთიანი სეისმური დაცვის ეროვნულმა სამსახურმა 2 თვეში წარმოადგინოს განსახილველად ქვეყნის სეისმოლოგიური დაცვის პროგრამა.

ე. შევარდნაძე