დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოში ერთიანი სეისმური დაცვის ეროვნული სამსახურის შექმნისა და მისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 179 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 21/02/1996 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 29/02/1996 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 12/06/2006 |
სარეგისტრაციო კოდი | 300.390.0.05(.).002.000000 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (29/02/1996 - 06/06/2006)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №179
1996 წლის 21 თებერვალი
ქ.თბილისი
საქართველოში ერთიანი სეისმური დაცვის ეროვნული სამსახურის შექმნისა და მისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცების შესახებ
საქართველოში ერთიანი სეისმური დაცვის ეროვნული სამსახურის, სეისმოლოგიური ინფორმაციის ოპერატიულად მიღების, შექმნილი სიტუაციის ანალიზის, სეისმური საფრთხის შეფასების, შეტყობინების სამსახურის შექმნისა და მისი მუშაობის გაუმჯობესების მიზნით:
1. შეიქმნას საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში მისთვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში ერთიანი სეისმური დაცვის ეროვნული სამსახური საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გ. ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტთან არსებული საცდელ-მეთოდური გეოფიზიკური ექსპედიციის ბაზაზე, სამეცნიერო დაწესებულების სტატუსის შენარჩუნებით.
2. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ( დ.იაკობიძე):
– 1996 წლიდან ცენტრალური ბიუჯეტის პროექტში გაითვალისწინოს სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებისა და სამუშაოთა შესრულებისათვის 65 000 (სამოცდახუთი ათასი) ლარი;
– საჭიროების შემთხვევაში სათანადო დასაბუთების საფუძველზე უზრუნველყოს უცხოური ვალუტის გამოყოფა;
– თბილისის ცენტრალური სეისმოლოგიური ობსერვატორია „თბილისის“ კაპიტალური რემონტისათვის 1996 წელს გამოყოს ასიგნებანი წარდგენილი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით;
3. საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტრომ (ფ. ინჯია) უზრუნველყოს სეისმური დაცვის ეროვნული სამსახური კავშირგაბმულობის საშუალებებით (ფაქსი, ელექტრონული ფოსტა), გააძლიეროს კავშირგაბმულობის საშუალებათა შეუფერხებელი მუშაობისადმი კონტროლი.
4. ქალაქ თბილისის მერიამ (ბ.შოშიტაიშვილი):
– უზრუნველყოს თანამედროვე ციფრული სეისმური აპარატურის ნორმალური ექსპლუატაციისათვის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკის ინსტიტუტის მთავარი კორპუსის (გ.ალექსიძის ქ. №1) და ცენტრალური სეისმოლოგიური ობსერვატორია „თბილისის“ შენობის წყლითა და ელექტროენერგიით მომარაგების პირველ კატეგორიაზე გადაყვანის ტექნიკური პირობები.
– აღკვეთოს თბილისის ცენტრალური სეისმოლოგიური ობსერვატორია „თბილისის“ ტერიტორიაზე ყოველგვარი მშენებლობა;
– აკრძალოს თბილისის ცენტრალური სეისმოლოგიური ობსერვატორია „თბილისის“ გარეშემო ბუნებრივი ხევის ამოვსება;
– უზრუნველყოს თბილისის ცენტრალური სეისმოლოგიური ობსერვატორია „თბილისის“ ტერიტორიიდან კერძო მებაღეთა გასახლება;
– აღადგინოს გზის გაყვანასთან დაკავშირებით მწყობრიდან გამოსული №1 ჭაბურღილიდან სამეცნიერო მუშაობისათვის საჭირო თერმული წყლის მიწოდება.
5. საქართველოს ადგილობრივი მმართველობის ორგანოებმა მიიღონ ზომები მათ ტერიტორიაზე განლაგებული სეისმური სადგურების ნორმალური მუშაობისათვის.
6. ერთიანი სეისმური დაცვის ეროვნულმა სამსახურმა 2 თვეში წარმოადგინოს განსახილველად ქვეყნის სეისმოლოგიური დაცვის პროგრამა.
ე. შევარდნაძე
დოკუმენტის კომენტარები