დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მაგისტრალური მილსადენების დაცვის მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 86 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 27/01/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 11, 27/01/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/09/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
პირველადი სახე (27/01/2006 - 11/08/2009)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №86
2006 წლის 27 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მაგისტრალური მილსადენების დაცვის მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის შესახებ
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მაგისტრალური მილსადენების დაცვის მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმელი და ატრიბუტიკა დანართის მიხედვით.
მ. სააკაშვილი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მაგისტრალური მილსადენების დაცვის მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმელი და ატრიბუტიკა
![]() |
პ ლ ა ნ შ ე ტ ი 1
1. საგაზაფხულო-საშემოდგომო ყოველდღიური სამსახურებრივი (საველე) ფორმა – მწვანე ფერის შარვალი, მწვანე ფერის წინაფრიანი ქუდი, მწვანე ფერის ქურთუკი, მწვანე ფერის მაისური, შავი ფერის მაღალყელიანი ფეხსაცმელი.
2. ზამთრის ყოველდღიური სამსახურებრივი (საველე) ფორმა – მწვანე ფერის შარვალი, მწვანე ფერის წინაფრიანი დათბილული ქუდი, მწვანე ფერის დათბილული ქურთუკი, მწვანე ფერის მაისური, შავი ფერის მაღალყელიანი ფეხსაცმელი.
![]() |
პ ლ ა ნ შ ე ტ ი 2
1. საგაზაფხულო-საშემოდგომო ყოველდღიური სამსახურებრივი ფორმა – მწვანე ფერის შარვალი, მწვანე ფერის წინაფრიანი ქუდი, მწვანე ფერის ჯემპრი, მწვანე ფერის მაისური, შავი ფერის მაღალყელიანი საწვიმარი ფეხსაცმელი.
2. ზამთრის ყოველდღიური სამსახურებრივი (საველე) ფორმა – მწვანე ფერის შარვალი, მწვანე ფერის ნაქსოვი ნიღაბი, მწვანე ფერის დათბილული ქურთუკი, მწვანე ფერის მაისური, შავი ფერის მაღალყელიანი ფეხსაცმელი.
![]() |
პ ლ ა ნ შ ე ტ ი 3
ზამთრის ყოველდღიური ფორმა – მწვანე ფერის შარვალი, მწვანე ფერის დათბილული ქუდი (მწვანე ფერის ნაქსოვი ნიღაბი), კომუფლირებული (დამცავი ფერის) დათბილული ქურთუკი, მწვანე ფერის მაისური, შავი ფერის მაღალყელიანი ფეხსაცმელი.
![]() |
პ ლ ა ნ შ ე ტ ი
4
სამკლავური ემბლემა – სტილიზებული ჰერალდიკური ფარი მწვანე ველზე, რომელსაც გარს არტყავს შავი კანტი. ფარს ქვევიდან ზევით კვეთს მწვანე ზოლი, რომელზედაც არის წარწერა: ინგლისური აბრევიატურა SPPD, მარჯვენა ზედა კუთხეში გამოსახულია გადაჯვარედინებული ხმლები, მარცხენა ქვედა კუთხეში ხუთჯვრიანი კომპოზიცია.
სამკლავურის ზედა ნაწილში დამატებით შევრონზე გამოსახულია წარწერა: „შსს“.
უკან დაბრუნება 



დოკუმენტის კომენტარები